როგორც მანქანასა და კბილებს სჭირდება პერიოდული ყურადღება და შეკეთება/დაპლომბვა, ასევე სმენის ტექნოლოგიებსა და ზოგადად სმენას სჭირდება პერიოდული მიხედვა. სმენის ტექნოლოგიების მორგების შემდეგ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტი მორგების შემდგომ შეხვედრებს დაგინიშნავს. ეს რუტინული შეხვედრები შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ შენს სპეციალისტებს დაუსვა კითხვები, გაიგო მეტი სმენის ტექნოლოგიების შესახებ და გაიმჯობესო სმენა.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ რა უნდა გააკეთო სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტთან შეხვედრისას.
1. გქონდეს დღიური
ახალი სმენის ტექნოლოგიების მოხმარება შეიძლება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყოს. შენ გაიგონებ ხმებს, რომელიც, კარგა ხანია, არ გაგიგონია და რომელიც შენს ყურადღებას განსაკუთრებულად იპყრობს.
ყოველი ვიზიტის წინ გამოყავი დრო და ჩაინიშნე დღიურში შენი ყოველდღიური გამოცდილება და შთაბეჭდილებები. გაიგონე თუ არა ახალი ხმები სმენის ტექნოლოგიების მორგების შემდეგ ან თუ იყავი ისეთ შეკრებაზე, რომელსაც მანამდე თავს არიდებდი. ჰკითხე შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, როგორ გააუმჯობესა მათთან ურთიერთობა სმენის ტექნოლოგიებმა. ჩაინიშნე, როგორ გარემოში გესმის კარგად და რა გარემოში გინდა, რომ უკეთესად გესმოდეს. საბოლოოდ ჩამოწერე შენიშვნები და კითხვები, რაც დაგიგროვდება ამ პერიოდში. რაც უფრო მეტ დეტალს გაუზიარებ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს, მით უფრო უკეთესი. სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტი შენი დაკვირვებების საფუძველზე დამატებით დაგირეგულირებს ტექნოლოგიებს, ან გირჩევს, როგორ გაიუმჯობესო მოსმენის ხარისხი და კომფორტი!

2. ვიზიტზე მიდი ოჯახის წევრთან ან მეგობართან ერთად
ძალიან კარგი იქნება, თუ მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად შეხვდები სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს. მათ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს თქვენი სმენის შესახებ, რაც დაეხმარება მას სმენის ტექნოლოგიებში სათანადო ცვლილების ასახვაში.
კვლევების მიხედვით, პაციენტებს ავიწყდებათ 50% იმისა, რაც მოისმინეს შეხვედრაზე. სთხოვე თანხმლებ პირს ჩაინიშნოს საკითხები ან შეხვედრის შემდეგ შეგახსენოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
3. დაამყარე ხანგრძლივი ურთიერთობა
სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტი ის ადამიანია, რომელიც გეხმარება უკეთ გაგონებაში. მასთან ურთიერთობა სმენის ტექნოლოგიების ყიდვის მერეც გექნება. ის დაგეხმარება სმენის ტექნოლოგიების გასუფთავებასა და მათი გამოსადეგობის ვადის გაზრდაში, გიპასუხებს კითხვებზე და შეჩვევის პერიოდში დაგეხმარება კონსულტაციებით. ის ასევე მოგაწვდის ინფორმაციას სიახლეებზე სმენის ინდუსტრიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვო სპეციალისტი, რომელსაც ენდობი. აუცილებლად იარე შეხვედრებზე სმენის ტექნოლოგიების მორგების შემდეგ.