ენერგიის ნაკლებობას განიცდი? მძიმე სამუშაო დღის მერე მოთენთილი ხარ? შესაძლოა ეს სმენის დაქვეითებით იყოს გამოწვეული. სად სმენის დაქვეითება და სად მოთენთილობა, თუმცა სინამდვილეში დიახაც არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მოთენთილობა შეიძლება ასე განიმარტოს: “გადაღლა, რომელიც გამოწვეულია მენტალური თუ ფიზიკური დატვირთვით”. მენტალური დაღლილობა გამოწვეულია შრომატევადი მოსმენით. სამწუხაროდ ის სმენის დაქვეითებას უკავშირდება. აი, დააკვირდი:
შ….ლია, წა…თხ. .ს წ.ნა.ა.ება მ.რტი..დ?
შეგიძლია, წაიკითხო ეს წინადადება მარტივად? (ლურჯად წერია, “შეგიძლია, წაიკითხო ეს წინადადება მარტივად?”) ახლა შეადარე, რამდენი უნდა იწვალო, რომ დღის მანძილზე ყველა საუბარში მიხვდე გამოტოვებულ ნაწილს. როცა ცდილობდი შეგევსო გამოტოვებული ნაწილი, ალბათ მიხვდი, რამხელა რესურსს ხარჯავს სმენადაქვეითებული ადამიანი მოსმენისას!
გონებრივი დატვირთვა დაღლილობას იწვევს.
“გონებრივი დატვირთვაა” სწორედ, როცა ადამიანი ცდილობს გარკვეული ბგერებიდან გამოტოვებული ბგერების შევსებას და სიტყვების აწყობას. სანამ ტვინი დაკავებულია გამოტოვებული ბგერების აღდგენით, მას მცირე რესურსი რჩება, დაიმახსოვროს შეკოწიწებული სიტყვები. თუ ადამიანი ხმაურიან გარემოშია, უფრო მეტი დაძაბვა ჭირდება ტვინს და მსმენელი დამატებითი სტრესისა და აღელვების ქვეშ ექცევა. სტრესი ან მღელვარება იწვევს ადრენალინის გამომუშავებასა და კუნთების დაძაბულობას, რაც კიდევ ემატება დაღლილობის შეგრძნებას დღის ბოლოს.
განსაკუთრებით რთულია ეს პროცესები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ. რასაკვირველია, თუ შენ არ გიწევს გამოტოვებული ნაწილების შევსება, უფრო მეტი კოგნიტური ენერგია გრჩება, რომ მარტივად მოისმინო და გაიგო ნათქვამი.

როგორ უნდა შეამცირო გონებრივი დატვირთვა
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მოთენთილობა, რომელიც ახლავს სმენის დაქვეითებას.
1. შეისვენე — როცა შეამჩნევ, რომ უკვე საუბარი გღლის სოციალურ გარემოში თუ სამსახურში, შეისვენე. თუ შესაძლებელი იქნება, ცოტა წათვლიმე კიდეც, რომ სტრესისგან განთავისუფლდე.
2. მიმართე მედიტაციას — მედიტაციამ და საკუთარ თავში სიმშვიდის მოპოვებამ შესაძლოა გაგიქროს სტრესი. მედიტაცია საკმაოდ პოპულარული გზაა მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. უფასოა, შეგიძლია სცადო ყველგან და 5 წუთიანმა მედიტაციამ შესაძლებელია შედეგი მოგცეს.
3. ჩაიწერე — დაქვეითებული სმენის მქონე ადამიანისთვის განსაკუთრებით სტრესულია შეხვედრებზე და თათბირებზე დასწრება. ქვეცნობიერი შიში არსებობს, რომ მან შეიძლება გამოტოვოს მნიშვნელოვანი დეტალი. არსებობს ბევრნაირი ტექნოლოგია, რომ ჩაიწეროს საუბარი. ასევე არსებობს აპლიკაციები, რომლითაც პირდაპირ სმენის აპარატებში ისმის ხმა ან სულაც ტექნოლოგია, რომელიც ცნობს სიტყვებს და წერს. ეს ტექნოლოგია შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე www.speechtexter.com.
4. ნუ იმუშავებ დიდი დატვირთვით — სმენის ტექნოლოგიები პრობლემის მოგვარების შესანიშნავი გზაა! შეხვდი სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტებს სმენის ცენტრში, ისინი გამოცდილები არიან და თქვენი საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით შეგირჩევენ სმენის ტექნოლოგიებს. სამსახურში მთელი დღე მოსმენაზე წვალება დიდი დატვირთვით მუშაობაა. სმენის ტექნოლოგიები შეცვლიან შენს ცხოვრებას და შეგიმცირებს დაძაბულობას. დღევანდელი სმენის ტექნოლოგიები ციფრულ დამუშავებას ახდენს, რომ შეამციროს ფონური ხმები და გამოყოს მეტყველება.
შენ ბევრად მეტ ენერგიას ხარჯავ, ვიდრე შენი კოლეგები და მეგობრები ნორმალური სმენით. შეისვენე! ჩადე ინვესტიცია შენს სმენაში და ათმაგად დაგიბრუნდება უკან. დააწკაპუნე ქვემოთ, გადადი ბმულზე და ჩაეწერე უფასო ვიზიტზე სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტებთან.
სმენის ცენტრი, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ტელ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
წყარო: Starkey ბლოგი
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი მაინტერესებს უფასო კონსულტაციის გარდა რამე შეღავათები თუ მექნება.ან რა ჯდება საერთოდ და თუ მექნება შეღავათი რამდენით
LikeLike
სმენის ცენტრის მხრიდან გათვალისწინებულია უფასო ვიზიტი ყველა მომხმარებლისთვის და უპროცენტო განვადება სმენის ტექნოლოგიებზე. ფასები სხვადასხვაა სმენის დონისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. ფასებზე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
LikeLike
Ragirs da ranairi aqaratia gtxovt dadot foto chems shvils aqvs aparatebi kiesmis magram didi kmayofilic ar var vezeb iqneb uketssi mapovninit madloa winaswar
LikeLike
ქალბატონო ვერიკო, აქციის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ზუსტი სმენის დადგენა, ასევე სმენის ტექნოლოგიების მორგება-გატესტვა. შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაეწეროთ წინასწარ. ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღებაც შეგიძლიათ ამ ნომრებზე: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
LikeLike