ტინიტუსის (ყურებში ხმაურის) მკურნალობის ჩემი მეთოდი მაქვს

share-your-tinnitus-storyტინიტუსი როდის დამეწყო, ზუსტად არ მახსოვს. ბავშვობიდან მქონდა ყურებზე პრობლემები, ტკივილები და ასე შემდეგ. მესმის შუილი. ყველაზე მეტად მაშინ მაწუხებს, როდესაც რამეზე ვნერვიულობ ან განვიცდი, ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ.

ხელს მიშლისო, ვერ ვიტყვი,  ალბათ მივეჩვიე. არც მახსოვს ხოლმე, ისე გადის თვეები. არც ვთვლი, რომ მაწუხებს, იცით? ამისდა მიუხედავად არ მაწუხებს და არანაირად ხელს არ მიშლის არაფერში. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხანდახან როდესაც ხმაური შემცირებულია ან საერთოდ არ მესმის, იმდენად ვარ მიჩვეული, ეგ უფრო მეუცნაურება ხოლმე 🙂

ბავშვობაში მთელი საქართველო მომატარეს ოჯახის წევრებმა. ბავშვობაში მივხვდი, რომ ხმაური მხოლოდ მე მესმოდა. მახსოვს, ვეკითხებოდი ხოლმე მშობლებს, ჩემს დას, მეგობრებს, ყურებში შუილი ესმოდათ თუ არა და მათი პასუხი ზოგჯერ დადებითი იყო ზოგჯერ უარყოფითი. შემდეგ კი როდესაც გავაცნობიერე რა და როგორ, მივხვდი, რომ ისინი დროებით ხმაურზე მაძლევდნენ ხოლმე დადებით პასუხს, მე კი ტინიტუსი მქონდა…

თუმცა ეხლა უკეთ ვარ. შეიძლება შევეჩვიე კიდეც, ასე რომ… მკურნალობის ჩემი მეთოდი მაქვს 😀 მე შემიძლია ვარეგულირო ხოლმე და ძალიან კარგადაც გამომდის. ტინიტუსის ჯგუფი იმაში მეხმარება, რომ ვნახე ხალხი, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ და არ ვთვლი თავს ერთადერთად, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. ასე რომ ❤

რენე რჩეულიშვილი, ბორჯომი


გინდათ, გაგვიზიაროთ თქვენი ისტორია? შეავსეთ კითხვარი და გამოგვიგზავნეთ იმეილზე: starkeytbilisi@gmail.com

• სახელი, ასაკი, ქალაქი
• როდის დაგეწყოთ ტინიტუსი, როგორ ან რატომ დაიწყო იგი?
• რა ტიპის ხმა გესმით?
• როდის გაწუხებთ ყველაზე მეტად და როდის ყველაზე ნაკლებად?
• როგორ უმკლავდებით მას?
• გიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სახლში, სამსახურში?
• ვის მიმართეთ სამკურნალოდ, რა შემოგთავაზეს და მოგცათ თუ არა მკურნალობის რომელიმე მეთოდმა შედეგი?
• რაში გეხმარებათ ტინიტუსის ჯგუფი?

One comment

  1. Gurami's avatar

    Maqvs kurebshi. Wuilis xma gadavige audiometia mitxres sensonervatuli msubuqi dargveva raunda vqna ro gamicherdes an rogor moviqce meshinia sxva rame arikos

    Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.