გადავწყვიტეთ, მასწავლებლებისთვის ცალკე სტატია დაგვეთმო. სმენის ცენტრში უკვე მერამდენედ გვიყვებიან მასწავლებლები, რომ მათ პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტეს, როგორც კი შეამჩნიეს, რომ სმენის დაქვეითება ხელს უშლიდათ მუშაობაში. მათ ხშირად უწევდათ, კითხვები დაესვათ მოსწავლეებისთვის, თხოვდნენ, გაემეორებინათ ნათქვამი, ხშირად ვარდებოდნენ უხერხულ მდგომარეობაში და არჩიეს, საერთოდ მიეტოვებინათ პედაგოგიური საქმიანობა.
ამ გადაწყვეტილებას ხშირად იღებენ პედაგოგები, რაც ძალიან სამწუხაროა. სმენის დაქვეითება ძალიან გახშირდა, თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს აღენიშნება დაქვეითებული სმენა, რაც გამოწვეულია არაჯანსაღი სასმენი გარემოს მიერ, ანუ მაღალი ხმებით, ასევე მედიკამენტებით, ყურის ინფექციებით და ა.შ.
კლასი ერთ-ერთი რთული სასმენი გარემოა სმენადაქვეითებული ადამიანისთვის, როგორც მოსწავლისთვის ისე პედაგოგისთვის. მანძილი არის დიდი და ხშირად ვერ ხერხდება მხედველობის გზით სმენის კომპენსირება. დაქვეითების ხშირ შემთხვევებში პიროვნებას უჭირს მაღალი სიხშირის ბგერების გაგება, რაც პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბავშვების მეტყველების გაგება უფრო რთულია, თუ პედაგოგს დაქვეითება აღენიშნება მაღალ სიხშირეებზე.
კარგი ამბავი ის არის, რომ თანამედროვე სმენის ტექნოლოგიების/აპარატების დახმარებით შესაძლებელია სმენითი ფუნქციის აღდგენა/გაუმჯობესება! პედაგოგები არ უნდა ტოვებდნენ სკოლებს, უნივერსიტეტებს იმის გამო, რომ სმენის პრობლემა აქვთ. რომელიმე პედაგოგი მიატოვებს საქმიანობას, თუ მას მხედველობის პრობლემა აქვს? რა თქმა უნდა, არა! სათვალე არის მისი მოგვარების გზა ისევე, როგორც სმენის ტექნოლოგიები სმენის პრობლემის მოგვარების გზა. სმენის ცენტრში უკვე მერამდენე პედაგოგმა დაიწყო სმენის ტექნოლოგიების მოხმარება და განაგრძობს წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას.
სმენის დაქვეითება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საქმიანობა შეწყვიტოს, განერიდოს საზოგადოებას და ცალკე ჩაიკეტოს. არსებობს მისი მოგვარების საოცარი საშუალებები. თანამედროვე და ხარისხიანი სმენის ტექნოლოგიები საოცრად განსხვავდებიან ძველი მოდელებისგან როგორც სიდიდით, დიზაინით, ასევე ხმის ხარისხით!
სმენის ცენტრი Starkey Georgia
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
T: 599 99 71 05
