“გამუდმებული თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, მოთენთილობა, გულისრევის შეგრძნება და საშინელი თავბრუსხვევა… ამ ყველაფერმა უფუნქციო გამხადა. სულ ვცდილობდი წამოწოლას, ფეხზე დიდხანს დგომა აღარ შემეძლო, მარტო სახლიდან გასვლას ვეღარ ვბედავდი”. ამ ჩივილებით მოვიდა გიორგი სმენის ცენტრში. ცალ ყურში საშუალო დონის დაქვეითება ჰქონდა, მე
ორეში სრული სმენა.
“ცალ ყურში ოპერაცია გავიკეთე, სმენა არ აღდგა. მიუხედავად იმისა რომ მეორე ყურში კარგად მესმის, ძალიან მიჭირდა ხმაურიან გარემოში მეტყველების გარჩევა, ასევე ვერ ვხვდებოდი, საიდან მოდიოდა ხმა. ძალიან დავითრგუნე და მიჭირდა სამსახურში მუშაობა. ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით წონასწორობის დაცვა მიჭირდა, მერე ნელნელა შევეჩვიე, ავირჩიე ერთი წერტილი, რომლითაც ვარეგულირებდი წონასწორობას”. დათო 27 წლისაა, მან ოპერაციის შემდეგ 3-ჯერ შეიმოწმა სმენა სმენის ცენტრში ერთი წლის მანძილზე, რომ დაგვედგინა, აღდგებოდა თუ არა მისი სმენა.
ცალმხრივი სმენის დაქვეითება ანუ სმენის დაქვეითება მხოლოდ ცალ ყურში არც თუ იშვიათია. მიუხედავად იმისა რომ ზუსტი ციფრი არ არის დადგენილი, ყოველწლიურად 60,000 ადამიანი კარგავს ცალ ყურში სმენას ამერიკაში, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 9,000 ადამიანს უდგინდება ცალმხრივი სმენის დაქვეითება.
როდესაც ადამიანს ერთ ყურში ნორმალური სმენა აქვს, ცალ ყურში დაქვეითების მკურნალობასა თუ კორექციას ნაკლები ყურადღება ექცევა.
“ერთ ყურში ხომ მაინც კარგად მესმის, მერე რა მოხდა, რომ მეორეში არ მესმის” – ეს არის ფრაზა, რომელიც ხშირად მოგვისმენია სმენის ცენტრში.
ცალმხრივი სმენის დაქვეითება ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორისაა თავისა და ყურის ტრავმა, მაღალი ხმა, სიმსივნე, მენიერის დაავადება, მედიკამენტები და სხვა.
“სმენის ტექნოლოგიის მორგების შემდეგ ჩემი ყველა პრობლემა მოგვარდა” – ამბობს დათო. “პირველ რიგში სმენა გამიუმჯობესდა, სამსახურში “ჰა, ჰა”-ს აღარ ვიძახი. დამირეგულირდა წონასწორობის შეგრძნება და საღამოს სამსახურიდან როცა ვბრუნდები, ნაკლებად დაღლილი ვარ, თავის ტკივილებიც გაქრა. გულისცემის ხმა ისევ მესმის, თუმცა შიშინი გაქრა. ძილის წინ როცა აპარატს მოვიხსნი, სანამ ყური მიხვდება რომ ხმა არ მიეწოდება, სანამ აშრიალდება, მანამ ვასწრებ დაძინებას”- იღიმება. “დილით კი გაღვიძებისთანავე გადავწვდები აპარატს და ვიკეთებ”
გიორგიმ სმენის ტექნოლოგიის მორგების შემდეგ კვლავ შეძლო სამსახურში გასვლა. “ფაქტიურად ფუნქცია დავიბრუნე, ახლა უკვე ჩემი თავის მეორე ნახევარს ვგრძნობ, ტკივილები და ყურებში ხმაური მომეხსნა. აღარ ვარ გაბრუებული და წონასწორობის დაცვაც არ მიჭირს. უკვე შემიძლია დამოუკიდებლად სიარული და მუშაობა”.
თამუნა ექიმია, მან სმენის ტექნოლოგიის მორგება ცალ ყურში მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ხმაურიან გარემოში მეტყველების გარჩევა უჭირდა. “რამოდენიმეჯერ დამეზარა სმენის ტექნოლოგიის გაკეთება, მაინც სახლში ვიყავი და ცალი ყურითაც კარგად მესმოდა. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ ჩემი თავბრუსხვევა და წონასწორობის პრობლემა ისევ დაბრუნდა. როგორც კი მივხვდი, რომ სმენის აპარატი მხოლოდ ხმების გაგონებაში არ მეხმარება, სასწრაფოდ გავიკეთე ის”
რატომ არის უმჯობესი დროულად მიხედოთ სმენის დაქვეითებას?
სმენის ცენტრი,
თბილისი, აღმაშენებლის გამზ.59
ქუთაისი, ლადო ასათიანის ქ. 54
599 99 71 05; 598 25 81 56
შემოუერთდი ფეისბუქის ჯგუფს: დაქვეითებული სმენა და ტექნოლოგიები
წყარო:
www.Audiologyonline.com, Single Sided Deafness: Issues and Alternatives, 5/31/2004, by Teri Sinopoli, M.A., CCC-A, AAA, and BBC News, 13 June, 2003
სტატიაში სმენის ტექნოლოგიების მომხმარებლების სახელები შეცვლილია.
komentaris datovebas ra azri aqvs dedaqalaqidan raionebshi aqciebi chaataret yvela maq ver mogakitxaavt ase rom smena daqveitebuli jalian bevria magram yvela ver chamoagwevs mand tu tqven daxmarebas gauwevt didi madlobeli dagrchebat pacientebiii
LikeLike
Chems shvilishvili dabadebidan aqvc Cali Yuri ganuvitarebeli xvrelis gareshe,more yurshi100% smena aqvs ,mainteresebs tu sheidzleba ,ROM more yurmac dakargos smenadoba drota ganmavlobash ?an tu sheidzleba usmeno yurze operacia,xom sheidzleba IQ smena qondes magram xvrelis ar qona axshobdes smenas?
LikeLike
შესაძლოა სმენა ჰქონდეს მეორე ყურშიც
LikeLike
ხმაურში ან შიშინის დროს ხმა არ მესმის
LikeLike
ხმაურის ან შიშინის დროს არ მესმის რაც აუტანელ დისკომფორტს მიქნმის…დავკარგე სამსახური და მოსვენებაც…მაქვს წონასწორობის დარღვევა ,შიშინი და პულსაცია ყურში…გაუსლისია ესყველაფერი …ექიმმა გაგივლისო…15 წელია ვიტანჯები…ვარ ფსიქოტროპულ პრეპარატებზე,,,მიშველეთ…
LikeLike
შეგიძლიათ მობრძანდეთ სმენის ცენტრში და მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია. დარეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ შემდეგ ნომრებზე: 599 99 71 05 ან 595 11 33 59
LikeLike
aparati ra gdeba ?
LikeLike
ფასები სხვადასხვაა სმენის დონისა და პიროვნების ცხოვრების სტილის მიხედვით. დეტალების დასაზუსტებლად დარეკეთ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
LikeLike
marjvena yurshi daqveitebuli maqvs smena 10 celze metia, vimkurnale magram aranairi shedegi ar maqvs, eqimma anteba gaqvso, marcxena yurshic davicye mkurnaloba , viketeb levoqsimedi cvetebs da gioksizonis mazis tampons, ramdenad efeqturia ase mkurnaloba?
LikeLike
Ragirs tqventan aparatebi ?
LikeLike
1200 ლარიდან იწყება ერთი ტექნოლოგია თავისი გარანტიითა და გრძელვადიანი მომსახურებით. თუმცა ამჟამად აქციაა და 950 ლარი ღირს.
LikeLike
ყურში ხმაურმა დამტანჯა, სმენა დაქვეითებული მაქვს, თავბრუსხვევა მაქვს, აპარატის გარდა არაფერი მშველის?
LikeLike
ქალბატონო ნანი, თუ შიგნითა ყურია დაზიანებული, სამწუხაროდ მკურნალობას არ აქვს შედეგი. თანამედროვე სმენის ტექნოლოგიები ძალიან განსხვავებულია ძველი მოდელებისგან და დიდ კომფორტს აძლევს მომხმარებელს.
LikeLike
anu sashvalod mainc ra jdeba es aparatebi, minimum sashvalo pasi raa, dasavletidan rom adamiani chamova miaxlovebit xom mainc unda icodes ra tanxa iqonios,
LikeLike
ტექნოლოგიები სხვადასხვაა პიროვნების სმენის დონისა და ცხოვრების სტილის შესაბამისად. დარეკეთ ამ ნომრებზე და მიიღებთ ზოგად ინფორმაციას ფასების შესახებ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
LikeLike
Me maqvs menieris daavadeba.shuilebi. tavbrusxvevebi da gulis revebi.momiwesrigebs aparati kvela am chivils rigor fiqrobt?
LikeLike
ქალბატონო ხათუნა, დაქვეითებული გაქვთ სმენა? უმეტეს შემთხვევებში სმენის პარატების მოხმარებისას ყურებში ხმაურიც იკლებს ან საერთოდ ქრება და უმჯობესდება წონასწორობაც პაციენტებში
LikeLike
მაქვს მარცხენა მხრივი მენიერის დაავადება რომელსაც ახლავს ხმაური ყურში, პერიოდულად საშინელი თავბრუსხვევა და პირღებინება. წონასწორობის დარღვევა-დეზორიენტაცია, მარტო გარეთ გასვლის მეშინია. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ სმენის აპარატი ასეთ შემთხვევაშიც შველის?
LikeLike
სმენაც დაქვეითებული გაქვთ? ჩვენ გვყავს ბევრი პაციენტი მენიერის დაავადებით, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სმენის აპარატების მოხმარებამ საგრძნობლად გააუმჯობესა მათი მდგომარეობა. შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და მოსინჯოთ სმენის ტექნოლოგიები ადგილზე. ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
LikeLike