სმენის ტექნოლოგიებმა შეიძლება გატკინოთ ყური?

ახალი წყვილი ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ, თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ის უხეშია ან გიჭერთ. როგორც წესი, გარკვეული პერიოდია საჭირო ფეხსაცმლის “მოსათელად”.  იგივე შეიძლება ითქვას თქვენს ახალ სმენის ტექნოლოგიებზე. სინამდვილეში, როგორც ახალ წყვილ ფეხსაცმელზე, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ერთი კვირა ან მეტი, რომ შეეგუოთ სმენის ტექნოლოგიებს.

როგორც კი მიიღებთ თქვენს სმენის ტექნოლოგიებს, თქვენს თავს უნდა მისცეთ გარკვეული დრო, რომ შეეგუოთ არა მხოლოდ ხმებს, არამედ აპარატის შეგრძნებასაც ყურში. ყოველდღიური შესვენება საშუალებას გაძლევთ, რომ შეეგუოთ უცხო სხეულის შეგრძნებას ყურებში. სმენის ტექნოლოგიები მჭიდროდ უნდა იყოს მოთავსებული ყურებში, მაგრამ ეს არასდროს არ უნდა იყოს მტკივნეული. თქვენი სმენის ტექნოლოგიები იმდენად კომფორტულად იქნება მორგებული ერთი კვირის შემდეგ, რომ თქვენ ვერც კი იგრძნობთ მათ ყურებში – მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისევ შეძლებთ მოსმენას.

იშვიათია შემთხვევა, როდესაც ყურებისთვის გამაღიზიანებელია სმენის ტექნოლოგიები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მიზეზის გამოვლენა და გამოსწორება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მოცემულია ქვემოთ:

  1. სწორად არის თუ არა ჩასმული სმენის ტექნოლოგიები.

სანამ თქვენს სმენის სპეციალისტს დაემშვიდობებით, მნიშვნელოვანია, რამოდენიმეჯერ სცადოთ სმენის ტექნოლოგიების ამოღება და ჩასმა, რომ დარწმუნდეთ, რამდენად სწორად აკეთებთ ამას. კონკრეტული მეთოდი, თუ როგორ უნდა მოვირგოთ სმენის ტექნოლოგიები, დამოკიდებულია თქვენი აპარატის მოდელსა და სტილზე. თქვენი სმენის სპეციალისტი დაგეხმარებათ როგორც მის მორგებაში, ასევე გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვასა თუ მორგების მეთოდზე. გაითვალისწინეთ, რომ სმენის ტექნოლოგიების არასწორმა ჩასმამ, შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას თქვენს ყურს. მაგალითად, თუ თქვენ მხოლოდ ნაწილობრივ ჩაიდებთ სმენის ტექნოლოგიებს, რომ ის მჭიდროდ არ იჯდეს ყურში, შესაძლოა, აპარატმა შეგაწუხოთ.

  1. არის თუ არა ცუდად მორგებული სმენის ტექნოლოგიები ამის მიზეზი?

ხანდახან სმენის ტექნოლოგიები კარგადაა მორგებული სმენის ცენტრში ყოფნის დროს, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ ამჩნევთ, რომ ყურის კონკრეტულ ნაწილში გაწვებათ და კანს გიხეხავთ აპარატი. ასეთ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ სმენის სპეციალისტს. ეს პრობლემა შესაძლოა ძალიან ადვილად მოგვარდეს ტექნოლოგიის ფორმის მცირე შესწორებით. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა აუცილებელი გახდეს ყურის ფორმების ხელახალი აღება და  მწარმოებელთან გაგზავნა ახალი აპარატის ხელახლა დასამზადებლად. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, ისიც გარკვეულ მოდელებში და ჩანართებში.

  1. დისკომფორტს ალერგია ხომ არ იწვევს?

იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვები, როდესაც პაციენტს ალერგიული რეაქცია აქვს ჩანართის გარკვეულ მასალაზე. აუცილებლად ესაუბრეთ სმენის სპეციალისტს იმ მასალის შესახებ, რომელიც გამოყენებულია თქვენს სმენის ტექნოლოგიებში, თუკი თქვენ ალერგია გაწუხებთ.

მნიშვნელოვანია, ესაუბროთ სმენის სპეციალისტს ნებისმიერ ტკივილსა თუ დისკომფორტზე, რომელსაც ახალი სმენის ტექნოლოგიების ტარებისას იგრძნობთ. როგორც  ყველაფერ ახალს, სმენის ტექნოლოგიებსაც აქვს მიჩვევის ფაზა, მაგრამ ეს ფაზა არასდროს არ უნდა იყოს მტკივნეული.

თქვენი სმენის ტექნოლოგიები არაჩვეულებრივი ინვესტიციაა როგორც თქვენი სმენისთვის, ასევე თქვენი ჯანმრთელობისა და სოციალური ყოფისათვის. პრაქტიკით, მოთმინებითა და ხელის შეწყობით თქვენ სმენასაც გაიუმჯობესებთ და ცხოვრებასაც.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 21 მარტი, 2018

 

 

 

 

 

2 comments

  1. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    Smenis aparatis fasebs daaxloebit xom ver metyvit?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599997105

      Like

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.