შეხვედრა სმენის ტექნოლოგიების ექსპერტთან

Starkey Hearing Technologies სმენის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 1967 წელს შეიქმნა, მას შემდეგ კომპანიამ ინოვაციების წყალობით შეძლო ამ ინდუსტრიის საგრძნობლად განვითარება. Starkey Hearing Technologies სათავო ოფისი ამერიკაში, მინესოტას შტატში მდებარეობს. სწორედ სათავო ოფისიდან ჩამოსული სმენის ტექნოლოგიების ექსპერტი შეხვდა ჩვენს სმენის ცენტრში ქართველ მომხმარებლებს 15 და 16 მაისს. მსგავსი ტიპის ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა. შეხვედრები იყო ინდივიდუალური, ექსპერტი თავად გაეცნო თითოეული მათგანის მდგომარეობას და შეურჩია მათთვის მორგებული სმენის ტექნოლოგიები. დაინტერესებულ პირებს მიეცათ შესაძლებლობა ადგილზევე მოესინჯათ სმენის ტექნოლოგიები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. თითოეული შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. სმენის ცენტრს ყველა ასაკის ადამიანი ესტუმრა, მათ შორის ბავშვები. 17 მაისს კი გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც განხილული იყო ბევრი საინტერესო საკითხი და ის სასიამოვნო სიახლეები, რის დანერგვასაც Starkey Georgia სმენის ცენტრი გეგმავს.

Starkey Georgia სმენის ცენტრი ზრუნავს თქვენს სმენაზე.

  3 123

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.