დაქვეითებული გაქვს სმენა? მაგრამ არ გინდა სმენის ტექნოლოგიების ტარება? თანამედროვე აპარატები არა მხოლოდ ვიზუალურად განსხვავდება ძველი მოდელებისგან, მათ ბევრი საოცარი ფუნქციაც აქვთ.
- შენ შეძლებ კვლავ გაიგონო: სმენის დაქვეითების მოგვარება შესაძლებელია სმენის ტენოლოგიებით.
- შენი მეუღლე ამოისუნთქავს: მას აღარ დაჭირდება თარჯიმანი.
- შვილიშვილები აღარ შემოგხედავენ ეჭვიანი თვალებით
- კვლავ შეძლებ, დატკბე მუსიკით: Muse სმენის ტექნოლოგიები პირველი გამოგონებაა, რომელიც სწორედ მუსიკის სწორად აღქმისთვის არის შექმნილი.

- შეძლებ უყურო ტელევიზორს ჩვეულებრივ ხმაზე: Starkey-ის უკაბელო ტექნოლოგიებით შესაძლებელია პირდაპირ აპარატებში შემოვიდეს ხმა და თავად აკონტროლო მისი სიმაღლე.
- მეგობრებისა და ოჯახის წევრების თვალში შენ იქნები ძლიერი პიროვნება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თავად და აგვარებს სმენის პრობლემას.
- იქნები უფრო თავდაჯერებებული: როდესაც უკეთ გაიგონებ, ბევრად უფრო თავდაჯერებული იქნები რესტორნებში, სამსახურში, სოციალურ თუ საჯარო შეკრებებზე.
- გაიუმჯობესებ მდგომარეობას სამსახურში: კვლევების თანახმად, ადამიანები, რომელთაც მოგვარებული აქვთ სმენის დაქვეითება, უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი, რომელთაც უყურადღებოდ აქვთ დატოვებული სმენის პრობლემა.

- უცბად არ დაიღლები: რაც უფრო რთულია მოსმენა, მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს შენი ტვინი და მალე იღლები. სმენის ტექნოლოგიები ამას მოგიგვარებს.
- კვლავ მოგინდება ხმაურიან ადგილებში სიარული: ხმაურიანი ადგილები ყველაზე დიდი გამოწვევაა სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის. თანამედროვე აპარატები დაგეხმარება! მათი საშუალებით შესაძლებელია მეტყველების გამოყოფა და ხმაურიანი ფონის შემცირება.
- ტვინი მადლობას გეტყვის: ტვინი კუნთივითაა და ხმის დამუშავებაც მისი საყვარელი ვარჯიშია. როდესაც ტვინს ხმა არ მიეწოდება, შეიძლება განვითარდეს ატროფია.
- შეამცირებ უხერხულ მომენტებს: შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე, თუ არასწორად გაიგონებ ინფორმაციას ან შეუსაბამოდ უპასუხებ, ან საერთოდ არ უპასუხებ.
- უსაფრთხოების მდგომარეობას გაიუმჯობესებ: ნაკლები შანსია, რომ გამოტოვო გამაფრთხილებელი სიგნალები, მნიშვნელოვანი ინსტრუქციები ან როცა საშველად გიხმობს ვინმე.

- უკვე ვახსენეთ, რომ შენი მეუღლე ამოისუნთქავს? არა მხოლოდ ის, შენი მეგობრები და ოჯახის სხვა წევრებიც. მათ არ მოუწევთ ხშირად გამეორები, ხმამაღლა საუბარი ან ტელევიზორის მაღალი ხმის ატანა.
თუ შენ მილიონობით ადამიანიდან ერთ-ერთი ხარ, რომელსაც ჯერ არ მიუმართავს სპეციალისტისთვის სმენის პრობლემის მოსაგვარებლად, მაშინ იცოდე, რომ ძალიან ბევრ რამეზე ამბობ უარს. დააწკაპუნე ქვემოთ, შეიმოწმე სმენა და მოსინჯე შენს სმენაზე მორგებული სმენის ტექნოლოგიები. დასაკარგი არაფერი გაქვს, შენს ხელშია, დაიბრუნო ხმოვანი სამყარო.
წყარო: Starkey ბლოგი, ჩარლზ ჰენენი, 4 აპრილი, 2016