ჯანსაღი სმენა მამაკაცებისთვის – 5 საკითხი სმენასთან დაკავშირებით

სმენის საკითხები და სმენის დაქვეითება სხვადასხვა გავლენას ახდენს ქალსა და მამაკაცზე. 15-21 ივნისი კაცების ჯანმრთელობის კვირაა, ამიტომაც ეს 5 საკითხი მამების საჩუქარი იქნება, თუ რა უნდა იცოდნენ სმენის შესახებ.

  • სმენის დაქვეითება კაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში.
  • დაქვეითებული სმენა ზრდის დეპრესიის რისკს 18-დან 69 წლამდე ადამიანებში.
  • ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებამ, როგორიცაა ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან აცეტამინოფენი, შეიძლება გაზარდოს სმენის დაქვეითების რისკი კაცებში. კვლევის თანახმად ახალგაზრდებში უფრო დიდია დაქვეითების რისკი, რომელსაც იწვევს ტკივილგამაყუჩებელი და სხვა მედიკამენტი.
  • Better Hearing Institute-ის მიხედვით უყურადღებოდ დატოვებულმა დაქვეითებულმა სმენამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პიროვნების ანაზღაურებაზე. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სმენის ტექნოლოგიებს არ ატარებენ და ყურადღებას არ აქცევენ დაქვეითებულ სმენას, $30,000-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ ყოველწლიურად. მათ კი, ვისაც მცირე დაქვეითება აქვთ და სმენის აპარატებს ატარებენ, შეამცირეს შემოსავლის შემცირების რისკი 90-დან 100%-მდე. ხოლო მათ, ვისაც საშაულო და მწვავე დაქვეითება აქვს და სმენის ტექნოლოგიებს ატარებენ, შეამცირეს ეს რისკი 65-დან 77 %-მდე.
  • დიაბეტის მქონე ადამიანებში ორჯერ უფრო ხშირია სმენის დაქვეითება.

სმენასთან დაკავშირებით ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია, რაც უნდა იცოდეთ. იზრუნეთ თქვენს სმენაზე, მოერიდეთ მაღალ ხმებს, ყოველწლიურად გადაიმოწმეთ სმენა და თვალყური ადევნეთ ჯანმრთელობის იმ საკითხებს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება.

Sarah Bricker, Starkey-ის ბლოგი, 11 ივნისი, 2015

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.