სმენის ტექნოლოგიებმა შესაძლოა წაიკითხოს ტვინის აქტივობა?

რა ემართება ყურს, როცა სმენა ქვეითდება. ბოლო კვლევა საკმაოდ საინტერესო პასუხს გვაძლევს ტვინის ფუნქციასა და სმენის დაქვეითების შესახებ. სადღაც არსებობს იმედი…

პირველ რიგში დავიწყოთ ცუდი ამბით: შეხედეთ ფოტოს.

%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98

Photo Credit: Anu Sharma

მარცხენა მხარეს გამოსახულია იმ ადამიანის ტვინი, რომელსაც სმენა ნორმაში აქვს. ის ადგილები, რომელიც ხმებს ამუშავებს, სათანადოდაა განათებული. მარჯვენა მხარეს კი მოცემულია იმ ადამიანის ტვინი, რომელსაც მცირე დაქვეითება აქვს. როგორც ხედავთ, აქ ნაკლებად აქტიურია ტვინი და აქტივობა გადანაცვლებულია სხვა ადგილებში.

პროფესორმა ანუ შარმამ EEG (ელექტროენცეფალოგრაფიის) ტექნოლოგიების საშუალებით შექმნა ეს ფოტოები კოლორადოს უნივერსიტეტში. ეს კვლევა სწავლობს, თუ როგორ რეაგირებს ტვინი სმენის დაქვეითებაზე და რას იწვევს ეს ცვლილებები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ტვინის ის ნაწილი, რომელიც მაგალითად მაღალი სიხშირის ხმებს ამუშავებს, ნაკლებად ახდენს მათ დამუშავებას, რადგანაც ყური თანდათანობით კარგავს სიგნალის გადაცემის უნარს. შედეგად კი ტვინი ფიქრობს: “რადგანაც ტვინის ეს ნაწილი უმოქმედოდაა, მოდი სხვა რამით დაკავდეს”. სწორედ ეს არის ნეიროპლასტიკურობის ძირითადი პრინციპი.

“ჩვენი აზრით, ამ ტიპის მაკომპენსირებელმა ადაპტირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ტვინის რესურსი ხმების დამუშავებასთან დაკავშირებით” – ამბობს შარმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოიყენე ის ან სამუდამოდ უარი თქვი მასზე.

სწორედ ეს არგუმენტი უდევს საფუძვლად იმ მოსაზრებას, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს სმენის ტექნოლოგიების მორგება, რომ ტვინის კონკრეტულმა ნაწილმა შეძლოს სიგნალის ნორმალურად დამუშავება. პროფესორი შარმა სხვა რისკსაც უსვამს ხაზს.

“ტვინის მაკომპენსირებელი რეორგანიზაცია, რომელიც სმენის დაქვეითებას უკავშირდება, შესაძლოა იყოს ბოლო კვლევებში მოცემული ფაქტების ახსნა, რომ ასაკობრივი სმენის დაქვეითება დაკავშირებულია დემენციასთან” (დემენცია – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით)

სმენის დაქვეითება ცუდია, თუმცა ის ფაქტი, რომ სმენის დაქვეითება დაკავშირეულია დემენციასთან, საკმარისია იმისთვის, რომ ეხლავე წახვიდე აუდიოლოგთან.

ბორდოეს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ არ არის სხვაობა კოგნიტური შემცირების კუთხით ნორმალური სმენისა და იმ სმენადაქვეითებულ ადამიანებს შორის, რომლებიც სმენის ტექნოლოგიებს ატარებენ.

კიდევ ერთი კარგი ამბავი! ეს ახალი მიგნება გამოყენებული იქნება სმენის ტექნოლოგიებში. Starkey-ს სმენის ტექნოლოგიების აუდიოლოგიური კვლევის უფროსმა მენეჯერმა, ჯეისონ გალსთერმა ამიხსნა:

“ჩვენ ვიყენებთ EEG (ელექტროენცეფალოგრაფიის) სიგნალს, რომ დავადგინოთ, როგორ რეაგირებს ტვინი სმენის დაქვეითებაზე და ჯგუფში რას ან ვის ვუსმენთ. ამჟამად ჩვენ ვაკვირდებით თავზე დამაგრებული ელექტროდებით. საბოლოო ჯამში სმენის ტექნოლოგიებით შესაძლებელი გახდება იგივე ელექტრო სიგნალის გამოყენება, რომ შერჩევითობის პრინციპით გადასცეს ხმა ტვინს.”

ერთ დღესაც სმენის ტექნოლოგიებით შესაძლებელი იქნება ტვინის აქტივობის მონიტორინგი, მაგალითად, თუ თქვენ გინდათ გაიგონოთ თქვენს მარცხენა მხარეს მყოფი ადამიანის საუბარი, სმენის ტექნოლოგიები გადაეწყობა შესაბამისად.

გარკვეულწილად შემზარავი ამბავია, მაგრამ ასევე კარგი.

წყარო: ჟურნალი სმენის დაქვეითებაზე, 2016 წლის 1 დეკემბერი, ავტორი დიგბი ქუქი.

სტატია ნათარგმნია სმენის ცენტრის მიერ.

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ტელ: 599 99 71 05, 598 25 81 56

3 comments

  1. Unknown's avatar

    სმენის დაქვეითება ჰაიმორიტმაც იცის

  2. Unknown's avatar

    ვატარებ სმენის აპარატს უკვე20 წელია…ჩემს უკან ან გვერდით მდგომების საუბარს ვერ ვარჩევ, ხმა მესმის მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ…გთხოვთ მიპასუხოთ ამ პრობლემას უმკლავდება თქვენს მიერ მოწოდებული აპარატი…და რა თანხაა საჭირო ამისთვის….ვარ 69 წლის..

    1. სმენის ცენტრი's avatar

      სმენის ცენტრში ხელმისაწვდომია უახლესი ტექნოლოგიები, ხმები არის მაქსიმალურად სუფთა, რომ ბგერების გარჩევა შეძლოთ. აუცილებლად უნდა მობრძანდეთ სმენის ცენტრში და ადგილზე ნახოთ შედეგი. ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599997105

Leave a Reply

Discover more from Starkey Georgia სმენის ცენტრი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading