წუილი, შუილი, გაბმული ზარი გესმით ყურებში, სიწყნარეში როცა ხართ?
ეს სიმპტომი ტინიტუსია, რომელმაც შეიძლება იმდენად გართულებული სახე მიიღოს, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ადამიანი!
თითქმის ყოველი მეექვსე ადამიანი იტანჯება ტინიტუსისგან…
ტინიტუსი არ ინკურნება…
რა იწვევს ტინიტუსს?
ხშირ შემთხვევებში მაღალი ხმა!!! თუნდაც ერთი გასროლა, ერთი კონცერტი…
ტინიტუსის პრევენცია შესაძლებელია!
მოერიდე მაღალ ხმას! გამოიყენე ხმაურისგან დამცავები!
…
2016 წელს 8-14 თებერვალი დაეთმობა ტინიტუსის (ხმაური ყურებში) შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის კვირეულს. 2016 წლის კვირეული ისევე როგორც 2015 წელს ძირითადად მოიცავს საინფორმაციო აქტივობებს სოციალურ ქსელში.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ტინიტუსისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. საზოგადოების ინფორმირებულობით შესაძლებელი გახდება ტინიტუსისა და სმენის დაქვეითების თავიდან არიდება. ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ტინიტუსისგან იტანჯებიან.
შენ შეგიძლია შეცვალო! შეიტანე შენი წვლილი და მონაწილეობა მიიღე აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიაში:
• დაპატიჟე შენი მეგობრები ამ ონლაინ ღონისძიებაზე (https://www.facebook.com/events/324127164377727/)
• გააზიარე კვირეულის მანძილზე გამოქვეყნებული საინფორმაციო პოსტები,
• გახდი მოხალისე: კვირეულის ფარგლებში შენ შეგიძლია აქტიურად ჩაერთო მცირე ჯგუფების შეხვედრებში და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარო შენი გამოცდილება, ასევე მიიღო მათგან ინფორმაცია.
კვირეულის მანძილზე ჩვენს ბლოგზე (https://hearingingeorgia.wordpress.com/) ყოველ დღე დაიდება საინფორმაციო ხასიათის სტატია მხოლოდ ტინიტუსის თემაზე. სტატიების წაკითხვა შეგეძლებათ ასევე ამ ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე (https://www.facebook.com/events/324127164377727/). გარდა ამისა თქვენ გელით სხვა საგანმანათლებლო სიახლეები. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტინიტუსის დახურულ ჯგუფს www.facebook.com/groups/1597265273821428/, დასვათ კითხვები და გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება სხვებს.
რა არის ტინიტუსი? იხილეთ სტატია ბლოგზე: http://bit.ly/რაარისტინიტუსი
მაღალი ხმა იწვევს სამუდამო სმენის დაქვეითებასა და დამატებით ტინიტუსს. დაუწიეთ ხმას! მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს! გაიკეთეთ ხმაურისგან დამცავები! როცა შეამჩნევთ, რომ თქვენი ყური „ახმაურდა“ ან აღარ გესმით ისე, როგორც ადრე, უკვე გვიანი იქნება!
როგორ იზომება ხმის სიმაღლე? ხმის დონე გამოიხატება დეციბელებში. დეტალებისთვის იხილეთ სტატია ბლოგზე: http://bit.ly/დეციბელი
არსებობს თუ არა მაქსიმალური ხმის შეზღუდვის რეგულაცია? ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს რეგულაცია, სადაც ზღვარი პერსონალური პლეერებისა და მობილურებისთვის განისაზღვრება 85 დეციბელით, თუმცა მისი გაზრდა შესაძლებელია 100 დეციბელამდე. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი ცდილობს, უფრო გაამკაცროს ხმის ლიმიტის შეზღუდვა. დაწვრილებით იხილეთ სტატია ბლოგზე:http://bit.ly/რეგულაცია
საინფორმაციო კამპანია ორგანიზებულია სმენის ცენტრის მიერ.