ფაქტები სამხედროების, ვეტერანებისა და ტინიტუსის შესახებ:
- ტინიტუსი ნიშნავს “ყურებში რეკვას”, ადამიანს აყენებს უძლურ მდგომარეობაში და ამცირებს ცხოვრების ხარისხს მათთვის, ვისაც ქრონიკულად აწუხებს იგი.
- ტინიტუსი არის საქმიანობასთან დაკავშირებული ნომერ პირველი შეზღუდულობა ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული ვეტერანებისათვის (სამი წლის განმავლობაში).
- ტინიტუსს ყველაზე ხშირად იწვევს გადაჭარბებული ხმა ერთჯერადად ან განმეორებით. თავისა და კისრის დაზიანება არის მეორე წამყვანი მიზეზი.
- იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები (IEDs) ფეთქდება 140 დეციბელზე ან უფრო მაღალ ხმის დონეზე და აღნიშნული ხმის სიმძლავრე სრულიად საკმარისია ჯარისკაცისათვის იმ დონის დაზიანების მისაღებად, რომელიც მუდამ გაახსენებს ჯარში მსახურების პერიოდს.
- ამერიკის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის (VA) ინფორმაციით, 2009 წელს 760,000-ზე მეტმა ვეტერანმა მიიღო ტინიტუსით გამოწვეულ შეზღუდულობასთან დაკავშირებული დახმარება.
- 2014 წელს გათვლილი იყო ტინიტუსთან დაკავშირებული ვეტერანთა მიმდინარე რაოდენობის 1.5 მილიონამდე გაზრდა.
- 2009 წლის მონაცემებით ამ 760,000 ვეტერანის კომპენსაციისათვის ყოველწლიურად $1.12 მილიარდი იხარჯება.
- 2014-სთვის კი იმ ვეტერანთათვის, რომლებიც ტინიტუსისგან იტანჯებიან, საკომპენსაციო თანხების გაზრდა დაგეგმილი იყო 2.26 მილიარდამდე.
- ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო ცენტრმა კვლევა ჩაატარა ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა მათგანი იყო იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობების (IEDs) ხმისგან დაუცველი და 49%-ს აღენიშნებოდა ტინიტუსი.
- 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სააგენტოების მიერ ჩატარებულ კვლევებზე ტინიტუსზე დაიხარჯა დაახლოებით $10 მილიონი.
- $4.3 მილიონი დაიხარჯა M1 აბრამსის ტანკის შექმნაში, $5.9 მილიონი – M1 ვერტმფრენში და $18.8 მილიონი – F-16 მოიერიშეში.
- არმია არის ერთადერთი სამხედრო ფილიალი, რომელიც მოითხოვს ყურის საცობების არსებობას უნიფორმის შემადგენლობაში.
წყარო: ამერიკის ტინიტუსის ასოციაცია
მთარგმნელი: სალომე ხორავა
