ყველასთვის ცნობილია, რომ მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა მავნებელია ჩვენი სმენისთვის. რა სახის ყურსასმენები უნდა ვატაროთ, რომ თავიდან ავიცილოთ მაქსიმალური ზიანი? და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ყურის ბარაბანი დაცული იყოს.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გვიწევს ყურსასმენების გამოყენება ოფისში თუ ოფისს გარეთ. ასე რომ ჩვენ ვესაუბრეთ აუდიოლოგს, დოქტორ ბრაიან ფლიგორს, რომელსაც სმენის საკითხებში აქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა.
ფლიგორმა, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი, ჯერ კიდევ 2004 წელს პირველმა მიიპყრო ყურადღება, როგორც ყურსასმენთა ექსპერტმა, როდესაც მან გამოაქვეყნა კვლევა კონკრეტულად იმ ყურსასმენებთან დაკავშირებული სმენის დაკარგვის შესახებ, რომელიც თავსდება ყურის არხში. ამ ტიპის ყურსასმენები წარმოუდგენლად პოპულარული აიპადის გამოშვების შემდეგ გახდა.
![]()
მას შემდეგ ფლიგორმა ჩაატარა მრავალი კვლევა ყურშიდა თუ ყურსგარე ყურსასმენების შესახებ. ის ადრე იყო ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის აუდიოლოგიის დირექტორი. ახლა ის ჩართულია კომპანია Lantos-ის ტექნოლოგიების შექმნაში, რომელიც ქმნის ყურის არხის 3 განზომილებიან ციფრულ სკანერებს, რომ დამზადდეს ყურზე მორგებული სასმენები.
ჩვენ ვესაუბრეთ ფლიგორს, თუ როგორ უნდა მოუსმინო მუსიკას ისე, რომ სმენა არ დაზიანდეს.
მარტივად რომ დავიწყოთ, ყურსასმენები არის კი ყველაზე ცუდი ნივთი დღემდე?
ოჰ, ღმერთო ჩემო, არა.
იფიქრეთ ჩემზე, როგორც თქვენს საშუალო მომხმარებელზე. როგორ შემიძლია მოვუსმინო მუსიკას?
ეს არ არის ყურსასმენები (რასაც შეუძლია ზიანი მოგაყენოთ), მაგრამ გააჩნია როგორ გამოიყენებს მათ ადამიანი. როგორ გამოიყენებენ მათ, დამოკიდებულებია იმ გარემოზე, სადაც მსმენელი იმყოფება და ასევე მსმენელის არჩევანზე. მე და ჩემმა კოლეგებმა მრავალი ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანთა 15-25 პროცენტი ძალიან ხმამაღლა უსმენს მუსიკას.
როგორ ფიქრობთ, თუ ჩემს გვედში მყოფ ადამიანს ესმის მუსიკა ჩემი ყურსასმენიდან, ძალიან ხმამაღლა ვუსმენ მუსიკას?
ეს წესი ძირითადად მაშინ მუშაობს, თუ ფონი არ არის ხმაურიანი, ასე რომ ხშირ შემთხვევებში ამით ვერ იხელმძღვანელებთ.
1999 წელს ჩემთან მოვიდა 15 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მითხრა, რომ მარჯვენა ყურში არ ესმოდა. მე გავუწმინდე ყური გოგირდისგან… მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა დაქვეითებული სმენა. დაქვეითება გამოწვეული იყო ყურსასმენებისგან. მან მითხრა, რომ არ უსმენდა მას ხმამაღლა. მაგრამ როდესაც მანახა თავისი სიდი ფლეიერი, ხმის დონე ეყენა მაქსიმალური 10-დან 9.5-ზე. ასე რომ მე მას ვურჩიე მოესმინა მუსიკა უფრო დაბალ ხმაზე.
რა დონის ხმაზე შემიძლია მოვუსმინო მუსიკას ისე, რომ სმენა არ დამიზიანდეს?
უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით ხმის მაქსიმალურ კონტროლზე 80 % და უნდა მოვუსმინოთ საათნახევარი ან ნაკლები დროის განმავლობაში. ასე რომ, მე ვეუბნები ჩემს კლიენტებს დაიცვან წესი 80/90 (80 % და 90 წუთი). სიდი ფლეიერს აქვს მაღალი ხმა და მისი მოხმარების წესია 60/60. ასე რომ თქვენ ხედავთ, რომ პრობლემა ყურსასმენებში კი არ არის, არამედ ფლეიერებში.
ყურსასმენებიდან რომელი უნდა გამოვიყენო: ყურზე მოსარგები თუ ყურსშიდა?
მე ჩავატარე კვლევა და ასევე ხელახლა ჩაატარა ჩემმა სტუდენტმაც სწორედ ყურზე მოსარგებ და ყურშიდა სასმენებზე. გამოვკითხეთ ადამიანები და მათ გვიპასუხეს, რომ ორივე ტიპის ყურსასმენით ერთ ხმის სიმაღლეზე უსმენდნენ მუსიკას.
ვფიქრობ ეს გავს სპორტული მანქანის მართვას. მას რომ სწრაფად სვლა შეუძლია ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ სისწრაფით დადიხართ.
და როდესაც თქვენ იყენებთ ყურზე მოსარგებ ყურსასმენს, ის ახშობს ხმებს, ხოლო ყურშიდა სასმენები ფარავს ყურის კანალს, იძლევა შესაძლებლობას ისე უსმინოთ, თითქოს წყნარ გარემოში ხართ.
რამდენი შეიძლება გადავიხადო ყურსასმენში?
100 დოლარად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კარგი წყვილი ყურსასმენი.
თქვენ რას იყენებთ?
მე მაქვს 2,500 დოლარად ღირებული შეკვეთით დამზადებული ყურსასმენები, რომელიც ჩემს ყურზეა მორგებული.
მე ნამდვილად ვერ გადავიხდიდი მაგდენს. ღირს კი ამ თანხად?
მე დიდი გულშემატკივარი ვარ ყურის ფორმაზე მორგებული ვერსიების. ის ყველაზე კომფორტული ყურსასმენია. ეს ყურსასმენები თანმიმდევრულად და მოხერხებულად ბლოკავს გარე ხმებს. თქვენ შიგიძლიათ მოისმინოთ მშვიდად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენზე მორგებული ყურსასმენი აუდიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ – ისევე როგორც 100 დოლარიანი ყურსასმენები.
მაგრამ გარე ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენის გამოყენება ყოველთვის არის მიზანშეწონილი?
კარგი შეკითხვაა. ღამით ცენტრალურ პარკში ნამდვილად არ უნდა ირბინოთ ამ ყურსასმენებით. ის კარგია თქვენს სამუშაო მაგიდასთან ან სარბენ ბილიკზე. არსებობს ყურსასმენები, რომელშიც გარე ხმებიც ისმის.
ვთქვათ მე ვაპირებ 20 წუთიან სირბილს სარბენ ბილიკზე და მინდა ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმინო ძალიან ხმამაღლა, მოვახერხებ ამას ყურების დაზიანების გარეშე?
20 წუთი? მე ვერ გავუწევ ამას რეკომენდაციას, 80 %-ზე 20 წუთი მოსმენა კი ნორმალურია. მე ვრთავ ჩემს საყვარელ მუსიკას ხმამაღლა.
არსებობს მიზეზი, რის გამოც არ უნდა გამოვიყენო ყურშიდა ყურსასმენი? და რას გვეტყვით ყურის გოგირდზე?
გოგირდი არის თქვენი სხეულის თავდაცვითი მექანიზმი. ყური თავად ისუფთავებს თავს. აუცილებელი არაა ყურის ჩხირების გამოყენება. ყურშიდა ყურსასმენები არ იწვევს გოგირდის საცობის წარმოქმნას. როკ მუსიკოსებს კი აუცილებლად ევალებათ აუდოლოგთან მისვლა, რადგანაც მათი ყურშიდა მონიტორების წვერი ღრმად ჩადის ყურში და საჭიროა ამოიწმინდოს.
რაც შეეხება ყურსასმენის გაზიარებას, რამდენად სწორია, ყურშიდა სასმენის სხვის მიერ გამოყენება?
იშვიათად რომ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული სახის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. მე პირადად არავის ვუზიარებ ჩემს საკუთარ ყურსასმენს. არასოდეს შეგვაშფოთოს ყურის გოგირდმა, ის ეხმარება ყურს სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
წყარო: The Huffington Post, by Kerry Flynn, 24/11/2014
მთარგმნელი: სალომე ხორავა