საკმაოდ აქტიურად ხდებოდა 2016 წელს სმენის დაქვეითებისა და სმენის ტექნოლოგიების გაშუქება მასმედიით, რითაც ხელი ეწყობა ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდას, თუ რა შედეგი აქვს სმენის დაქვეითებასა და შემდეგ სმენის ტექნოლოგიების გამოყენებას.
სმენის ტექნოლოგიებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრულ ბაზარზე, რაც ცვლის ტრადიციულ მიდგომას სმენის ტექნოლოგიებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით მოწინავე ადგილი უჭირავს Starkey-ის მიერ წარმოებულ Halo 2-ის სმენის ტექნოლოგიებს, რომელიც შექმნილია კონკრეტულად iPhone-ისთვის. Mother Nature Network-ში სტატიაც კი დაიწერა იმის შესახებ, როგორ შეიძლება შეცვალოს ხალხის ტრადიციული დამოკიდებულება სმენის აპარატების მიმართ ახალმა ტექნოლოგიებმა. “დღეს სმენის ტექნოლოგიებს მხოლოდ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იკეთებს. ადამიანები ფიქრობენ, რომ სმენის ტექნოლოგიები მათ ხანდაზმულს წარმოაჩენს. მაგრამ როგორც კი მიხვდებიან, რომ სმენის ტექნოლოგიები უფრო მეტს აძლევს მათ, ვიდრე სმენაა, ეს სტიგმაც გაქრება. ზოგს ჰგონია, რომ მათ კაბელები უნდა ეკიდოთ… როცა სახლში მარტო ვარ და არ მჭირდება სმენის ტექნლოგიების გაკეთება გასაგონად, მე მაინც მიკეთია ჩემი Halo 2, რომ ხმოვანი ინტერნეტისთვის გამოვიყენო. ჩემთვის ეს არ არის სტიგმა, პირიქით სუპერ ძალაა”
ჩვენ თქვენი ჯანმრთელი სმენისთვის სპეციალური რჩევები გვაქვს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ 2017 წლისთვის.
- შეიმოწმეთ სმენა წელიწადში ერთხელ. რიგ შემთხვევებში სმენის დაქვეითება რთული გამოსავლენია. ის შეიძლება ეტაპობრივად განვითარდეს დროთა განმავლობაში და თქვენმა ტვინმა დაიწყოს შეჩვევა. ყველაზე კარგი გზა ამ ცვლილებების გამოსავლენად არის ის, რომ ჩასვათ სმენის ტესტი თქვენს ყოველწლიურ ჯანმრთელობის შემოწმებაში. თქვენ შეგიძლიათ აქციის ფარგლებში უფასოდ გადაიმოწმოთ სმენა სმენის ცენტრში, თბილისში (აღმაშენებლის გამზ. 59, ტელ: 599 99 71 05; 598 25 81 56). დააწკაპუნეთ ბმულზე.
- შეხედე იუმორით, გაიგე მეტი სმენის დაქვეითების შესახებ! დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება დამღლელი იყოს. ამიტომაც ვცდილობთ უფრო მსუბუქად დაგანახოთ ეს სერიოზული საკითხი, გაჩვენოთ კარიკატურები და ანიმაციები, რომ ინფორმაციის მიღება სმენის დაქვეითებასა და სმენის ტექნლოგიებზე უფრო სახალისო გახდეს.

- მოერიდეთ მაღალ ხმას, რომ სმენა არ დაზიანდეს. იზრდება მაღალი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითების შემთხვევევი მსოფლიოში, განსაკუთრებით 12-35 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც პერსონალურ სასმენებს იყენებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად ახალგაზრდებში დაქვეითების 50% გამოწვეულია არარეკომენდირებულ ხმაზე მოსმენით. უფრო მეტიც ამერიკის ეროვულმა ინსტიტუტმა (რომელიც მუშაობს სმენისა და სხვა კომუნიკაციური ფუნქციების დარღვევების მიმართულებით) გამოავლინა, რომ 26 მილიონ ამერიკელს სმენა სწორედ სამსახურსა და გართობის ადგილებში მაღალმა ხმამ დაუზიანა. დააწკაპუნეთ ბმულზე, თუ როგორ დავიცვათ სმენა დაზიანებისგან.
- გაიგეთ მეტი, თუ როგორ უნდა მოახდინოთ დაქვეითებული სმენის კორექცია. სმენის ტექნოლოგიებმა განვითარების საკმაოდ დიდი გზა გაიარა. გამოყავით დრო, რომ კარგად შეათვალიეროთ ახალი ტექნოლოგიები ყიდვამდე. აღმოჩენებმა შესაძლოა გაგაოცოთ. საბოლოო ჯამში კი უფრო თვითდარწმუნებული გაესაუბრებით სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს. თუ თქვენ გაქვთ iPhone, თქვენთვის სასურველი სმენი ტექნოლოგია Halo2 იქნება. თუკი მუსიკა გიყვართ და ასევე სმენის ტექნლოგიების განსხვავებული ტიპი გნებავთ, მაშინ Muse-ზე უნდა იფიქროთ. Muse-ის ტექნოლოგიებს მუსიკის პროგრამა აქვს, რომელიც შეიძლება დაყენდეს სპეციალურად თქვენთვის. Muse-ს აქვს ყველანაირი ტიპი (ყურსუკანა და ყურშიდა, ასევე საერთოდ უხილავი). სმენის ტექნოლოგიების ტიპების სანახავად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ამ ბმულზე.

- ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის. თქვენი სმენა განსხვავებულია, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი. ნუ მოგერიდებათ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს დაუსვათ კითხვები სმენის დაქვეითებაზე, ტინიტუსზე, სმენის ტექნოლოგიებზე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თქვენ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ კითხვები ფეისბუქის გვერდზე: www.facebook.com/StarkeyGeorgia
სმენა თქვენი მთლიანი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2017 წელი გახადეთ ყურის წელიწადი და მიაქციეთ თქვენს სმენას ყურადღება! შეიმოწმეთ სმენა უფასოდ სმენის ცენტრში.