რას ნიშნავს დირექციულობა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

სმენა არის საოცარი პროცესი. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ყური იღებს ხმას, რომელიც ყურის არხის მეშვეობით გადადის ქვემოთ – შუა ყურში და შედის ლოკოკინაში, სადაც პატარა თმის უჯრედები წარმოქმნიან სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციას. ეს სიგნალები იგზავნება ტვინში, რომელიც შიფრავს შემომავალ შეტყობინებებს და აძლევს მათ აზრს. ნორმალური სმენის შემთხვევაში ტვინი ავტომატურად ფილტრავს ფონურ ხმებს და უმნიშვნელო ინფორმაციას, რათა საშუალება მოგცეთ,  ფოკუსირება მოახდინოთ საუბარსა და სხვა მნიშვნელოვან სიგნალებზე.

ხმაურში საუბრის გარჩევა მნიშვნელოვანი პრობლემაა სმენადაქვეითებული ადამიანისათვის. ყურის პაწაწინა თმის უჯრედების დაზიანების გამო სმენადაქვეითებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ საუბრის მოსმენა, როდესაც ირგვლივ ხმაურია. ამ ადამიანებისათვის ხმამაღალი ხმები არის არაკომფორტული.

ერთ-ერთი გზა ხმაურში საუბრის გარჩევისა არის სმენის აპარატების დირექციულობის ფუნქცია (დირექციული მიკროფონი). დირექციულ სისტემებს აქვთ ერთმანეთისგან კონკრეტული მანძილით დაშორებული ორი ან  მეტი მიკროფონი. ხმის შემოსვლის დროს მიკროფონების განსხვავება გამოიხატება იმაში, თუ როგორ ახდენს ხმაზე რეაგირებას. შენიშვნა: დირექციული მიკროფონები ძირითადად აძლიერებს წინ მდგომი მოსაუბრის ხმას.

რასაც ახლა აღვწერთ საკმაოდ რთულია, მაგრამ საინტერესო! დირექციული სისტემები განსხვავებულია სხვადასხვა ბრენდის აპარატებში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტერმინი, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ:

  • ნული: მიკროფონი ნაკლებად მგრძნობიარეა ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ხმას.
  • ელექტრეტული მიკროფონები: მიკროფონის ამ სახეობას ამჟამად უმეტეს სმენის აპარატებში იყენებენ. მიკროფონი იყენებს პოლიესტერის დიაფრაგმას, რომელიც რამოდენიმე მიკრონით დაშორებულია მეტალის უკანა სარქველისაგან, რომელიც ამაგრებს დამტენს. ხმას მოძრაობაში მოჰყავს დიაფრაგმა და საშუალებას აძლევს სმენის აპარატს, რომ გამოავლინოს, გააძლიეროს და დაამუშაოს ხმა ისე, რომ დაახლოვოს ბუნებრივ ხმას.
  • MEMS მიკროფონები: ეს მიკროფონები მზადდება სილიკონის კრისტალისაგან, რაც უზრუნველჰყოფს მათ მდგრადობას ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებისადმი.
  • დრიფტი: როდესაც დირექციული მიკროფონის მგრძნობელობა არ ემთხვევა.

ქვემოთ მოცემულია დირექციული სისტემის მოკლე მიმოხილვა:

  • მარტივი ადაპტაციური დირექციული სპექტრი: დირექციული მიკროფონები გადაირთვება დადგენილ ადგილებზე, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ხმაურის ჩახშობის დონე, თუკი ხმაური არის გარეთ, ნულ რეგიონში.
  • სრულად ადაპტაციური დირექციული მიკროფონის სპექტრი: თითოეული სმენის აპარატი ქმნის რუკას პაციენტის გარშემო  არსებული ხმის ტიპისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.  შემომავალი ხმის ინფორმაციის საფუძველზე სმენის აპარატი პოულობს ხმის წყაროს და მუდმივად ამოძრავებს ნულს (შეგახსენებთ: მიკროფონის ნაკლებად მგრძნობიარე რეაგირება) ხმის მთავარი წყაროს მიმართულებით, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს გარშემო არსებულ ხმაურს მსმენელისათვის. ყველაზე მაგარი ისაა, რომ ნული შეიძლება იყოს პრაქტიკულად ყველგან, სადაც ხმაურია და არა მხოლოდ განსაზღვრულ ზონაში, როგორც მარტივი დირექციული სპექტრის შემთხვევაში.

ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი სრულად ადაპტაციური სმენითი სისტემის მიმართ არის ის, რომ მას ზოგჯერ შეუძლია ჩაახშოს ხმები, რომლის მოსმენაც სურთ ან სჭირდებათ ადამიანებს. Starkey-ის სმენის ტექნოლოგიების ახალი სისტემის საშუალებით, რომელიც ცნობილია როგორც გარჩევადობის დირექციულობაTM,  სმენის აპარატების პრიორიტეტია სამეტყველო სიგნალის გაძლიერება, მნიშვნელობა არა აქვს, საიდან მოდის სიგნალი, მოსაუბრის უკნიდან თუ გვერდიდან, ახდენს ნულით ხმების ჩახშობას, რომ მოხდეს მეტყველების გარჩევა. წარმოიდგინეთ სიტუაცია მანქანაში, როდესაც გსურთ უკან მჯდომი მგზავრის საუბრის მოსმენა.

ახლა თქვენ გაქვთ ცოტაოდენი ინფორმაცია ამ სახის სისტემებზე, მაგრამ იკითხავთ, როდის იჩენს თავს  დრიფტი? ტერმინთა ლექსიკონის თანახმად, დრიფტი ნიშნავს იმას, რომ მიკროფონები არ რეაგირებენ ისე, როგორც საჭიროა, ანუ არ არიან სინქრონიზებული. ეს პრობლემა ელექტრეტულ მიკროფონებში გვხვდება, რადგანაც თუნდაც ყველაზე კარგი ტექნოლოგიის კომპონენტები არის მგრძნობიარე ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, როდესაც მოწყობილობაში არის ერთზე მეტი მიკროფონი. ფაქტიურად, დირექციული მიკროფონის სისტემისაგან მიღებული სარგებელი, თუ ეს სისტემა იყენებს ელექტრეტულ მიკროფონებს, მცირდება დროთა განმავლობაში, რადგანაც მიკროფონები აღარაა სინქრონიზებული.

ჩვენი ახალი გარჩევადობის დირექციული სისტემა მინიმუმამდე ამცირებს დრიფტს მიკრო-ელექტრონულ-მექანიკური სისტემების ანუ MEMS-ის გამოყენებით. MEMS მიკროფონები მზადდება სილიკონის კრისტალისაგან, რომელიც უფრო მდგრადია  ტენიანობისა და  ტემპერატურის ცვლილების მიმართ, ვიდრე ელექტრეტული  მიკროფონები. ასე რომ, მიუხედავად  გარემო პირობებისა, ისინი სტაბილური და თანმიმდევრულია ნებისმიერ დროს. გარჩევადობის დირექციულობა ავტომატურად გადაირთვება დირექციულ რეჟიმზე, როდესაც ხმაურს აღმოაჩენს და სრულად ადაპტაციურია.

რატომ არის დირექციული აპარატი მნიშვნელოვანი?
დირექციულობა არის მნიშვნელოვანი საკითხი სმენის აპარატის მომხმარებელთათვის, რადგანაც შედეგი ხმაურიან სიტუაციებში შესანიშნავია. გაიხსენეთ ადგილები, სადაც გიყვართ წასვლა. სავარაუდოდ, ზოგიერთი მათგანი არის ხმაურიან გარემოში. მსგავს ადგილებში ყოფნა რთულია სმენადაქვეითებული ადამიანისათვის. ოპტიმალური სმენის აპარატის შერჩევა დაეხმარება ადამიანს დაუბრუნდეს თავის საქმიანობასა და საყვარელ ადამიანებს!

ავტორი: Kendra Klemme, 23 თებერვალი, 2015

მთარგმნელი: სალომე ხორავა

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.