განსხვავდება ქალისა და მამაკაცის სმენა?

როგორც აუდიოლოგს, რომელიც უამრავ საათს ატარებს წყვილებთან კონსულტაციაში როგორც სმენის ტექნოლოგიის მორგებამდე ასევე მის შემდეგაც, უკვე სათვალავი ამერია, რამდენჯერ მიმტკიცებდნენ ცოლები, რომ მათ ქმრებს არ ესმით, მას შემდეგ რაც მათ სწორად აქვთ მორგებული აპარატები.

არის კი სიმართლე იმ მოსაზრებაში, რომ ქალს უკეთ ესმის ვიდრე კაცს? კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც მეუღლეებს შორის წლების განმავლობაში განიხილება, მეცნიერულმა კვლევამ უნდა შეძლოს.

ნაცრისფერი და თეთრი

კვლევები ამტკიცებენ, რომ კაცებს ქალებისგან განსხვავებულად ესმით. მაგრამ არის კი ეს განმასხვავებელი ნიშნები გამოკვეთილი ან ისე განსხვავებული, როგორც შავი და თეთრი? სინამდვილეში ის შეიძლება იყოს ნაცრისფერი და თეთრი. ჩვენი ტვინი შედგება როგორც ნაცრისფერი ასევე თეთრი ნაწილებისგან. ვარაუდობენ, რომ ნაცრისფერი ნაწილი წარმოადგენს ინფორმაციის გადამამუშავებელ ცენტრებს, მაშინ როცა თეთრი ნაწილი უკავშირდება ამ გადამამუშავებელი ცენტრების ქსელს.

კალიფორნიისა და მექსიკის უნივერსიტეტების ერთობლივმა კვლევამ აღმოაჩინა ტვინში თეთრსა და ნაცრისფერ ნაწილებს შორის რაოდენობის კუთხით გენდერული განსხვავება. გამოკვლეულთაგან მამაკაცებს ექვსჯერ უფრო მეტი ნაცრისფერი ნაწილი აღმოაჩნდათ, ვიდრე ქალებს, მაშინ როცა ქალებს ათჯერ მეტი თეთრი ნაწილი ვიდრე მამაკაცებს.

სქესებს შორის უთანასწორობა დადგინდა განსხვავებული ინტელექტის მეშვეობით. ნაცრისფერი ნაწილის სიჭარბე ეხმარება მამაკაცებს დავალებების ამოხსნაში, როცა თეთრი ნაწილის სიმრავლე ეხმარება ქალებს ინტეგრირებისა და ასიმილაციის გაუმჯობესებაში, რომელიც ეხმარება მათ მეტყველების საკითხებში.

ტვინში განსხვავებული ცენტრების ფუნქციონირების მიუხედავად ორივე სქესს თანაბარი შემეცნებითი უნარი გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვისმენთ და ვითვისებთ ინფორმაციას განსხვავებულად, მაგრამ ეს განსხვავება არ მოქმედებს ჩვენს შემეცნებისა და მოსმენის უნარზე. განსხვავება იმაში, თუ როგორ ვისმენთ, ზოგადად მოსმენის უნარზე არ ახდენს გავლენას.

მეტყველების დამუშავება

ქალისა და მამაკაცის ყურის ანატომიური აგებულება ერთნაირია. თუმცა ინდიანას სამედიცინო უნივერსიტეტის დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ კაცებს ქალებისგან განსხვავებულად ესმით. რეალურად ქალი ტვინის ორივე ნაწილს მოიხმარს, მაშინ როცა კაცი მხოლოდ ერთ ნაწილს ტვირთავს მოსმენისას.

„ჩვენი კვლევის თანახმად მეტყველების დამუშავება ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ აღქმა განსხვავებულია.“ – ხსნის ინდიანას სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ჯოზეფ თ. ლურითო.

კვლევის დროს ორივე სქესის წარმომადგენელი ერთსა და იმავეს ისმენდა. მკვლევარებმა ქალის ტვინში აქტიურობა ორივე მხარეს შენიშნეს, მამაკაცებში ძირითადი დატვირთვა ტვინის მარცხენა მხარეს მოდიოდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია სმენასა და მეტყველებაზე. საინტერესოა ისიც, რომ მარჯვენა ნახევარსფერო ამუშავებს იმ ფუნქციებს, რომლებიც სმენას არ ეხება.

შეიძლება კვლევებით დადგინდეს, როგორ მეტყველებენ ქალები და მამაკაცები?

მეტი კვლევაა საჭირო კომუნიკაციის ტიპებს შორის განსხვავების დასადგენად. თუმცა ბევრი დამეთანხმება, რომ ქალსა და მამაკაცს განსხვავებული სმენისა და კომუნიკაციის სტილი აქვთ. სმენის დროს მამაკაცები ყურადღებას იმ ინფორმაციაზე ამახვილებენ, რომელიც ამოცანის წარმატებით ამოხსნაში ან პრობლემის გადაჭრაში ეხმარებათ. ქალები პირიქით, საუბრის ემოციურ ნაწილში მეტად არიან ჩართულნი. არის თუ არა გენდერული სხვაობა კომუნიკაციის ტიპებში, კვლავ გაურკვეველი რჩება.

წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი იქნებოდა ზემოთ თქმული რომ დამტკიცებულიყო, დაადანაშაულებდით თქვენი ტვინის ნაცრისფერ ან თეთრ ნაწილს და არა თქვენის მეორე ნახევარს. თუ თქვენ გაგაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ თქვენი ქმარი მეტ ყურადღებას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას უთმობს და არა ემოციურ ნაწილს, შეგიძლიათ ეს ყველაფერი მისი ტვინის გაზრდილ ნაცრისფერ ნაწილს ან მარცხენა ნახევარსფეროს დააბრალოთ. და, ქმრებო, თუ თქვენ მოთმინებას კარგავთ იმით, რომ თქვენი მეუღლე გაუთავებლად საუბრობს თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებზე, შეძლებთ მის მაგივრად დაადანაშაულოთ მისი ტვინის თეთრი ნაწილი ან ორივე ნახევარსფერო.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

 

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.