კონსულტაციისა და ხმოვანი თერაპიის კომბინაცია ძ
ალიან ეფექტური მეთოდი გამოდგა ქრონიკული ტინიტუსის მქონე ადამიანებისათვის.
თუ თქვენ გაქვთ ტინიტუსი, გრძნობთ რომ ვერ აკონტროლებთ მას. ის არასოდეს წყნარდება. რა თქმა უნდა, გაინტერესებთ რა იწვევს მას და გაუარესდება თუ არა მდგომარეობა? ნუთუ გელანდებათ?
კონსულტაციისა და ხმოვანი თერაპიის კომბინაციის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის. ამისათვის აიოვას ტინიტუსის უნივერსიტეტსა და ჰიპერაკუსის კლინიკაში იყენებენ ტინიტუსის ე.წ. თერაპიული მკურნალობის ტექნიკას.
კლინიკაში პაციენტები მრავალფეროვანი პრობლემებით მიდიან. მათ ეკითხებიან: რამ გამოიწვია, როდის დაეწყოთ და რა გართულებები მოჰყვა მათ ტინიტუსს, აქვთ თუ არა სმენის დაქვეითების პრობლემა, მაღალი ხმები აუარესებს თუ არა მათ მდგომარეობას, რა სახის მკურნალობა ჩაიტარეს და აქვთ თუ არა შედეგი?
შემდეგ ამ პაციენტებს ანაწილებენ სხადასხვა კატეგორიის ჯგუფებში: “დაინტერესებული”, “შეშფოთებული” და “შეწუხებული”. სემინარზე ისინი იღებენ ცოდნას მარტივი გრაფიკებისა და სურათების საშუალებით, სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხს, ხვდებიან მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს და ასევე საშუალება აქვთ ნახონ ხმოვანი თერაპიის ხელსაწყოები. ამაში აქტიურად არიან ჩართული მათი ოჯახის წევრებიც.
კლინიკა ეხმარება პაციენტებს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ტინიტუსის თანმდევი 4 პრობლემის მოგვარებაში: ძილის, მოსმენის, ემოციისა და კონცენტრაციის. პაციენტი სწავლობს ძილის ციკლს და რა გავლენას ახდენს ჩვევები ძილზე, ასევე მოსმენისა და ურთიერთობის გაუმჯობესების სტრატეგიას და საჭიროების შემთხვევაში სმენის აპარატის გამოყენებას. პაციენტებს ასწავლიან, როგორ შეცვალონ რეაქცია თავიანთი ტინიტუსის მიმართ და დასძლიონ შიში, კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად კი არსებობს პრაქტიკული დახმარება, ისინი ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, რაც სხვადასხვა დონის ყურადღებას მოითხოვს.
პაციენტთა უმრავლესობისათვის, კონსულტაციასთან ერთად ხმოვანი, ან აკუსტიკური თერაპია ტარდება. ის ხელს არ უნდა უშლიდეს პაციენტს საუბარსა და ყოველდღიური ხმების მოსმენაში. ის უნდა გამოვიყენოთ ძილის დროს, როდესაც ორიენტირებული კონცენტრაციაა საჭირო, დღის რთულ მონაკვეთში ან მთელი დღე.
მკურნალობისათვის იყენებენ ხმის მასკირებას, ეს არის ტინიტუსის მარტივი იგნორირება. ასევე მუსიკაც ხელს უწყობს რელაქსაციას და ამცირებს შფოთვას. ექიმები იყენებენ მსუბუქ, ინსტრუმენტალურ (არა მომღერლების) მუსიკას, რომელიც პაციენტს ეხმარება ტინიტუსის დაძლევაში.
მეტი ეფექტურობისათვის, ტინიტუსის მკურნალობაზე ორიენტირებული კლინიკები ხმოვან თერაპიასთან ერთად კონსულტაციასაც იყენებენ.
კონსულტაციის ხმოვან თერაპიასთან კომბინაციის გარდა არსებობს კიდევ თერაპიის 2 სახე:
კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT): კონსულტაციის ეს მეთოდი გამოიყენება დეპრესიის, შფოთვის, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის დროს. იგი გვასწავლის კონტროლის აღდგენას; გვიხსნის, რომ ჩვენ ვერ შევცვლით ტინიტუსს , გვეხმარება ტინიტუსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლაში და ამ გზით მის უკეთ მართვაში. 2010 წლის კვლევის თანახმად, ამ მეთოდით ტინიტუსი თუ არ შემსუბუქდება, დეპრესია მაინც ქრება და ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.
ტინიტუსის გადამზადების თერაპია (TRT): ამ თერაპიის მიზანია, შევეჩვიოთ ჩვენს ტინიტუსს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც თქვენ შეამჩნევთ ტინიტუსს, მაინც არ გაწუხებთ ის.
წყარო: Hearing Health Foundation
მთარგმნელი: სალომე ხორავა