რა ხანია, ზაფხულია, რაც ცხელ დღეებს გულისხმობს და გარეთ გატარებულ დიდ დროს! თუმცა მათთვის, ვინც სმენის ტექნოლოგიებს ატარებს, ზაფხული შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს.
სმენის აპარატები შეიძლება დააზიანოს სიცხემ და ნესტმა. ოფლი და წყალი სმენის აპარატების მტერია ზაფხულში. ტემპერატურის ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს კონდენსაცია და მოჭარბებული ოფლიანობა. ორივე მავნებელია სმენის აპარატებისთვის და შეიძლება შეაფერხოს მისი გამართულად მუშაობა.
დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხმის დამახინჯება ან შესუსტება, შეამციროს ელემენტების მოხმარების ხანგრძლივობა და გამოიწვიოს აპარატის არასათანადოდ ფუქნციონირება.
Starkey-ს სმენის აპარატები ზაფხულის პრობლემებს HydraShield®2-ით ებრძვის. ეს არის მცირე გარსი, რომელიც დამზადებულია ლოტუსის მცენარისგან, რომ დაიცვას იგი ნესტისგან. HydraShield®2 მოქმედებს ლოტუსის ფოთლის მსგავსად, ხელს უშლის სისველისა და მცირე ნაწილაკების (ოფლი, გოგირდი, მტვერი) მოხვედრას აპარატში და მიკროფონის ნაწილში.
თუმცა მიუხედავად HydraShield®2-ისა აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ზაფხულის თვეებში. აქ თავმოყრილია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეთ აპარატებს ზაფხულში.
- მოიხსენით აპარატები ვარჯიშის დროს, წვიმის დროს ან თუ ძალიან ცხელა.
- ღამით გახსენით ელემენტის ჩასადები, რომ გამოშრეს აპარატი.
- სმენის აპარატები დაცულ ყუთში შეინახეთ და მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, როცა არ ატარებთ.
- ნუ შეინახავთ აპარატებს ნესტიან ადგილას.
- მოიხსენით აპარატები დაბანამდე, ცურვამდე ან ნებისმიერი აქტივობის დროს, როდესაც შესაძლებელია წყლის მოხვედრა აპარატში.
- მზის სხივებისგან დამცავი კრემები შეიძლება შეიცავდეს ზეთს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს სმენის აპარატები. გამოიყენეთ ლოსიონები და სპრეი სმენის აპარატების გაკეთებამდე. დარწმუნდით, რომ ისინი სრულად შეიწოვა კანმა და გაშრა და შემდეგ გაიკეთეთ აპარატები.
ზაფხული სასიამოვნო უნდა იყოს და არა სტრესული. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დატკბით ხმებითა და მზის სხივებით. კიდევ გაქვთ კითხვები? დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ სმენის სპეციალისტს.
სტატიის ავტორი: Sarah Bricker