სმენის დაქვეითების 7 ძირითადი სიმპტომი

7 sypmtopms

ბევრი ფიზიკური მდგომარეობისა და დარღვევის სიმპტომი ნათელია. ყელის ტკივილი და ცხვირიდან სისველე გაწუხებთ? თქვენ მიხვდებით, რომ გაცივდით. გაზეთში ან ტელეფონში სიტყვების ამოკითხვა გიჭირთ? წახვალთ და მხედველობას შეიმოწმებთ. თითი ქანაობს და უცნაურადაა მოხრილი? გილოცავთ, თქვენ ის მოიტეხეთ.

სმენის დაქვეითება მესამე ყველაზე გავრცელებული ფიზიკური მდგომარეობაა მსოფლიოში, რომელიც ნათლად არაა გამოვლენილი. უმეტესად იმის გამო, რომ ის თანდათანობით ვლინდება. სმენის დაქვეითება ნელნელა უარესდება და წლები სჭირდება, რომ მის მოგვარებაზე ვიფიქროთ. ასევე სმენის დაკარგვა მტკივნეული არაა, გამონაყარს არ იწვევს ან გარეგნულ ზიანს არ გვაყენებს.

როგორ ფიქრობთ, თუკი სმენის დაქვეითება გვაქვს, ხომ არ გავიაროთ მოკლე ტესტი? ჩვენ შევადგინეთ შვიდი სიმპტომი, რომელიც ძირითადად ახასიათებს სმენადაქვეითებულ ადამიანებს.

  1. თქვენ ხშირად ამეორებინებთ მოსაუბრეს. თუ თქვენ უნდა უყუროთ მოსაუბრეს საუბრის დროს (ანუ ტუჩების მოძრაობით კითხულობთ), თქვენ შესაძლოა სმენის პრობლემა გაქვთ.
  2.  თქვენ სხვებზე ხმამაღლა უსმენთ ტელევიზორს. როდესაც შეუძლებელია საუბარი, რადგანაც ტელევიზორი ხმამაღალზეა აწეული, დროა, შეიმოწმოთ სმენა.
  3.  ხმაურიან ადგილებში საუბრის გარჩევა გიჭირთ. ეს არის ერთერთი პირველი პრობლემა, რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანი აწყდება. მსმენელს უჭირს ყურადღების გამახვილება მოსაუბრის ნათქვამზე ისეთ ხმაურიან ადგილებში, როგორიც რესტორანია.
  4.  ქალისა და ბავშვების ხმების გარჩევა გიჭირთ. მაღალ სიხშირეებზე სმენის დაქვეითება ძალიან გავრცელებულია. ასე რომ შესაძლოა, ყურისთვის რთული გახდეს მაღალ სიხშირეებზე განთავსებული ბგერების აღქმა.
  5.  თქვენ გგონიათ, რომ სხვები ლუღლუღებენ. თუ თქვენ გყავთ 16 წლის შვილი, როგორც მე, დამეთანხმებით, რომ ისინი ლუღლუღებენ. შეიძლება მთლად მასეც არ იყოს.
  6.  თქვენ თავს არიდებთ ისეთ სოციალურ სიტუაციებს, რომლებიც ადრე სასიამოვნო იყო თქვენთვის. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ  მოსმენა, საუბარში ჩართვას ვერ ახერხებენ, ან ვისაც ცუდი გამოცდილება აქვს, ხშირად უარს ამბობს დაპატიჟებაზე და სახლში დარჩენას ამჯობინებს. ასე არ უნდა ხდებოდეს.
  7.  სხვები გეუბნებიან რომ სმენა გაქვთ დაქვეითებული. თუ ერთზე მეტი მეგობარი ან ოჯახის წევრი გისვამთ კითხვებს სმენის შესახებ, სერიოზულად თუ ხუმრობით, დაფიქრდით, იქნებ ისინი რაიმეს მიგანიშნებენ.

 

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სმენა გაქვთ დაქვეითებული, გამოიკვლიეთ, რომ დარწმუნდეთ.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 8 მაისი, 2018

2 comments

  1. რამაზ's avatar

    მაქვს წივილი. შუილები.სმენა დაქვეითებული

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ბატონო რამაზ, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით. დარეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.