რა არის ტინიტუსი?

tinnitusstarkტინიტუსი ნიშნავს “ყურებში რეკვას” მაშინ, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, შრიალი და ასე შემდეგ. ეს ხმაური შესაძლოა მხოლოდ ცალ ყურში იყოს ან ორივეში. თითქმის ყველა ადამიანს ხანმოკლე პერიოდში გამოუცდია მცირე ხმაური ყურებში. თუმცა ზოგ ადამიანს შემაწუხებელი და უწყვეტი ტინიტუსი აქვს. ადამიანთა 10-15%-ს აღენიშნება უწყვეტი ტინიტუსი, რომელიც არ ცხრება და საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას. ტინიტუსის ზუსტი მიზეზი ხშირად დაუდგენელია. ერთი რამ კი აშკარაა: ტინიტუსი არ არის წარმოსახვითი!

ტინიტუსი არ არის დაავადება, ის არის სიმპტომი იმისა, რომ რაღაც ხარვეზია აუდიტორულ სისტემაში, რომელიც მოიცავს ყურს, აუდიტორულ ნერვს, რომელიც აკავშირებს შიგნითა ყურს ტვინთან და ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ამუშავებს ხმას.

ტინიტუსის 2 სახეობა არსებობს: სუბიექტური ტინიტუსის დროს ხმები მხოლოდ პიროვნებას ესმის. ის ტინიტუსის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ობიექტური ტინიტუსის დროს თავისა თუ ყურის ხმები შესაძლოა პაციენტთან ერთად სხვამაც გაიგონოს. ამ ხმების ჩაწერა შესაძლებელია მგრძნობიარე მიკროფონის გამოყენებით.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ტინიტუსი? ყურებში ხმაური შესაძლებელია ყველაზე მარტივმა ფაქტმა გამოიწვიოს, როგორიცაა ყურის კანალის დახშობა გოგირდის საცობით. თუმცა ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება
  • ყურის ინფექციები
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
  • მენიერის დაავადება
  • ტვინის სიმსივნე
  • ჰორმონალური ცვლილებები ქალებში
  • ფარისებრი ჯირკვლის გადახრები

ხანდახან ხანდაზმულებში ტინიტუსი სმენის დაქვეითების პირველი ნიშანია. ის ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით. ცნობილია, რომ 200-მდე მედიკამენტი იწვევს ტინიტუსს, თუ ადამიანი იწყებს ან წყვეტს მის გამოყენებას.

ტინიტუსი იშვიათად შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევის ნიშანი, თუმცა რეკომენდებულია, გაესაუბროთ ექიმს. თუ მას იწვევს ისეთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა განიკურნოს, პაციენტი უნდა გაიგზავნოს შესაბამის სპეციალისტთან.

  • ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და არ ინერვიულოთ!

რაც უფრო ემოციურად არის პიროვნება განწყობილი, მით უფრო მატულობს ხმაური. თუკი ტინიტუსი მოულოდნელად იჩენს თავს, პაციენტი ხშირ შემთხვევებში შეშინებულია და მას უჭირს კონცენტრირება და დაძინება. ხანდახან ისინი იმედგაცრუებას გრძნობენ და ბრაზობენ, რომ ვერავინ უგებს მათ ან თუ მარტო ცხოვრობენ, არავინ ჰყავთ, რომ გაუზიარონ თავიანთი პრობლემა. ტინიტუსი დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, რადგანაც ძალიან რთულია მისი მართვა. სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს ჯგუფები, სადაც ტინიტუსის მქონე ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და სტრატეგიებს, თუ როგორ იცხოვრონ ტინიტუსით.

ხშირად მსგავსი ჯგუფები იწვევს ადამიანებში იმედისა და კონტროლის შეგრძნებას. წევრები ხშირად ერთმანეთს აცნობენ თავიანთ წარმატებულ სტრატეგიებს, თუ როგორ დაძლიონ ეს ხმაური. ადამიანები რწმუნდებიან, რომ მათ არ ჭირთ იშვიათი დაავადება, სერიოზული ტვინის ფუნქციის მოშლა და არც სმენის ბოლომდე დაკარგვა ელით. ერთმანეთის დახმარებით შესაძლებელია ტინიტუსის მართვა. სწორედ ამ მიზნით, Starkey Georgia სმენის ცენტრის ორგანიზებით ტინიტუსის საინფორმაციო კვირეულთან დაკავშირებით შეიქმნა ტინიტუსის ჯგუფი ფეისბუქზე.

სტატია მომზადებულია შემდეგი ორგანიზაციების სტატიების მიხედვით:

  • აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტი სმენის დაქვეითებასა და სხვა საკომუნიკაციო უნარების დარღვევებზე
  • ამერიკის მეტყველების-ენის-სმენის ასოციაცია
  • ამერიკის ტინიტუსის ასოციაცია
  • ბრიტანეთის ტინიტუსის ასოციაცია

Tammi Karchava

სმენის ცენტრი “Starkey Georgia”

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

6 comments

  1. Unknown's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    მაქვს სმენის დაქვეითება და შიშინი ყურსჰი

  2. Unknown's avatar

    რა მოვიქმედო შუილის დასაცხრომად.

    1. Unknown's avatar

      ramdenime tvea makvs marjvena yuris hxuili,ufro game macuxebs…ras mirhevt ra vkna, rame camali unda mivigo, cneva, da maxsovroba ar macuxebs…

  3. Unknown's avatar

    Gamarjobat cxovrebashi ar mqonia yuris anteba tumca mqonia xshirad wuili yurebshi. Gushin dilit damewyo wuili,shxuili titqos chem orive yurshi ragac shushxunebda .mqonda odnav magali wneva var 34wlis vatareb dabal wnevas mawuxebs sisdzargvebi shida venebi operaciac gaketebuli maq.dges dilidan mxolod ert yurshi maq xmauri ,shxriali titqos vigac mizis yurshi da butputebs mgonia .telefons ro vpasuxob da marjvena yurtan videb mxolod shxriali mesmis .ra unda iyos iqneb damamshvidot imedia ar davyruvdebi da gamivlis.ukve 2dgea davitanje gafujebuli televizori mizis marjvena yurshi.

  4. მზიური's avatar

    გამარჯობათ მაქვს ორივე ყურში წუილის ხმა მხოლოდ ღამის საათებში მაგალითად დაძინების წინ .

  5. მზიური's avatar

    გამარჯობათ მაქვს ორივეყურებში წულის ხმა მაგალითად ღამის საათებში ძის წინ.

Leave a Reply

Discover more from Starkey Georgia სმენის ცენტრი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading