გაუმჯობესებული სმენის ინსტიტუტი ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რა კავშირი არსებობს კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობასა და სმენის დაქვეითებას შორის. გაუმჯობესებული სმენის ინსტიტუტის რეკომენდაციით ყველა ადამიანმა 40 წელს ზემოთ პერიოდულად უნდა გადაიმოწმოს სმენა იმ გამოკვლევებთან ერთად, რომელსაც რეგულარულად იტარებს.
საკმაოდ დიდი კავშირი დადასტურდა გულის პრობლემებსა და სმენის დაქვეითებას შორის. Starkey Hearing Technologies ვიცე პრეზიდენტი აუდიოლოგიისა და პროფესიული ურთიერთობის დარგში, დოქტორ დეივ ფაბრი, ამბობს, რომ კარდიოლოგები ყურის პრობლემებს მიიჩნევენ გულის პრობლემების სანდო მაჩვენებლად ხანდაზმულებში.
“თუ თქვენ 65 წელზე მეტის ხართ და სმენა გიქვეითდებათ, არ ყოფილხართ ხმაურიან გარემოში და არც ოჯახში არავის ჰქონია სმენის პრობლემა, მაშინ ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ გაქვთ ჰიპერტენზია ან გულის პრობლემები” – ამბობს ფაბრი.
ფაბრი ამბობს, რომ ეს ნიშნები აისახება სისხლის მიმოქცევაზე შიგნითა ყურში. “ყურს ძალიან პატარა კაპილარები აქვს,” ამბობს ის. “თუ ვერ მოხდა სისხლის მიწოდება, ზიანდება ყური და შესაბამისად წარმოიქმნება სმენის პრობლემები. აუცილებლად უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირება ამ კავშირების შესახებ”.
რა თქმა უნდა, ჯანმრთელი ვენები და არტერიები დიდ როლს თამაშობს პიროვნების მთლიან ჯანმრთელობაზე. თუ სხეულის ეს ელემენტები მართებულად ფუნქციონირებს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სისხლი მიეწოდება თქვენს სხეულს, მათ შორის ყურს, შეფერხების გარეშე.
ეს ასევე იმის ნიშანია, რომ მოწევა ვნებს სმენას. მოწევა და სმენის პრობლემები დაკავშირებულია ერთმანეთთან, რადგანაც მოწევა იწვევს სისხლძარღვების დაზიანებასა და არტერიებში დაბრკოლებების შექმნას.
ისევე როგორც სმენის დაქვეითების კავშირი დეპრესიასთან, სოციალურ გაუცხოებასთან, დემენციასა და მახსოვრობის პრობლემებთან, კარდიოლოგიური ჯანმრთელობა და სმენის დაქვეითება კიდევ ერთი მტკიცებულებაა Starkey-ის ფილოსოფიისთვის “გაიგონე უკეთესად, იცხოვრე უკეთესად”. იმისი ცოდნა, თუ რა როლი აქვს ჯანსაღ სმენას პიროვნების მთლიან ჯანმრთელობაზე, დაეხმარება ადამიანებს სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზების უკეთ გაგებაში. ის შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, ბაქტერიამ, სიმსივნემ ან კონკრეტულმა მედიკამენტმა.
წყარო: Starkey ბლოგი, 29 სექტემბერი, 2015