დაბნეულობა და სმენის დაქვეითება: არის მათ შორის კავშირი?

სმენის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა მსოფლიოში. გამოკითხულთა ორ მესამედს 70 წლის შემდეგ, ერთ მესამედს კი 60 წლამდე აღენიშნება სმენის დაქვეითება. უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ხანდაზმულებს სმენის დაქვეითებასთან ერთად შემეცნებითი უნარიც უქვეითდებათ. ჯონ ჰოპკინსის კვლევის თანახმად, შემეცნებითი უნარის დაქვეითება ასაკოვან ხალხში 30-40 პროცენტით მეტია.

სმენა მიიღწევა ყურსა და ტვინს შორის თანამშრომლობით

როდესაც ვინმეს საუბარს ისმენთ, თქვენი ტვინი ამუშავებს შემომავალ ხმებს, რის შედეგადაც თქვენ აღიქვამთ მას. ჩვეულებრივ, თქვენს ტვინს შეუძლია მრავალფეროვან რეჟიმში მუშაობა და რამოდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. მეცნიერებმა ამას შემეცნებითი დატვირთვა უწოდეს. მაგრამ, როდესაც სმენა დაქვეითებულია, შემომავალი ხმები არ არის სუფთა და ტვინს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა მათ დასამუშავებლად, რაც იწვევს შემეცნებით დატვირთვას და მოსმენისაგან გადაღლას.

როდესაც სმენის დაქვეითება ნეიროსენსორულია ან ნერვული ტიპის (ყველაზე გავრცელებული ტიპი), აუდიტორული ნერვი ან შიდა ყური, რომელიც პასუხისმგებელია შემომავალი ხმების ტვინისათვის მიწოდებაზე, დაზიანებულია და შემომავალი ხმებიც დამახინჯებულია. ამიტომაც ბევრი სმენადაქვეითებული ადამიანი ამბობს, რომ ხმა ესმით, მაგრამ საუბრის გარჩევა უჭირთ.

როდესაც თქვენი ტვინი მეტ რესურსს მოითხოვს შემომავალი ხმების გასაშიფრად, ტვინის სხვა ფუნქციებისთვის ნაკლები რესურსი რჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც სმენის დაქვეითება გაწუხებთ, თქვენი ტვინი იმდენადაა გადართული შემომავალი ხმების გაშიფვრაზე, რომ სხვა ფუნქციები, მაგ: მეხსიერება და აზროვნების უნარი ქვეითდება.

სმენის ტექნოლოგიებს შეუძლია პრობლემის მოგვარება

კარგი ამბავი არის ის, რომ სმენის ტექნოლოგიებს შეუძლია პრობლემის მოგვარება. სმენის ტექნოლოგიები ყველაზე მიზანშეწონილი და ეფექტური გამოსავალია ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების დროს. კომუნიკაციის გაუმჯობესების გარდა, სმენის ტექნოლოგიები გეხმარებათ: ფსიქიკური დაღლილობის, გაუცხოებისა და დეპრესიის გრძნობების შემცირებაში, მეხსიერების გაუმჯობესებაში, ყურადღების გამახვილებაში. თქვენ შეძლებთ მოსმენას დაძაბულობის გარეშე.

ლოდინი არ ღირს

სმენის სპეციალისტები აღიარებენ დროული მოგვარების მნიშვნელოვან სარგებელს. მას ხშირად მოიხსენებენ ფრაზით – „გამოიყენე ის ან უარი თქვი მასზე“. რაც უფრო დიდ ხანს დატოვებთ დაქვეითებულ სმენას უყურადღებოდ, მით უფრო გაუჭირდება თქვენს ტვინს შემომავალი ხმების აღქმა. ზოგადად, რაც უფრო მალე მოირგებთ სმენის ტექნოლოგიებს, მით უკეთესი გექნებათ შედეგიც.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის ქ. 307

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო:

Hearing loss may push decline in memory, thinking

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.