Photo credit goes to Liliana Mihailovici
- “სმენის აპარატები? ღმერთმა დამიფაროს”
- “რას ამბობთ, ჩემს შვილს სმენის აპარატს როგორ გავუკეთებ, ეგ ხომ აშკარა ნაკლია”
- “როგორ გეკადრებათ, მხოლოდ ხანდახან ვამეორებინებ ადამიანებს, ყრუ კი არ ვარ”
- “ბავშვს სკოლაში აპარატს ვერ გავუკეთებ, კლასელები ხომ დასცინებენ?!”
ეს მხოლოდ რამდენიმე ფრაზაა. ალბათ გეცნოთ ან შეიძლება თქვენც იგივე რეაქცია გქონდეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ თურმე სმენის აპარატი გჭირდებათ. რატომ?
ადამიანები უფრო არიან მზად, გაიკეთონ სათვალე, ვიდრე სმენის აპარატი, როცა ამის აუცილებლობა დადგება.
- “რას ამბობთ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, რა დროს ჩემი სმენის აპარატებია”
- “კიდევ რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო, რომ აპარატის გაკეთება მიღირდეს”
რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, არც ახალგაზრდას და არც ხანდაზმულს აპარატის ტარება არ უნდა.
თუმცა ცუდი ის არის, რომ დაქვეითებული სმენის აღდგენა სამწუხაროდ ვერ ხერხდება. სმენა შეიძლება დაუქვეითდეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად ყოველ მეათე ადამიანს დაქვეითებული აქვს სმენა. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი მაღალი ხმაა. სწორედ ახალგაზრდებში ხმამაღლა მუსიკის მოსმენა იწვევს სმენის დაქვეითებას და ყოველ მეექვსე მოზარდს დაქვეითებული აქვს სმენა. დაქვეითებული სმენა, აღიარებს მას ადამიანი თუ არა, გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე სახლში, სამსახურში, სკოლაში თუ უნივერსიტეტში.
სმენის აპარატები კი ის დამხმარე საშუალებაა ამ ადამიანებისთვის, რომლითაც შესაძლებელია ყოველღიური ურთიერთობების გაუმჯობესება. ფაქტია, ადამიანებს ხელს უშლის სმენის დაქვეითება და სწორედ ამიტომაც მიმართავენ სმენის სპეციალისტებს, რომ მოაგვარონ ეს პრობლემა. მაშინ რატომ აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება სმენის აპარატების მიმართ? თითქოს მათ საშინელი განაჩენი გამოუტანეს, როცა უთხრეს, რომ სმენის აპარატები ჭირდებათ.
არსებობს შიში სმენის აპარატებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება იმას, თუ რა გვინახავს ან გაგვიგია სმენის აპარატების შესახებ. ჩვენ გვინახავს დიდი სმენის აპარატი, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრი ან მეზობელი/ნათესავი ატარებდა ან ატარებს. გარდა იმისა, რომ ეს აპარატი დამატებით ხმებს გამოცემს, რომელიც გარშემომყოფებს ესმით, ყველაზე თვალშისაცემი ფაქტი ის არის, რომ ამ ადამიანს აპარატების დახმარებითაც არ ესმის კარგად. ეს აპარატები ან არის უბრალო გამაძლიერებელი ან კიდევ საბაზისო მარტივი ციფრული სმენის აპარატი. თუ აპარატი ციფრულია, ეს იმთავითვე არ გულისხმობს, რომ ის ხარისხიანია. რა სხვაობაა საბაზისო ციფრულ და თანამედროვე ციფრულ მოდელებს შორის, ამას ცალკე სტატიაში გაგაცნობთ. სწორედ ამიტომაც ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აპარატების შეძენას აზრი არ აქვს, რადგანაც მისმა ნაცნობმა ვერ მოიხმარა და კარადაში შეინახა სმენის აპარატი.
ბოლო პერიოდში სმენის აპარატებში საოცარი წინსვლებია. ის დახვეწილია, როგორც ვიზუალური თვალსაზრისით (თითქმის შეუმჩნეველია), ასევე დატვირთულია უამრავი დაუჯერებელი ფუნქციით. ხმის ხარისხი, გარჩევადობა ხმაურში, აპარატებს შორის უკაბელო კავშირი, ბლუთუსის ფუნქცია, პირდაპირი პასუხი ტელეფონიდან, ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ფუნქციიდან, რაც თანამედროვე აპარატებს გააჩნიათ.
“მართალია, სმენის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ამ აპარატებს ისეთი ფუნქციები აქვს, შეიძლება, რომ მეც გავიკეთო?” – ბევრჯერ აღუნიშნავთ სმენის ცენტრში :). სმენის ტექნოლოგიების ექსპერტი, რომელიც ხშირად სტუმრობს ხოლმე ამერიკიდან სმენის ცენტრს თბილისში და რომელსაც სმენა ნორმაში აქვს, სავარჯიშო დარბაზში ხშირად ატარებს ხოლმე iPhone-თან თავსებად უკაბელო სმენის აპარატებს და მისი საშუალებით უსმენს მუსიკებს ვარჯიშის დროს. “ჩემთვის Halo აპარატები ბევრად კომფორტულია, ვიდრე i-Phone-თან კაბელებით დაკავშირებული ყურსასმენები. ყოველღიური სირბილის დროსაც სმენის აპარატები მიკეთია” – ამბობს ის და უკვირს, რატომ არის უხერხული მათი ტარება.
პრობლემა ან ნაკლი სმენის აპარატი კი არ არის, პრობლემა სმენის დაქვეითებაა, რომელიც ადვილად მოგვარებადია ხარისხიანი სმენის აპარატებით. დაძლიეთ სტერეოტიპები და გახდით ფუნქციური.
სმენის ცენტრი “Starkey Georgia”
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

რა ღირს სმენის ერთი ან წყვილი
აპარატი? (მინიმუმ–მაქსიმუმი_
LikeLike
ქალბატონო იზოლდა, დეტალების გასარკვევად დარეკეთ: 599 99 71 05. ფასები სხვადასხვაა სმენის დონისა და მომხმარებლის ცხოვრების სტილის მიხედვით
LikeLike
გთხოვთ მიპასუხოთ ფეისბუკზე ქართ^ულად ან რუსულად: რა ღირს სმენის ერთი ან წყვილი აპარატი. გასაგებია , რომ შემოწმება_ დიაგნოზი უფასოა, მაგრამ რატომ არ წერთ აპარატის ღირებულებას?
LikeLike
ქალბატონო იზოლდა, სმენის ცენტრში ტექნოლოგიების ფართო არჩევანია. როცა მობრძანდებით, სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები შეგირჩევენ და გასტესტად მოგარგებენ სმენის ტექნოლოგიებს, გაგაცნობენ ფასებსაც. ფასებზე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
LikeLike