
ამ შეკითხვის სხვადასხვა ვერსიები ხშირად მომისმენია. ოჯახის წევრი გარდაიცვალა და სხვას სურს მისი სმენის ტექნოლოგიების გამოყენება, ან მეგობარი უკეთეს სმენის ტექნოლოგიას ყიდულობს და ამჟამინდელს თქვენ გთავაზობთ. კარგი იდეა ჩანს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მოდით, ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებულ რამოდენიმე საკითხზე.
სმენის ტექნოლოგია სამედიცინო მოწყობილობაა
სმენის ტექნოლოგია სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიცრეგულირდება FDA-ს მიერ ამერიკაში. FDA მოითხოვს სმენის ტექნოლოგიების მწარმოებლისგან, აღრიცხოს, თუ რომელმა სმენის სპეციალისტმა რომელი სმენის ტექნოლოგია გაყიდა, ვისზე იქნა მოწყობილობა მორგებული, ყველა სმენის ტექნოლოგიის გარანტია და შეკეთების ისტორია. ეს ინფორმაცია საჭიროა ნებისმიერი საკითხის მართვისთვის. თუ სმენის ტექნოლოგია სხვას გადაეცემა, რეგისტრაცია და გარანტია დაიკარგება.
სმენის დაქვეითება პერსონალურია
ყველა ადამიანის სმენა უნიკალურია. სმენის ტექნოლოგიების დახმარებით სმენის გაუმჯობესება შესაძლებელია განსხვავებული გზებით: ტექნოლოგიის ფიზიკური მორგებითა და მომხმარებლის რეალური საჭიროებებით.
ზოგიერთი სმენის ტექნოლოგია შექმნილია/ჩამოსხმულია თითოეული პაციენტის ყურისთვის. სტანდარტული სმენის ტექნოლოგიებსაც კი შესაძლოა ყურის ფორმაზე მორგებული ჩანართი ჰქონდეთ. ერთი მომხმარებლის ყურის ფორმაზე მორგებული სმენის ტექნოლოგია სხვის ყურში ვერ იქნება სწორად და კომფორტულად მორგებული. ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება ვერც გადააკეთოს მოწყობილობა სხვა მომხმარებლისთვის, რადგანაც ის სამედიცინო მოწყობილობაა. თუ მოწყობილობის გადაკეთება შესაძლებელი გახდა, ის დიდ თანხასთან იქნება დაკავშირებული.
რაც შეეხება თქვენს სმენას, ალბათობა იმისა, რომ თქვენთვის საჭირო სმენა წინა მფლობელის მსგავსი იქნება, ძალიან მცირეა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მოწყობილობამ ვერ გაგიუმჯობესოთ სმენა. სმენის სპეციალისტები არგებენ და აპროგრამებენ სმენის ტექნოლოგიებს თითოეული ადამიანის პერსონალური საჭიროებების მიხედვით მათ აუდიოგრამაზე და სხვა კვლევებზე დაყრდნობით. მაგალითად, სმენის ტექნოლოგია აძლიერებს ხმას, ძალიან დიდ ზრდას შეუძლია ხმები ისეთი მაღალი გახადოს, რომ თქვენი არსებული სმენა დააზიანოს.

კონსულტაციები და მომსახურება წარმატების გასაღებია
თუ თქვენ მოახერხეთ და მოირგეთ ყურში სხვისი აპარატი, მაინც გჭირდებათ სმენის სპეციალისტი მის დასაპროგრამებლად და დახმარების გასაწევად. აუცილებლად უნდა დადგინდეს თქვენი ზუსტი სმენა, რის შემდეგაც თქვენი სმენის სპეციალისტი განსაზღვრავს, იმუშავებს თუ არა სმენის ტექნოლოგიები თქვენთვის. თუ თქვენი სმენისთვის რეკომენდირებულია ეს ტექნოლოგიები, მაშინ სპეციალისტი დააპროგრამებს მოწყობილობებს და მოარგებს თქვენს უნიკალურ საჭიროებებს. ეს როგორც წესი გარკვეული თანხა ჯდება. ასევე იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძინოთ მომსახურებისა და კონსულტაციების გრძელვადიანი პაკეტი, რომ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტებმა იზრუნონ თქვენს სმენაზე.
სხვა გამოსავალი
საბოლოოდ, თუ სმენის ტექნოლოგიას ვერ იყენებთ, სხვა გამოსავალი არის მისი გაცემა. უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლებიც სმენის ტექნოლოგიებს შემოწირულობად მიიღებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ.
სმენის ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრებას ცვლის და მან სრული სარგებელი უნდა მოგიტანოთ. უბრალოდ იცოდეთ, თუკი იფიქრებთ, რომ ერთი მოწყობილობა ყველას გამოადგება, შესაძლოა განსხვავებული შედეგი მიიღოთ.
სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვიზიტისთვის სმენის ცენტრში წინასწარ: 599 99 71 05
თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი, 14 აგვისტო, 2018
ra girc aparati
LikeLike
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
LikeLike