5 მიზეზი თუ რატომ უნდა მოიგვარო სმენის დაქვეითება

მოკლედ, თუ ცოტა დაქვეითებული გაქვს სმენა, მერე რა მოხდა, არა? ეს ასაკის მატებასთან ერთად ყველას ემართება.

ფაქტი: 18 წელს ზემოთ 37.5 მილიონ ამერიკელს დაქვეითებული აქვს სმენა, 60 წელს ზემოთ კი ყოველ მესამეს.

შენ ფიქრობ, რომ ასეც მარტივად შეგიძლია გახვიდე ფონს. ჩართავ ტელევიზორს და ხმას აუწევ. შენს გარშემო ადამიანებს თხოვ, რომ უფრო ხმამაღლა ისაუბრონ ან გაგიმეორონ. და მართლაც სიწყნარეში ყოფნა შესაძლოა სულაც არ იყოს ცუდი, თუ გულახდილები ვიქნებით. ალბათ ფიქრობ, რატომ უნდა მოაგვარო შენი სმენის პრობლემა?

უნდა მოაგვარო სმენის პრობლემა თუ დატოვო ყველაფერი ისე, როგორც არის?

ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივად არ უნდა მოხდეს. რატომ? იმიტომ რომ სმენის დაქვეითება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბევრ იმ საკითხში, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე:

  1. მენტალური ჯანმრთელობა
  2. ფიზიკური ჯანმრთელობა
  3. შემოსავალი და კარიერა
  4. პიროვნების უსაფრთხოება
  5. ურთიერთობები და სოციალური ინტერაქციები

სანამ გადაწყვეტ, მოაგვარო თუ არა სმენის დაქვეითება, მანამდე აუცილებლად გაეცანი, რას ამბობენ ექსპერტები, კვლევები და სმენის ტექნოლოგიების მომხმარებლები.

დავტოვოთ თუ მოვაგვაროთ სმენის დაქვეითება? იხილეთ შედარება

(1) მენტალური ჯანმრთელობა

თუ სმენის დაქვეითებას უყურადღებოდ დატოვებ

ბევრი კვლევა სმენის დაქვეითებას აკავშირებს მენტალურ საკითხებთან, რომელიც ასევე მოიცავს გაზრდილ შფოთვასა და დეპრესიას, ტვინის შეკუმშვასა და დემენციასაც კი. ერთერთმა ასეთმა კვლევამ, რომელიც ჯონს ჰოპკინსში ჩატარდა, შეისწავლა მოხალისეები 6 წლიანი სმენის დაქვეითებით და დადგინდა, რომ კოგნიტური უნარები 30-40%-ით უფრო სწრაფად შემცირდა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთაც ნორმაში ჰქონდათ სმენა.

თუ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელი გახდები

ჯონ ჰოპკინსის მკვლევარი, დრ. ფრანკ ლინი მიიჩნევს, რომ თუ პიროვნებას სმენის პრობლემის მოგვარება სურს, მაშინ რაც შეიძლება მალე უნდა მოიგვაროს. მისი რეკომენდაციით სმენის დაქვეითების კორექცია მანამ უნდა მოხდეს, სანამ ტვინის სტრუქტურა შეიცვლება.

2015 წლის ცალკეული კვლევის თანახმადაც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სმენის პრობლემის კორექცია სმენის ტექნოლოგიებით/აპარატებით ამცირებს სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებულ კოგნიტური ფუნქციების შემცირების რისკს.

ფაქტი: მოუგვარებელმა სმენის დაქვეითებამ შესაძლოა ტვინის ფუნქციონირების სერიოზულ დარღვევამდე მიგვიყვანოს.

(2) ფიზიკური ჯანმრთელობა

თუ სმენის დაქვეითებას უყურადღებოდ დატოვებ

ასაკის ეროვნული საბჭო (აშშ-ში) აღნიშნავს, რომ ასაკოვან ამერიკელებში ხშირი დაცემა იწვევს ფატალურ ან არაფატალურ დაზიანებებს. ამასობაში კი არავინ იცის, რომ დაცემა დაკავშირებულია სმენის დაქვეითებასთან. მკვლევარებმა ჯონს ჰოფკინსში დაადგინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ სმენა, სამჯერ მეტია დაცემის რისკი.

მიიჩნევა, რომ სმენის დაქვეითების დროს კლებულობს გარემოს აღქმის უნარი, რაც თავის მხრივ ზრდის წაბორძიკებისა და დაცემის რისკს.

თუ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელი გახდები

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ სმენის ტექნოლოგიებით კორექტირებულმა სმენამ გააუმჯობესა წონასწორობა ასაკოვან მომხმარებლებში, რაც თავის მხრივ ამცირებს დაცემის რისკს.

(3) შემოსავალი და კარიერა

თუ სმენის დაქვეითებას უყურადღებოდ დატოვებ

გაუმჯობესებულმა სმენის ინსტიტუტმა ციფრებში გამოხატა მოუგვარებელი სმენის დაქვეითების გავლენა სამსახურზე. კვლევამ დაადგინა, რომ მოუგვარებელი სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს შემოსავალზე და ორჯერ მეტია უმუშევარი მოუგვარებელი სმენის დაქვეითებით, ვიდრე სმენის ტექნოლოგიების მატარებლები.

ფრაზა: “სმენის დაქვეითება ხელს მიშლიდა კლიენტების მომსახურებაში” ქრის. თ., ფენსილვანია  

თუ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელი გახდები

იგივე კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც სმენის აპარატებით მოიგვარეს პრობლემა, 90-100%-ით შეამცირეს შემოსავლის დაკარგვის რისკი. იმავე კვლევის თანახმად, სმენის ტექნოლოგიების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ სმენის ტექნოლოგიებმა გააუმჯობესა მათი მუშაობის ხარისხი სამსახურში.

ფრაზა: “მოსმენა იმდენად მნიშვნელოვანია სამსახურში, რომ სმენის ტექნოლოგიების წყალობით მე უკვე შემიძლია უკეთ ვიმუშავო და უფრო ეფექტურად.” მართი, ს., ნიუ იორკი

(4) პიროვნების უსაფრთხოება

თუ სმენის დაქვეითებას უყურადღებოდ დატოვებ

ალბათ კვლევებიც არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ავტომანქანის სიგნალსა და სხვა გამაფრთხილებელ ხმას თუ ვერ გაიგონებ, შეიძლება შენს ან სხვის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მოზრდილებმა, რომელთაც ჩვილები ან პატარა ბავშვები ჰყავთ, უნდა შეძლონ მათი ხმის გაგონება.

თუ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელი გახდები

სმენის ტექნოლოგიებით შენ შეგიძლია გაიგონო შენს გარშემო ყველა ხმა, იქნება ეს კვამლის დეტექტორი, ველოსიპედის სიგნალის ხმა, სასწრაფოს სიგნალი თუ სხვა გამაფრთხილებელი ხმა.

(5) ურთიერთობები და სოციალური ინტერაქციები

თუ სმენის დაქვეითებას უყურადღებოდ დატოვებ

მოუგვარებელი სმენის დაქვეითება იწვევს პიროვნების სოციალურ იზოლირებას. მოსმენა რთულია და გამოტოვებული საუბრის ნაწილი პიროვნებას აიძულებს გაირიყოს მეგობრებისგან, ოჯახისგან და შეწყვიტოს ის აქტივობები, რაც ადრე სიხარულს ჰგვრიდა.

მხოლოდ ეს მაგალითიც კი მანიშნებელია, რომ სოციალური გარიყვა დაკავშირებულია ხარისხიანი ცხოვრების მრავალ საკითხთან, მათ შორის დეპრესიასთან, ავადმყოფობასთან, გადაღლასთან და შემცირებულ სიცოცხლის ხანგრძლივობასთანაც კი.

თუ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელი გახდები

სმენის ტექნოლოგიები გაძლევს შესაძლებლობას, გაიგონო უკეთესად, ჩაერთო საუბარში, შეხვდე ადამიანებს და განაგრძო ის აქტივობები, რაც გაბედნიერებს. ეს ძალიან მარტივია.

ფრაზა: “სმენის ტექნოლოგიები მაბედნიერებს, მათ სრულად შეცვალეს ჩემი ცხოვრება!” ლესლი ფ., კალიფორნია

მზად ხარ, მოაგვარო სმენის პრობლემა და გაიუმჯობესო ცხოვრების დონე? მაშინ დაგვირეკე დღესვე სმენის ცენტრში: 599 99 71 05 ან 598 25 81 56. სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები მოგემსახურებიან როგორც თბილისში ასევე ქუთაისში.

წყარო:

 

11 comments

  1. d.n's avatar

    mainteresebs smemis daqvetebebis dadasturebis shemtxvevashi idzlevit tuara forma 100

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ფორმა ასი არ გაიცემა

      Like

  2. უცნობი's avatar

    daqveitebuli smenit cxovreba dzalian michirs.!!!

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო მადონა, აუცილებლად უნდა მოიგვაროთ სმენის პრობლემა და ცხოვრების ხარისხსაც მაქსიმალურად გაიუმჯობესებთ.

      Like

  3. უცნობი's avatar

    romel saavadmyofoshi ghebulobt pacientebs da sad???

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო მადონა, ეს არის სმენის ცენტრი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვიზიტისთვის წინასწარ: 599997105 და გვესტუმროთ თბილისში, აღმაშენებლის გამზ. 59 ან ქუთაისში, ლადო ასათიანის 54

      Like

  4. უცნობი's avatar

    მანტერესებს უფასო ვიზიტის შემდეგ დანიშნულებაც უფასოა?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      თუ სმენის ტექნოლოგიებს საჭიროებთ, მოგეცემათ შესაძლებლობა მოსინჯოთ, თუ როგორ გაიგონებთ. მკურნალობა სმენის ცენტრში არ ხდება

      Like

  5. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    shedzena ra fasshia shesadzlebeli

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

Leave a reply to სმენის ცენტრი კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.