რას ნიშნავს ბლუთუს სმენის ტექნოლოგიები?

როგორ მიხარია, რომ ეს შეკითხვა გაგიჩნდათ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში ავხსნათ, თუ რა არის ბლუთუსი. მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ რა არის ბლუთუს ტექნოლოგიები, რომ უკეთ გავიგოთ, რა როლს ასრულებს ბლუთუსი სმენის ტექნოლოგიებში.

რა არის ბლუთუსი?

ბლუთუსი არის „გლობალური უკაბელო სტანდარტი მარტივი და დაცული კავშირგაბმულობისათვის“. ის არის საშუალება, დააკავშიროს ერთი ელექტრონული მოწყობილობა მეორე მოწყობილობასთან. ის აგზავნის მოკლე რადიო ტალღებს სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან, რომელიც დაპროგრამებულია მის ამოცნობაზე. თქვენ შესაძლოა იცნობდეთ ამ ტექნოლოგიებს: უკაბელო ყურსასმენების, ლეპტოპების და პორტატული დინამიკების სახით.

რა არის ბლუთუს სმენის ტექნოლოგია?

ბლუთუს სმენის ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც მიმართულია იმ რადიო სიგნალების ამოცნობაზე, რომელიც იგზავნება სხვა ელექტრონული მოწყობილობისაგან მათ შორის უკაბელო კავშირის დასამყარებლად. მაგალითად, Starkey-ს პოპულარული სმენის ტექნოლოგიები: Halo, Halo 2 და Halo iQ იყენებს ბლუთუსის მცირე ენერგიას, (როგორც ბლუთუსების უმრავლესობა) რათა უკაბელოდ დაუკავშირდეს  Apple iPhone®-სა და  iPod®-ს.

რა დადებითი მხარე აქვს ბლუთუს სმენის ტექნოლოგიებს?

Starkey-ს Halo სმენის ტექნოლოგიის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია  iPhone-თან დაკავშირება (მობილური ზარები, მუსიკა, პოდკასტი, ვიდეო). აუდიო სიგნალი ისე გაიგზავნება პირდაპირ მომხმარებლის ყურში, თითქოს მათ შორის დისტანცია არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ სიგნალი, რომელიც იგზავნება მომხმარებლის ყურში, არის მკაფიო და სუფთა, ყოველგვარი გარე ხმაურის გარეშე.

მაგალითად, როდესაც რეკავს მომხმარებლის iPhone, რომელიც დაკავშირებულია ბლუთუს სმენის ტექნოლოგიასთან, მოსაუბრის ხმა ისმის პირდაპირ მომხმარებლის სმენის ტექნოლოგიებში. აღარ იქნება საჭირო მობილურის ყურთან ახლოს მიტანა; აღარ დაგჭირდებათ იმ ოპტიმალური წერტილის მოძებნა, სადაც უკეთესად გაიგონებთ; აღარ მოგიწევთ ზარის გამოტოვება იმის გამო, რომ მომხმარებელმა iPhone-ის ზარი ვერ გაიგონა.

ჰკითხეთ სმენის სპეციალისტს Starkey-ს დაბალი ენერგიის მოხმარების ბლუთუს სმენის ტექნოლოგიის – Halo-ს შესახებ.

ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ბლუთუს სმენის ტექნოლოგიებს, მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. არის კიდევ უამრავი სხვა ფუნქცია Trulink აპლიკაციაში.

იმისთვის რომ ნახოთ, რა უპირატესობა აქვს ბლუთუს ტექნოლოგიებს, სთხოვეთ  სმენის ცენტრის სპეციალისტს, მოგარგოთ Starkey-ს სმენის ტექნოლოგია – Halo.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 18 ოქტომბერი, 2017

 

7 comments

  1. რამაზ's avatar

    მაქვს შუილი წივილი ორივე ყურში სმენა დაბალი.დაახლოებით 10 წელია..

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ბატონო რამაზ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სმენის ცენტრში უფასო ვიზიტის აქციით, დარეკეთ წინასწარ და ჩაეწერეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

  2. უცნობი's avatar

    დაახლოებით რა ღირს ეს აპარატი და ერთ დღეში თუ არის შესაზლებელი მისი მიღება

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

  3. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    pasebi zalian zvirad girebulia rac pensionerebistvis miuwdomelia ramden xans szlebs es aparatebi me ori mkonda sxvadasxvanairi da eri welic ar meyo

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      რაც ხარისხიანი, გამძლე და კომფორტულია, ის, ბუნებრივია ღირებულია

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.