რატომ არ უქმნის საფრთხეს ყურის გოგირდი ჩვენს სმენის ტექნოლოგიებს?

სმენის ტექნოლოგიებს მუდმივად უქმნის საფრთხეს ტენიანობა, გოგირდი და სხვა უცხო სხეული. როგორც ნებისმიერი სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, ასევე სმენის ტექნოლოგიაც ამ რთული პირობების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა დაზიანდეს და საბოლოოდ შეწყვიტოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

სწორედ ამიტომ, დღესდღეობით სმენის ტექნოლოგიების უმრავლესობა აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც ბლოკავს ან თავიდან იცილებს ტენიანობის უარყოფით ეფექტს. ამ ტექნოლოგიას ”ნანო საფარი” ეწოდება.

ჩვენი ნანო საფარი ბუნებისგან არის მოდელირებული.

Starkey-ს სმენის ტექნოლოგიებზე შეუმჩნევლად არის დატანებული ნანო გარსი, რომელსაც – ზედაპირულ ნანო ფარს უწოდებენ. ის წარმოებულია ლოტუსის მცენარისგან, რომელიც წყლის წვეთების საშუალებით იცავს ფოთლებს ჭუჭყისაგან. ზედაპირული ნანო ფარი იცავს ტექნოლოგიას: ტენიანობის, ოფლიანობის, გოგირდის, ცხიმის და სხვა სითხეების ზემოქმედებისაგან; იცავს სმენის ტექნოლოგიებს უცხო სხეულების მიკვრისა თუ მასში მოხვედრისაგან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მიუხედავად იმისა, რომ ეს სასაუბროდ დიდად პოპულარული თემა არაა, თქვენს ყურებში ხშირად ხვდება ისეთი სითხეები როგორიცაა- გოგირდი, ოფლი, ჭუჭყი და წყალი ამინდის შესაბამისად. სმენის ტექნოლოგიებისათვის ნანო საფარის ქონა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

რათქმაუნდა, სითხესთან პირდაპირი კონტაქტი არასოდეს არ არის რეკომენდირებული სმენის ტექნოლოგიებისათვის. არ იბანაოთ ან იცურაოთ ჩვენი სმენის ტექნოლოგიებით. თუმცა ზოგჯერ გარდაუვალია, თავი აარიდოთ სითხეს. ზაფხულის თვეებმა ან სპორტდარბაზში გატარებულმა დრომ შესაძლოა სხეულის ოფლიანობა გამოიწვიოს. ზედაპირული ნანოსაფარი არის როგორც ჰიდროფობიური (წყალგამძლე) ასევე ოლეოფობიური (ცხიმგამძლე), რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს თქვენს სმენის ტექნოლოგიებს მასში წყლის, ოფლის ან გოგირდის მოხვედრისაგან.

დეტალური შემოწმება უკეთესი გამძლეობისათვის

Starkey – ში ზედაპირულ ნანოსაფარს უტარდება „მარილიანი ნისლის“ ტესტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამომხმარებლო ელექტრონულ ინდუსტრიაში.  ნანოსაფარიან სმენის ტექნოლოგიებს ათავსებენ მარილიანი ნისლის პირობებში 48 საათის განმავლობაში, 35°C-ზე, რომ შეამოწმონ მისი გამძლეობა ტენიან და ოფლიან გარემოში. ამას მოჰყვება 48 საათიანი გამოშრობის პერიოდი. ზედაპირული ნანოსაფარი თანმიმდევრულად უძლებს ამ მკაცრ გამოცდებს, რითაც იძლევა სრული დაცვისა და გამძლეობის გარანტიას.

 „Hear Clear გოგირდისგან დამცავი სისტემა

ზედაპირული ნანოსაფარის გარდა Starkey-ს სმენის ტექნოლოგიები გამოირჩევა ყურის გოგირდისაგან ინოვაციური დამცავი სისტემით ე. წ. Hear Clear. ის იყენებს ერთჯერად ფილტრს, რათა ხელი შეუშალოს სმენის ტექნოლოგიაში გოგირდის მოხვედრას.

მიუხედავად იმისა, რომ სწორი გამოყენება და გაწმენდა მნიშვნელოვანია თქვენი სმენის ტექნოლოგიის ხანგრძლივი მუშაობისათვის, თქვენ შეგიძლიათ იყოთ თავდაჯერებული, რომ  Starkey – ს ყველა სმენის ტექნოლოგია აღჭურვილია დაცვის საშუალებებით, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ  ყოველ დღე,  მთელი დღის განმავლობაში უკეთესად გაიგონოთ.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 11 აპრილი, 2018

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.