როგორ შევარჩიოთ სმენის ტექნოლოგიები / აპარატები

article-1ძალიან რთულია სმენის ტექნოლოგიების შერჩევა, რადგანაც ბევრი მწარმოებელი არსებობს სმენის ტექნოლოგიების უამრავი სახეობით, ფორმითა და ფუნქციებით.

რა უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ სმენის ტექნოლოგიების შერჩევისას. ქვემოთ მოცემულია 5 საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა ჰკითხოთ თქვენს სმენის სპეციალისტს.

(1) დირექციულობა

თქვენს სმენის ტექნოლოგიებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დირექციული მიკროფონების სისტემა. დირექციულობა გულისხმობს სმენის აპარატების მიერ თქვენს გარშემო კონკრეტულ ხმაზე ყურადღების გამახვილებას/ფოკუსირებას. ხშირ შემთხვევაში ეს ხმა მოდის მოსაუბრისგან. დირექციულობა არის ერთადერთი გზა, რომ ხმაურიან გარემოში მეტყველების გაგება გაუმჯობესდეს. მარტივად რომ ვთქვათ, კარგი დირექციული სისტემა დაგეხმარებათ უფრო სუფთად გაგონებაში.

დირექციული სისტემის რამდენიმე სახე არსებობს: მორგებადი, ფიქსირებული და დინამიური. მორგებადი დირექციული სისტემა ადგენს, საიდან მოდის ადამიანების ხმა და ახდენს მასზე ფოკუსირებას. ფიქსირებული დინამიური სისტემა კონკრეტულ მიმართულებაზე ქმნის ფოკუსს, ხშირ შემთხვევაში თქვენს წინა არეალზე. დინამიური დირექციული სისტემის დროს კი თქვენს გარშემო სმენა ავტომატურად გადადის ფიქსირებულ სმენაზე. გატესტვის დროს მიაქციეთ ყურადღება, როგორ იჭერს სმენის აპარატი ხმებს და ჰკითხეთ სმენის სპეციალისტს, რომელი სისტემაა დაყენებული, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

სავარაუდო კითხვები:

  • თავად უნდა შევცვალო დირექციულობა თუ ავტომატურად შეიცვლება?
  • მოსაუბრისკენ უნდა გავტრიალდე, როცა საუბრობს, თუ სხვა მხრიდანაც შევძლებ გაგონებას?

article-2

(2) ხმაურის შემცირება

თანამედროვე ტექნოლოგიების უმეტესობას აქვს გარკვეული ტიპის ხმაურის ჩახშობის ალგორითმი. საუკეთესო ალგორითმით შესაძლებელია მეტყველების ხმაურიდან გამოყოფა. ხმაურის დონე კლებულობს, მეტყველება კი უფრო მკაფიოდ ისმის. ხმის ჩახშობის ეფექტურობა განსხვავებულია სმენის ტექნოლოგიებში.

სავარაუდო კითხვები:

  • როგორ ამუშავებს ხმაურს ჩემი სმენის ტექნოლოგიები?
  • სმენის ტექნოლოგიები მხოლოდ ხმაურის ხმის სიმაღლეს ახშობს თუ ისეთი ჭკვიანია, რომ მხოლოდ ხმაურს ახშობს და საუბარს არა?
  • რამდენად სწრაფად რეაგირებს ჩემი ტექნოლოგიები გარემოს ხმაურზე?
  • ჩემი სმენის ტექნოლოგიები სხვადასხვა ხმაურს განსხვავებულად ამუშავებს? მაგალითად: ქარი, მანქანა, ფონური ხმაური.

(3) სმენის ტექნოლოგიების ტიპები

სმენის ტექნოლოგიები განსხვავებული ფორმისა და ტიპის შეიძლება იყოს. ზოგი ყურსუკანაა, თუმცა სპიკერი ყურშია შიგნით. ამ ტიპის აპარატებს მიმღები არხში (RIC) ეწოდება. ზოგიც ასევე ყურსუკანაა და პატარა მილით აწვდის ხმას ყურს (BTE). ზოგიც შიგ ყურშია მოთავსებული (IIC/CIC/ITE). რომელი ტიპის აპარტი გჭირდებათ თქვენ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის კომფორტზე, სმენის დაქვეითების დონეზე ან სულაც პიროვნების გემოვნებაზე.

სავარაუდო კითხვები:

  • ჩემს სმენაზე რომელი ტიპის ტექნოლოგიებს მირჩევთ?
  • უფრო პატარა შემიძლია შევიძინო?
  • ამ ტიპის აპარატზე ელემენტები რამდენ ხანს ძლებს?
  • სმენის ტექნოლოგიების ტიპების მიხედვით მათი მოვლა განსხვავებულია? (იხილეთ: სმენის ტექნოლოგიების ტიპები)

(4) უკაბელო კავშირები

ჩვენ ვცხოვრობთ დაკავშირებულ სამყაროში! ტელევიზორები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები მით უფრო ვითარდება. დღეს სმენის ტექნოლოგიებით შესაძლებელია Bluetooth™-ით ყოველდღიურ ხელსაწყოებთან დაკავშირება. ზოგიერთ სმენის ტექნოლოგიებში კი ცვლილების შეტანა სმარტფონითაც შეგიძლიათ, მაგალითად ხმის შეცვლა, პროგრამის შეცვლა, ისე რომ აღარ გჭირდებათ აპარატებს შეეხოთ.

სავარაუდო კითხვები:

  • iPhone/Android-ის ტელეფონი მაქვს და რომელ სმენის ტექნოლოგიებს მირჩევთ?
  • ისეთი აპარატები გაქვთ, რომელიც ჩემს ტელეფონს დაუკავშირდება პირდაპირ?
  • რამე უნდა მეკეთოს კისრის გარშემო, რომ ტელეფონი სმენის აპარატს დავუკავშირო თუ პირდაპირ ხდება დაკავშირება?
  • ტელევიზორის მოსასმენად შემიძლია სმენის ტექნოლოგიების გამოყენება? როგორ ხმებს მომაწვდის აპარატები მუსიკის მოსმენის დროს?

article-3

(5) სმენის ტექნოლოგიების დამატებითი ხმა ანუ სტვენა

თუნდაც მცირე დაქვეითების მქონე ადამიანებიც უჩიოდნენ აპარატის დამატებით ხმებს. რატომ წუის აპარატი? აი, ვთქვათ მიკროფონი ახლოს რომ მიიტანოთ სპიკერთან, ხომ გაიგონებთ ხმამაღალ სტვენას/ზუზუნს. თანამედროვე აპარატებს სტვენის კონტროლის რეჟიმი აქვს, თუმცა ზოგ აპარატს ბევრად უკეთესი. ამიტომაც შეარჩიეთ აპარატი, რომელსაც სტვენის კონტროლის კარგი რეჟიმი აქვს, აპარატების მოხმარება ბევრად კომფორტული იქნება თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებიც ნაკლებად შეამჩნევენ მათ.

სავარაუდო კითხვები:

  • რომელ მწარმოებელს აქვს დამატებითი ხმების კონტროლის კარგი რეჟიმი?
  • დარწმუნებული ხართ, რომ ამ ტექნოლოგიებს დამატებითი ხმები არ ექნება?
  • თუ ჩემი სმენა გაუარესდება, ეს ტექნოლოგიები დამაკმაყოფილებს? და ექნება თუ არა სტვენის ხმა?
  • დამატებითი ხმები ანუ სტვენა ამ ტექნოლოგიებზე მხოლოდ ხმის ჩაწევით რეგულირდება (ანუ ცუდია) თუ სტვენის გაქრობის სისტემა აქვს (ანუ კარგია)?

მნიშვნელოვანია, რომ ესტუმროთ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს და ის დაგეხმარებათ აპარატების შერჩევაში. მათ აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ თქვენს კითხვებს უპასუხონ და თქვენთვის შესაფერისი სმენის ტექნოლოგიები მოგარგონ.

გინდათ, მოსინჯოთ თანამედროვე სმენის ტექნოლოგიები? დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ წინასწარ ვიზიტისთვის:

599 99 71 05 ან 598 25 81 56

სმენის ცენტრი,

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

წყარო: Starkey ბლოგი

4 comments

  1. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    Gamarjobat mainteresebs tqveni smenis aparatebi ro.eli qveynisaa

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ამერიკული ბრენდია, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე: http://www.starkey.com

      Like

  2. უცნობი's avatar

    მოგესალმებით მინდა შეძენა და როგორ შევიძინო როგორ შევძლომიღება თუ აუცილებელია თქვენთან ვიზიტი რო მივიღო ეს აპარატი

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      აუცილებელია ვიზიტი. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 599997105

      Like

Leave a reply to სმენის ცენტრი კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.