ცალ ყურში დაკარგული სმენისთვის CROS და BiCROS ტექნოლოგიები Starkey-სგან

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 60,000 ადამიანს ემართება ცალმხრივი სმენის დაქვეითება. ცალ ყურში სმენის დაქვეითებისას ყურებს შორის ასიმეტრია იწვევს რთულ სასმენ გარემოში ბგერების გარჩევის პრობლემას. ასევე პიროვნებას უჭირს იმის გარკვევა, თუ საიდან მოდის ხმა.

ახლა უკვე სმენის ცენტრი სთავაზობს ცალმხრივი სმენის დაქვეითების მქონე მომხმარებლებს CROS და BiCROS სმენის ტექნოლოგიებს, რომ გაიუმჯობესონ მდგომარეობა.

ტექნოლოგიები წარმოებულია ამერიკული ბრენდის Starkey- ის მიერ და მიეკუთვნება მუზების (მოდელი) ოჯახს. აპარატებს აქვს 900sync ტექნოლოგიები, რომელიც აუმჯობესებს მეტყველების გარჩევადობას რთულ სასმენ გარემოში და აღქმას, თუ საიდან მოდის ბგერები.

რას ნიშნავს CROS და BiCROS სისტემები? როგორ მუშაობენ ისინი?

CROS სისტემას აქვს მხოლოდ ერთი მიკროფონი და ერთი მიმღები ორ აპარატში. იმ ყურში, რომელშიც საერთოდ არ არის სმენა, ან არის მცირედი, კეთდება მიკროფონით აღჭურვილი სმენის აპარატი,  ხოლო მეორე ყურში, სადაც სმენა ნორმაშია, კეთდება მიმღებიანი აპარატი. უფუნქციო ყურში შესული ხმა უკაბელო კავშირის საშუალებით გადაეცემა მიმღებით აღჭურვილ აპარატს და ეხმარება პაციენტს გაიგონოს უფუნქციო ყურის მხრიდან მიღებული ხმები მეორე ჯანსაღ ყურში.

BiCROS სისტემა მოიცავს მიკროფონიან აპარატს, რომელიც უფუნქციო ყურზე კეთდება და ჩვეულებრივ სმენის აპარატს, რომელიც მეორე უკეთეს ყურზე კეთდება. ის გამოიყენება იმ პაციენტებისთვის, რომელსაც უკეთეს ყურშიც დაქვეითებული აქვს სმენა და საჭიროებს სმენის ტექნოლოგიებს.

რატომ ვიფიქროთ CROS ან BiCROS ტექნოლოგიებზე?

CROS სისტემა რეკომენდირებულია პაციენტისთვის, რომელსაც მხოლოდ ცალ ყულში აქვს ძალიან დაქვეითებული სმენა (სმენის აპარატი აღარ იძლევა ამ ყურში შედეგს) ან საერთოდ არ აქვს სმენა, ხოლო მეორე ყურში სმენა ნორმაშია ან უმნიშვნელო დაქვეითება აქვს მაღალ სიხშირეებზე.

BiCROS სისტემა კი მათთვისაა, რომელთაც ორმხრივად არათანაბრად აქვთ დაქვეითებული სმენა. უკეთეს ყურში სმენის აპარატი ასრულებს ჩვეულებრივად თავის ფუნქციას, ხოლო უკაბელო კავშირით უფუნქციო ყურიდან იღებს დამატებით ხმებს.

რა უპირატესობა აქვს მუზის CROS და BiCROS სმენის ტექნოლოგიებს?

  • მეტყველება უფრო სუფთად და გარკვევით ისმის რთულ სასმენ სიტუაციებში
  • ხმაურში მეტყველების გარჩევადობა უკეთესია
  • ამუშავებს ქარის, ხმაურის და სტვენის ხმებს, რომ ხელი არ შეუშალოს მეტყველების სისუფთავეს
  • უკაბელო კავშირი Surflink აქსესუარებთან
  • სმენის ტექნოლოგიებში ჩატვირთულია ტინიტუსის მართვის პროგრამა
  • ერთდროულად მუშავდება მრავალი ხმა, რომ მოსმენა სასიამოვნო იყოს
  • ტელეფონში საუბარი ისმის სუფთად

დაუკავშირდით სმენის ცენტრს ცხელ ხაზზე: 599 99 71 05 და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია CROS და BiCROS სმენის ტექნოლოგიებზე.

სმენის ცენტრში უფასო ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

ვიზიტის ფარგლებში:

  • დადგინდება სმენის ზუსტი დონე
  • სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტი დეტალურად აგიხსნით თქვენი სმენის მდგომარეობას
  • ორივე ყურზე მოხდება სმენის ტექნოლოგიების მორგება, CROS ან BiCROS ტექნოლოგიები პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე
  • დადგინდება, გამოიღო თუ არა ტექნოლოგიებმა შედეგი და გააუმჯობესა თუ არა პაციენტის მდგომარეობა.

სმენის ცენტრი, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

სმენის ცენტრი, ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

ტელ: 599 99 71 05; 598 25 81 56

წყარო:

  • Wiliams, V. A., McArdle, R. A., & Chisolm, T.H. (2012). Subjective and objective outcomes from new BiCROS technology in a veteran sample. Journal of the American Academy of Audiology, 23(10), 789-806.
  • Crukley, J. & Goyette, A. (2016). Basic and advanced considerations in CROS and BiCROS fitting: streaming control and counseling. Innovations, 6 (1).

2 comments

  1. ira's avatar

    ეს სმენის აპარატები თუ ეფექტურია მეოთხე ხარისხის უმძიმესი ფორმის დროს , სმენა ორივე ყურში დაქვეითებულია

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო ირმა, სმენის ცენტრში არის უახლესი ტექნოლოგიები ყველაზე მძიმე დაქვეითებისთვისაც კი. შედეგი აუცილებლად უნდა ნახოთ ადგილზე, რისთვისაც შეგიძლიათ ისარგებლთ უფასო ვიზიტის აქციით. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599997105

      Like

Leave a reply to ira კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.