ადამიანები სათვალეს გაიკეთებენ თუ არა, მაშინათვე სახეზეა შედეგი. სმენის აპარატების შემთხვევაში საჭიროა გარკვეული პერიოდი, სანამ მომხმარებელი სრულ სარგებელს მიიღებს. ზოგს ერთი ან ორი თვე ჭირდება, რომ მიეჩვიოს ახალ ხმებს. თავდაპირველად შეიძლება იმედიც გაგიცრუვდეთ, როცა ახალ ხმებს გაიგონებთ, ან გგონიათ, რომ ძველი ხმები მჭახედ ჟღერს, ძლიერად, რაც თქვენთვის უცხოა. როგორც კი გადაწყვეტთ, დაქვეითებული სმენიდან გადახვიდეთ სმენის აპარატებით მიღებულ ხმოვან სამყაროზე, თქვენ სხვანაირად გაიგონებთ ხმებს. რაც უფრო ხანგრძლივია დაქვეითება, ტვინი მით უფრო ეჩვევა ხმების არასწორად აღქმას. სმენის აპარატების მიჩვევის პერიოდიც ფაქტიურად არის ის დრო, როცა თქვენი ტვინი ხელახლა სწავლობს კონკრეტული ხმების გაგონებასა და აღქმას.
ასევე თავიდან შესაძლოა რთული გეჩვენოთ სმენის აპარატების ყოველ დღე ტარება. თქვენი ყური არ არის მიჩვეული უცხო სხეულს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ როგორც კი თქვენ სმენის აპარატებს მიეჩვევით, დადებითი შედეგი აისახება თქვენს შემოსავლებში, ურთიერთობებსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაში.
მისდიეთ შემდეგ ხუთ რჩევას, თუ როგორ უნდა გაიგონოთ უკეთესად სმენის აპარატების დახმარებით.
- ატარეთ ისინი ყოველთვის – აუცილებელია, ყოველ დღე ატაროთ სმენის აპარატები, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი ნებისმიერ სასმენ გარემოში. თუ თქვენს ტვინს მისცემთ შესაძლებლობას, რომ იფუნქციონიროს, აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ ყველა სასმენ გარემოში. სმენის აპარატების იშვიათი გამოყენება, ხელს უშლის ყურისა და ტვინის მართებულ კავშირს, ხმების აღქმა იქნება გართულებული, ხოლო სიტყვების გარჩევადობა ხმაურიან გარემოში უფრო პრობლემური.
- იყავით პოზიტიურად განწყობილი – თუ თქვენ პოზიტიურად განეწყობით, უფრო მეტს მიიღებთ სმენის აპარატებისგან. თუ მიჩვევა გაგიჭირდებათ, გახსოვდეთ, რომ მათ შეუძლიათ დაგიბრუნოთ ცხოვრების ხარისხი და ასევე გახსოვდეთ, რომ არაფერია სრულყოფილი და საჭიროა მიჩვევა.
- შეისწავლეთ თქვენი სმენის დაქვეითება – რაც უფრო მეტი გეცოდინებათ თქვენი შეზღუდვების შესახებ, მით უფრო მარტივად მოაგვარებთ მას. კვირაში ერთხელ გვესტუმრეთ ჩვენს ბლოგზე და მიიღეთ ინფორმაცია სმენის დაქვეითებაზე, სმენის აპარატებზე, მათ ფუნქციებზე, როგორგ გაწმინდოთ, მოიხმაროთ, შეეჩვიოთ და ა.შ. თქვენ შეძლებთ უფრო მალე და მარტივად შეეჩვიოთ სმენის აპარატებს.
- გქონდეთ რეალური მოლოდინი – სმენის დაქვეითება არ ინკურნება. სმენის აპარატები ნამდვილად გეხმარებათ, მიიღოთ ის ხმები, რაც აპარატების გარეშე არ გესმით. 100%-იანი კორექცია არ არსებობს. გქონდეთ რეალური მოლოდინი, თქვენ გაგიუმჯობესდებათ სმენა პირისპირ საუბრებში, გაიგონებთ უკეთესად ხმაურიან გარემოში.
- იქონიეთ მოთმინება – როგორც ველოსიპედის ტარებისას, სმენის აპარატებსაც დრო სჭირდება, რომ კარგად დაეუფლოთ. მაგრამ როგორც კი დაეუფლებით, სმენის აპარატები გახდება ბუნებრივი და განუყოფელი.
დაიწყეთ ახლავე
თუ თქვენ ხართ მზად, იყოთ ერთერთი ადამიანების იმ 90%-იდან, რომლებიც ამბობენ, რომ სმენის აპარატებმა გააუმჯობესა მათი ცხოვრების ხარისხი, მაშინ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე სმენის ცენტრში: 599 99 71 05; 598 25 81 56
სტატია მომზადებულია Starkey ბლოგის სტატიის მიხედვით, 2015 წლის 4 ნოემბერი.
წავიკითხე და ეს ყველაფერი კარგი დიდი მადფლობა ჩვენზე რომ ზრუნავთ მაგრამ რამდენი ხანია თქვენთ მსურს მოსვლა მაგრამ, სმენის აპარატი ჩვენთვის ხელმისაწდომი არ არის. მიკეთია უბრალო დავიტანჯე არა სრულ ფასოვანია ჩემი სიცოცხლე ახლა შეძლებთ ჩემს დახმარებას.
LikeLike