როგორ გააგებინოთ სხვებს თქვენი სმენის პრობლემის შესახებ

bl“ხმაურია აქ”

“რა ძლიერი ქარი უბერავს”

“ტელეფონში შენი ხმა წყდება.”

“იქნებ უფრო გარკვევით მესაუბრო?”

ამგვარად ბევრჯერ გაგვიმართლებია თავი და ყველამ ვიცით, რომ ამას კარგი არაფერი მოუტანია. იმის აღიარება, რომ თქვენ სმენა გაქვთ დაქვეითებული, შემაცბუნებელი არ უნდა იყოს. თუმცა ადამიანებს უჭირთ, გაუმხილონ სხვას, რომ მათ სმენის პრობლემა აქვთ. თქვენს ბოსს სხვანაირად ეტყოდით ამის შესახებ და თქვენს რჩეულს სხვანაირად. ასე რომ, ის, თუ ვის ეუბნები ამის შესახებ, რას ნიშნავს ეს ადამიანი შენთვის, განსაზღვრავს გამოხატვის ფორმას.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა უთხრათ სხვას თქვენი სმენის შესახებ და როგორ უნდა მიიღოთ მაქსიმალური ურთიერთობიდან.

ოჯახი და მეგობრები

ყველაზე რთულია აღიარება იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან თქვენთან. თუმცა ისინი პირველები შეამჩნევენ მას. ფაქტიურად თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები თქვენზე ადრე ამჩნევენ თქვენს სმენის დაქვეითებას. პრობლემას უფრო ის წარმოადგენს, რომ ისინი მოგიწოდებენ, მიხვიდეთ სპეციალისტთან და გაიკეთოთ სმენის აპარატები, რისთვისაც თქვენ არ ხართ მზად. თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ სმენის აპარატი, ან სულაც არა. მთავარი კი ის არის, რომ სწორედ თქვენ უნდა ატაროთ იგი და ისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. საბოლოო ჯამში კი თქვენ უნდა იყოთ ამისთვის მზად.

მშვიდად, ძალიან მშვიდად უთხარით მათ, რომ თქვენ სმენის პრობლემა გაქვთ, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, როდის მიმართოთ სმენის სპეციალისტს. თუ სმენის აპარატებისთვის ჯერ არ ხართ მზად, ურჩიეთ მათ, როგორ გესაუბრონ რომ გაგიადვილდეთ გაგონება. თუ მზად ხართ სმენის აპარატებისთვის, სთხოვეთ მათ გაგყვნენ სმენის სპეციალისტთან.  ეს ადამიანი დაგეხმარებათ თქვენ და სმენის სპეციალისტს, უკეთ განსაზღვროთ, თუ რა გავლენას ახდენს სმენის დაქვეითება თქვენი ცხოვრების სტილზე.

თქვენი პარტნიორი

როცა ურთიერთობა გაქვთ ძვირფას ადამიანთან, მნიშვნელობა არა აქვს, ეს ურთიერთობა ახალია თუ 30 წლის, სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე, გრძნობების გამოხატვაზე, სირთულეების მოგვარებასა და თუნდაც რომანტიკაზე. ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია, იყოთ გახსნილი და გულახდილი საყვარელ ადამიანთან. თუ თქვენს პარტნიორსაც სმენის პრობლემა აქვს, მაშინ უფრო მარტივი იქნება გამხელა და გაერთიანება საერთო სიძნელეებთან. თუ თქვენს პარტნიორს სმენა ნორმაში აქვს, უმჯობესია, რაც შეიძლება მალე გააგებინოთ მას თქვენი სმენის პრობლემის შესახებ.

წადით წყნარ რესტორანში, უყურეთ ფილმს სახლში ან თუნდაც პარკში გაისეირნეთ და აუხსენით თქვენს პარტნიორს, თუ რომელი ხმის გაგონება გიჭირთ, რა გარემოში გიჭირთ საუბრის გარჩევა, რა ტიპის ხმები და ხმაური გიშლით ხელს და როგორ შეუძლია მას დაგეხმაროთ, რომ გაგიადვილდეთ გაგონება. თავიდან შეიძლება შეგრცხვეთ, უთხრათ თქვენს პარტნიორს თქვენი სმენის პრობლემის შესახებ, მაგრამ როგორც კი ეტყვით, მას უკვე ეცოდინება რომ თქვენ გიჭირთ გაგონება და ნაკლები კონფლიქტი შეგექმნებათ, თუ სიტყვას ან ფრაზას გამოტოვებთ საუბრისას.

თანამშრომლები/ბოსი

თქვენ შესაძლოა უფრო მეტ დროს ატარებთ სამსახურში, ვიდრე სახლში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, თქვენმა თანამშრომლებმა და ბოსმა იცოდნენ თქვენი სმენის დაქვეითების შესახებ, რომ წარმატებულად გაართვათ მუშაობას თავი. გაიხმეთ თქვენი ბოსი 10-20 წუთით ან დაგეგმეთ ყავის შესვენება მასთან ერთად დილით. დარწმუნდით, რომ ის ყურადღებით გისმენთ და აუხსენით, რა გავლენას ახდენს თქვენი სმენის პრობლემა თქვენს სამსახურსა და საქმიანობაზე და როგორ შეუძლიათ სხვებს დაგეხმარონ.

  • აუხსენით, რომ თქვენთვის უმჯობესია, როცა შეხვედრაზე მოსაუბრე პირისპირ გესაუბრებათ ან ის ადამიანი, ვინც აჯერებეს შეხვედრის შედეგებს.
  • სთხოვეთ, რომ თქვენი მობილური იყოს თქვენი ოფისის ნომერი, რადგანაც უკაბელო სმენის აპარატების გამოყენების დროს მობილურიდან პირდაპირ შედის მოსაუბრის ხმა სმენის აპარატებში, რაც ოფისის ტელეფონზე ვერ ხერხდება.

თუ თქვენ გამოყოფთ დროს და ესაუბრებით ამ სირთულეების შესახებ თქვენ უფროსს და შესთავაზებთ მას გზებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ სირთულეების გადალახვა, თქვენ თავიდან აირიდებთ უსიამოვნებებს, მაგალითად, შესაძლოა, სრულად გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საკითხი შეხვედრაზე.

თქვენი თანამშრომლები მალევე მეგობრები ხდებიან, ამიტომაც, უმჯობესია, უთხრათ მათ ამის შესახებ, დაიწყებთ თუ არა მუშაობას. თქვენ გექნებათ ყოველდღიური ურთიერთობა, უნდა გქონდეთ ერთმანეთის ნდობა, რომ შეასრულოთ დავალებები და ძირითადი აქტივობები. აუხსენით მათ, როგორი ხმებისა და სიტყვების გაგება გიჭირთ და როგორ გარემოში გიჭირთ მეტყველების გარჩევა.

  • თხოვეთ მათ ელექტრონული ფოსტა გამოგიგზავნონ ან პირისპირ გესაუბრონ დარეკვამდე.
  • თუ მათ დაავიწყდებათ თქვენი სმენის პრობლემის შესახებ, ზრდილობიანად შეახსენეთ მათ, რომ თქვენთვის უფრო მარტივია გაგონება, როცა პირისპირ გესაუბრებიან

უცნობები

ეს ის ჯგუფია, ვისთვისაც სმენის დაქვეითებაზე საუბარი ან ძალიან ადვილია ან პირიქით ძალიან რთული.

თუკი ეს ადამიანი სამსახურთან დაკავშირებულია, მაშინათვე უთხარით მას თქვენი სმენის პრობლემის შესახებ, მითუმეტეს თუ მხოლოდ ერთხელ გეძლევათ მასთან პირისპირ ურთიერთობის შესაძლებლობა. თუ თქვენ გიჭირთ ამის გაკეთება, სთხოვეთ თქვენს უფროსს, გააგებინოს მას თქვენი სმენის დაქვეითების შესახებ და ურჩიოს, როგორ იურთიერთოს თქვენთან. ის შეიძლება იყოს კლიენტი ან აღმასრულებელი და რადგანაც თქვენ მათ ხშირად არ ხვდებით, მათი სიტყვების გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჯობია, გულახდილი იყოთ სმენის საკითხთან დაკავშირებით, რომ მერე გაგების სირთულეები არ გქონდეთ და არ იტანჯოთ, იმის გაგებაზე, თუ რას საუბრობენ ისინი.

თუ უცხო ადამიანს ბარში, წვეულებაში, სკოლაში ან სხვა ადგილას ხვდებით, რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული, ეტყვით თუ არა მას თქვენი სმენის შესახებ. შეიძლება არც იყოს თქვენთვის კომფორტული, გაუზიაროთ უცხო ადამიანს ეს. თუ ეს გრძნობა გაქვთ, ეს ნორმალურია. სთხოვეთ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს, დაგეხმაროთ. მათი დახმარებით, თქვენ არ გამოტოვებთ საუბარში რამეს და არც ახსნა-განმარტებები დაგჭირდებათ. თუ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ უთხრათ უცხო ადამიანს, რომ სმენის პრობლემა გაქვთ და შესაძლოა გაამეორებინოთ ნათქვამი, თუ რამეს გამოტოვებთ. ისინი შემოვლენ თქვენს მდგომარეობაში და დაგაფასებენ გულახდილობისთვის.

სმენის აპარატები გეხმარებათ უკეთ იურთიერთოთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებთან. ის არ არის სრულყოფილება და კარგი იქნება, თუ გულახდილები იქნებით. თუმცა სმენის აპარატები გეხმარებათ ბევრად უკეთესად გაიგონოთ წყნარ და ხმაურიან გარემოში, დააფიქსიროთ ხმები, რომელსაც მის გარეშე ვერ აფიქსირებთ და ბევრად სასიამოვნო სოციალური ცხოვრებით იცხოვროთ. თქვენ აღარ გიჭირთ, გაიგოთ საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ან ხმა.

ავტორი: სარა ბრიკერი, 21 აგვისტო, 2015, Starkey ბლოგი

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.