თუ გაინტერესებთ გზები, თუ როგორ მართოთ თქვენი ტინიტუსი (რა არის ტინიტუსი?) მკურნალობამდე და მკურნალობის დროს, აღმოაჩენთ, რომ ქვემოთ მოცემული 5 რჩევა შვებას მოგგვრით და დაგეხმარებათ, შეამციროთ მისი ემოციური გავლენა.
- ისწავლეთ, როგორ დაისვენოთ. ძალიან ხშირად ადამიანები ტინიტუსის გამო საგონებელში ვარდებიან, ემოციური დაძაბვის საფუძველზე კი მდგომარეობა უფრო უარესდება. ამიტომაც ყველაზე მთავარია, დამშვიდდეთ. დასვენების ბევრნაირი სავარჯიშო არსებობს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ წიგნებში, მოუსმინოთ CD-ს ან დაესწარით სპეციალურ კურსებს. ის დაგეხმარებათ, დაასვენოთ სხეული და გონება. ზოგიერთი ადამიანისთვის არომათერაპიას, მასაჟს, რეფლექსოლოგიას, იოგას და ასე შემდეგ ისეთივე დამამშვიდებელი შედეგი აქვს, როგორც დამამშვიდებელ გარემოში დასვენებას, სპეციალურ არომატულ გარემოში, შესაბამისი განათებითა და წყნარი მუსიკით.
- თავი აარიდეთ სიჩუმეს. გაზარდეთ ფონური ხმები სახლსა თუ თქვენს ოფისში, რომ ნაკლებად შეამჩნიოთ თქვენი ტინიტუსის ხმა. ეს შეიძლება იყოს დაბალ ხმაზე ჩართული ტელევიზორი, რადიო, მუსიკა ან ვენტილატორის, საათის ხმა, ან სულაც ღია ფანჯრიდან შემოსული ქუჩის ხმა. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმის გენერატორები, რომლებიც გამოსცემენ სპეციალურ ხმებს ან თეთრ ხმას იმ დონეზე, რომ გადაფაროს თქვენი ტინიტუსი. სრულ სიჩუმეში თქვენი ტვინი ცდილობს დააფიქსიროს ნებისმიერი ხმა, მათ შორის თქვენი ტინიტუსი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ სიჩუმეს, განსაკუთრებით როცა იძინებთ.
- ნუ გამოიყენებთ ყურის საცობებს. ყურის დამხშობი პირიქით ხელს უშლის გარე ხმის გაგონებას. გამოიყენეთ ისინი მხოლოდ მაშინ, როცა მაღალი ხმებია გარშემო, რომ დაიცვათ სმენა დაზიანებისგან. მათი ტარება დაახშობს გარეთა ხმებს, შექმნის წყნარ გარემოს და უფრო ხმამაღლა გაიგონებთ თქვენი ტინიტუსის ხმას. ამიტომაც, როგორც ზემოთ არის მოცემული, მოერიდეთ სიჩუმეს!
- იყავით აქტიურები. თქვენ საყვარელ საქმეში ჩართულობა და ჰობით დაკავება გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების დონეს, ნაკლებად იფიქრებთ ტინიტუსზე. იფიქრეთ ახალი ინტერესზე, განაახლეთ ძველი ჰობი ან სულაც დაეხმარეთ ტინიტუსის ჯგუფს.
- იყავით ჯანმრთელები. ძალიან მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა. თუ შეამჩნევთ, რომ კონკრეტული საკვები ან სასმელი აუარესებს ხმაურს ყურებში, შეწყვიტეთ მისი მიღება და ეძებეთ შემცვლელი. ეს შეიძლება ნიშნავდეს მცირე შესწორების შეტანას თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს ცვლილებები მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტინიტუსმა გავლენა არ მოახდინოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
წყარო: ტინიტუსის კლინიკა, დიდი ბრიტანეთი