რატომ არის უმჯობესი დროულად მიხედოთ სმენის დაქვეითებას?

რატომ არის უმჯობესი დროულად მიხედოთ სმენის დაქვეითებას?Address Hearing Loss Sooner than Later Photo

სმენის დაქვეითების დროულ გამოვლენასა და მოგვარებას დიდი სარგებელი მოაქვს. ადრეული ჩარევა ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასა და სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც არ უნდა გადავდოთ სმენის შემოწმება და შემდეგ მოგვარება, არის შემდეგი: ჩვენ “გვესმის” ტვინით და არა ყურებით. სმენის დაქვეითების დროს, როდესაც ტვინი კვლავ იღებს ბგერას ის ახდენს მის ხელახალ ორგანიზებას.

საბედნიეროდ, ბევრ ადამიანს სმენის ტექნოლოგიები ეხმარება, რომ ტვინმა მიიღოს სათანადო სტიმულაცია, რომ მოახდინოს დაკავშირების ნორმალური ორგანიზება “ხმის ცენტრში” ისე, რომ ჰქონდეს უეცარი რეაგირება ხმაზე, რომელიც აქამდე არ ესმოდა და შეძლოს მისი კოგნიტური დამუშავება.

ფაქტიურად, ადამიანთა უმრავლესობა დიდ შედეგს იღებს სმენის ტექნოლოგიების დახმარებით. ტექნოლოგიების დრამატულმა განვითარებამ მთლიანად შეცვალა სმენის ტექნოლოგიები ბოლო წლებში. ახლა ისინი ბევრად ეფექტური, კომფორტული და ადვილი მოსახმარია. ასე რომ, როგორც კი დაადგენთ, რომ სმენა დაქვეითდა და მოირგებთ სპეციალისტის მიერ აწყობილ სმენის ტექნოლოგიებს, მაშინათვე მიიღებთ გაუმჯობესებული სმენის სახით შედეგს.

დროული მოგვარების პოზიტიური შედეგები ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე

წლებია ექსპერტები საუბრობენ სმენის დაქვეითების დროული მოგვარების პოზიტიურ შედეგებზე პიროვნების ცხოვრების ხარისხზე. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სმენის ტექნოლოგიებს ატარებენ, უფრო კარგად გებულობენ სხვადასხვა სასმენ გარემოში, იუმჯობესებენ ურთიერთობას სახლში და სამსახურში, სოციალურ ცხოვრებაში და ზოგადად შეუძლიათ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია. ბევრიც ამბობს, რომ ბევრად უკეთ გრძნობენ თავს, მათი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ახლახანს კვლევებით დადგინდა სერიოზული კავშირები სმენის დაქვეითებასა და ჯანმრთელობის საკითხებს შორის, როგორიცაა კოგნიცია, დემენცია, დეპრესია, დაცემა, ჰოსპიტალიზაცია, სიკვდილიანობა და ზოგადი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა.

უკეთ რომ გავერკვეთ, რატომ არის საჭირო სმენის დაქვეითების დროული მოგვარება, გაეცანით ბოლო კვლევებს სმენის დაქვეითებასა და ჯანმრთელობის 7 საკითხთან მიმართებაში:

  1. კოგნიცია: ბრანდეის უნივერსიტეტში ნეირომეცნიერების პროფესორი, დოქტორ ართურ უინგფილდი, შეისწავლის კოგნიტურ ასაკს და კავშირს მახსოვრობასა და სმენის უნარს შორის. უყურადღებოდ დატოვებული დაქვეითებული სმენა პიროვნებას არა მხოლოდ ბგერის აღქმაში უშლის ხელს, ის ასევე გავლენას ახდენს მის კოგნიტურ ფუნქციაზე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის ხელს უშლის პიროვნებას დაამუშავოს მიღებული სიგნალი, რომ მიანიჭოს სიტყვას მნიშვნელობა. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში უინგფილდმა და სხვა თანამკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულებმა, რომელთაც მცირე ან საშუალო დაქვეითება ჰქონდათ, უფრო ცუდი შედეგი მიიღეს კოგნიტური ტესტების ამოხსნისას, ვიდრე იგივე ასაკის ადამიანებმა კარგი სმენადობით. უინგფილდი მიიჩნევს, რომ ინდივიდის სმენის დონე დიდ გავლენას ახდენს კოგნიტური ფუნქციის მრავალ ასპექტზე. მცირე სმენის დაქვეითების შემთხვევაშიც კი, თუ პიროვნება არ მოიხმარს სმენის აპარატს, საგრძნობლად იზრდება კოგნიტური დატვირთვა. ისეთი დაძაბვა გჭირდება, რომ გაიგონო და გაიგო საუბარი, რომ აღარ გრჩება სათანადო რესურსი, დაიმახსოვრო გაგონილი.
  2. დემენციის რისკი: ჯონს ჰოპკინსსა და ასაკის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში სმენადაქვეითებულ ხანდაზმულებში უფრო ხშირია დემენციის განვითარება, ვიდრე სმენიან ხანდაზმულებში. ისევ ჯონს ჰოპკინსში სმენის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ სმენადაქვეითებულ ხანდაზმულებში უფრო ვითარდება ფიქრისა და მახსოვრობის პრობლემა, ვიდრე სმენიანებში.
  3. ტვინის შეკუმშვა: ჯონს ჰოპკინსისა და ხანდაზმულობის ეროვნულ ინსტიტუტში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტვინი დროთა განმავლობაში უფრო პატარავდება. ტვინის დაპატარავება უფრო ხშირია ხანდაზმულებში, რომელთაც სმენის დაქვეითება აქვთ. დოქტორმა ართურ უინგფილდმა, რომელიც არის ბრანდეის უნივერსიტეტის პროფესორი ნეირომეცნიერებაში, კვლევა ჩაატარა სხვა კოლეგებთან ერთად ფენსილვანიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან სენთ ლუისში. დაკვირვებისას მან გამოიყენა MRI (მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა), რომ უკეთ შეესწავლა სმენის დაქვეითების ეფექტი ტვინის ფუნქციონირებასა და სტრუქტურაზე. კვლევამ აჩვენა განსხვავება სმენადაქვეითებული ადამიანის აუდიტორულ ტვინის ქერქზე, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების დამუშავებაზე. უინგფილდი და თანამკვლევარები ვარაუდობენ, რომ სენსორული სტიმულაცია შემცირებულია სმენის დაქვეითების გამო და შედეგად ტვინი ახდენს ფუნქციების რეორგანიზაციას.
  4. დაცემის რისკი: ჯონს ჰოპკინსის კვლევამ ასევე აჩვენა რომ 40-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომელთაც თუნდაც მხოლოდ მცირე სმენის დაქვეითება აქვთ, სამჯერ უფრო ხშირია დაცემის ფაქტები. მოუგვარებელი სმენის დაქვეითების დროს ადამიანები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ მოსმენის დროს. შესაბამისად წონასწორობაზე ნაკლები კოგნიტური რესურსი მოდის, ამბობენ ექსპერტები.
  5. გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია: ჯონს ჰოპკინსის კვლევის თანახმად 32%-ით მეტი შემთხვევაა იმ ხანდაზმული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის, რომელთაც სმენის პრობლემა აქვთ. ასევე სმენადაქვეითებულ ხანდაზმულებში 36%ით მეტია გახანგრძლივებული ავადმყოფობა (ხანდახან 10 დღეზე მეტი).
  6. სიკვდილიანობა: ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი კვლევით გამოვლინდა, რომ სმენის დაქვეითება დაკავშირებულია ხანდაზმულების სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული მიზეზით. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც სმენის აპარატებს ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხანდაზმულები იყვნენ და უფრო მწვავე სმენის დაქვეითება ჰქონდათ, ბევრად ნაკლები იყო სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ სმენა, მაგრამ სმენის აპარატებს არ მოიხმარენ.
  7. დეპრესია: რამდენიმე კვლევამ აჩვენა კავშირი სმენის დაქვეითებასა და დეპრესიას შორის. ჯონს ჰოპკინსის კვლევის თანახმად სმენადაქვეითებულ ხანდაზმულებში 57%-ით ხშირია ღრმა სტრესი, დეპრესია ან უხასიათობა, ვიდრე მათ თანატოლებში, რომელთაც სმენა ნორმაში აქვთ. მეორე კვლევის თანახმად ნებისმიერ ასაკში გაზრდილია დეპრესიის რისკი სმენადაქვეითებულ ადამიანებში, თუმცა უფრო გამოკვეთილია 18-დან 69 წლამდე. იტალიაში კვლევა ჩატარდა 35-დან 55 წლამდე მოზრდილებში, რომელთაც მსუბუქი და საშუალო ასაკობრივი სმენის დაქვეითება ჰქონდათ. დადგინდა, რომ ისინი უფრო არიან მიდრეკილი დეპრესიისკენ, შფოთვასა და ინტერპერსონალური მგრძნობელობისკენ, ვიდრე ნორმალური სმენის მქონე ადამიანები

წყარო: გაუმჯობესებული სმენის ინსტიტუტი

3 comments

  1. უცნობი's avatar

    Like

  2. უცნობი's avatar

    ძალიან მომეწონა ეს სტატია.
    ვარ 67 წლის მესმის მაგრამ ვერ ვუსმენ
    ყველა ბგერას, პენსიონერი ვარ შეღავათ
    თუ არის და რა ღირს აპარატურა, მომსახურება

    Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.