
კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ – „რატომ არის ციფრული სმენის ტექნოლოგიები ასე განსაკუთრებული?“ ღმერთო, საიდან დავიწყო?
ყველა სმენის აპარატი შედგება ოთხი ნაწილის ან კომპონენტისაგან: მიკროფონი, გამაძლიერებელი, მიმღები და ელემენტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „ციფრულზე“, იგულისხმება გამაძლიერებელი. გამაძლიერებელი არის ის, რაც ხმას უწევს ზემოთ. წინა ტექნოლოგიებს, რომელიც მოიხსენება როგორც „ანალოგი“, შეუძლია გამაძლიერებლის მსგავსად ხმის ზემოთ აწევა.
ციფრულ სმენის ტექნოლოგიებში გამაძლიერებელი ძირითადად არის პატარა კომპიუტერი. ნამდვილად მძლავრი და პატარა კომპიუტერი. ამ პატარა კომპიუტერს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ხმების გაძლიერება. თავის მხივ ეს პატარა სმენის ტექნოლოგია ძალიან ბევრ ფუნქციას ითავსებს. ამ ფუნქციების უმრავლესობა შესაძლოა დამაბნეველი იყოს, ამიტომ ნება მომეცით, აგიხსნათ თითოეული მათგანი.
სტვენის გაუქმება: ბევრი ადამიანისთვის კარგადაა ნაცნობი ისეთი სმენის აპარატები, რომლებიც თვითნებურად სტვენენ. ანალოგ სმენის აპარატებში მხოლოდ იმის კონტროლი შეუძლიათ, რომ დაახშონ ყური ან მაღალი სიხშირის სამეტყველო ბგერები დაიწიონ. ციფრული სმენის ტექოლოგიებით შესაძლებელია სტვენის მოხსნა ისე, რომ მაღალი სიხშირის სამეტყველო ბგერებიც გაიგონოთ.
დირექციული მიკროფონები: ისინი სმენის ტექნოლოგიების ის კომპონენტებია, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს იმ ხმებზე, რომლის მოსმენაც გვინდა და სხვა გარშემო მყოფ ხმებს ამცირებს. ანალოგ სმენის აპარატებში ამ ფუნქციის ჩასართავად ღილაკს უნდა დააჭიროთ ხელი. ციფრულ სმენის ტექნოლოგიებს შეუძლიათ გარემოს აღქმა და ამ მიკროფონების ავტომატურად ჩართვა. ზოგ შემთხვევაში, ციფრულ ტექნოლოგიას და მიკროფონებს შეუძლიათ გაჩვენონ მიმართულება, თუ საიდან მოდის ხმა.
მუსიკის პროგრამა: მეტყველება ძალიან განსხვავდება მუსიკისაგან. ანალოგი და ზოგი ადრეული თაობის ციფრული აპარატები ყველა ხმას ერთნაირად აღიქვამს. ახალ ციფრულ სმენის ტექნოლოგიებს, როგორიცაა ჩვენი Muse სმენის ტექნოლოგიები – შეუძლია მეტყველებისა და მუსიკის განსხვავება და მუსიკის განსხვავებულად წარმოჩენა. ნამდვილი მუსიკათმცოდნეთათვის შესაძლებელია მუსიკის პროგრამის ჩატვირთვა ციფრულ სმენის ტექნოლოგიებში.
ხმაურის მართვა: ეს არის ფართო კატეგორია, რომელიც მიზნად ისახავს მრავალფეროვან გარემოში ადამიანებისთვის კომფორტული სასმენი გარემოს შექმნას. ხმაურის მართვა ძირითადად საჭიროა დატვირთულ გარემოში, სადაც გვინდა, გავიგოთ და ავყვეთ საუბარს. სხვა ტიპის ხმაურს, რომელიც ადვილად სამართავია – დაბალი ხმები ეწოდება, გამაღიზიანებელი ხმები როგორიცაა – მაცივრის ან კომპიუტერის ხმა.
ანალოგი სმენის აპარატები ასეთ შემთხვევაში შეზღუდულია. ანალოგი აპარატები ყველა ხმას თითქმის ერთნაირად აღიქვამს. დაბალი, საშუალო და მაღალი ბგერები – ყველა ძლიერდება. ამიტომაც ბევრ ადამიანს წარმოუდგენია, რომ სმენის ტექნოლოგიები ყველაფერს, ხმაურსაც კი უმატებს ხმას.
ეს ყველაფერი ციფრულმა სმენის ტექნოლოგიებმა შეცვალა. ციფრული ტექნოლოგია გთავაზობთ უფრო მეტ კონტროლსა და მომხმარებელზე მორგებულ სისტემას ვიდრე ოდესმე ყოფილა. მან იცის, რას ნიშნავს ხმა (მადლობა პატარა, მძლავრო კომპიუტერო!). თქვენს სმენის ტექნოლოგიას შეუძლია განსხვავებული ხმები განსხვავებულად აღიქვას. ხმადაბალ გარემოში ბგერები შესაძლოა მცირედით ან საერთოდ არ გაძლიერდეს; ხმაურიან გარემოში შესაძლოა ბგერების დაწევა. საუბრის მიმდინარეობისას, ციფრულ სმენის ტექნოლოგიებს შეუძლიათ ადვილი გახადონ საუბარზე კონცენტრირება.
დაკავშირება: ეს არის სიტყვა, რომელიც ხშირად გვესმის ამ ბოლო დროს. ეს არის სმენის ტექნოლოგიის უნარი, დაუკავშირდეს სხვა მოწყობილობებს. ანალოგ აპარატებს მხოლოდ გარკვეული გზებით შეეძლოთ ზოგიერთ მოწყობილობასთან დაკავშირება. ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო კაბელით დაკავშირება, რომელიც შეერთებული იყო სმენის აპარატსა და მოწყობილობის ყურსასმენზე. ციფრულ სმენის ტექნოლოგიებს შეუძლიათ უკაბელოდ დაუკავშირდნენ ბევრ მოწყობილობას. ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მობილური კავშირი. თქვენ შეგიძლიათ მობილურის ზარი პირდაპირ სმენის ტექნოლოგიით გაიგონოთ. შესაძლებლობა მოუსმინოთ ტელევიზორს, მუსიკას და სხვა მედიას პირდაპირ თქვენი სმენის ტექნოლოგიით, დაკავშირების კიდევ სხვა უპირატესობაა.

აუცილებლად უნდა მოსინჯოთ
ციფრული ტექნოლოგიები არ არის თქვენი ბაბუის სმენის აპარატები. თუ თქვენ ინფორმაციას მათგან იღებთ, ვისაც ძველი აპარატი აქვს, უნდა იცოდეთ, რომ ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ციფრულ სმენის ტექნოლოგიებს საოცარი ჟღერადობა აქვთ და შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს თქვენთვის მანამ, სანამ თქვენ რაიმეს მოიმოქმედებთ.
თუ გინდათ, მოსინჯოთ სმენის ტექნოლოგიები, ისარგებლეთ სმენის ცენტრში უფასო ვიზიტით, დარეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი Starkey Georgia სმენის ცენტრში: 599 99 71 05
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 39
წყარო: Starkey ბლოგი, მერი ლეისი, 22 მაისი, 2018
მოგესალმებით. მაინტერესებს სავარაუდო ფასი.
ქალბატონო აზა, ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
ფასი გვაინტერესებს
სმენის ტექნოლოგიები სხვადასხვაა პიროვნების სმენის დონისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
Raa fasebiiak aparatebs
სმენის ტექნოლოგიები სხვადასხვაა პიროვნების სმენის დონისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
veteranebs chagavatebi akvt?
კონკრეტული შეღავათი ვეტერანებს არ აქვთ, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების მოქნილი სქემით