
ცოლი: „წლებია მაიგნორებს.“
ქმარი: „მან უნდა ისაუბროს გარკვევით.“
ცოლი: „ მე დიახაც გარკვევით ვსაუბრობ. სხვას ყველას ესმის ჩემი. შენ განზრახ არ მაქცევ ყურადღებას.“
ქმარი: „მე კი გეუბნები, რომ ჩემი აზრით შენ ლუღლუღებ.“
როდესაც 2011 წელს პირველად დავიწყე აუდიოლოგიის მიმართულებთ მუშაობა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ სმენის პეციალისტთან ერთად საოჯახო მრჩეველიც გავხდებოდი. ყოველკვირეულად მიწევს ხოლმე ჩემი პაცინტების ინტენსიური, პირადი საუბრების ქარცეცხლში მოხვედრა.
ერთი რამ, რაც ჩემი პრაქტიკით აღმოვაჩინე არის ის, რომ იშვიათად ამბობენ, რომ სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს ურთიერთობაზე, არადა ის ნამდვილად ახდენს გავლენას.
კარგი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობისათვის
ეჭვგარეშეა, რომ უყურადღებოდ დატოვებული სმენა ზეგავლენას ახდენს ურთიერთობებზე. სამსახურში ხშირად ვხდები ამის მოწმე. სწორედ ამ საკითხს უკავშირდება 2009 წლის კვლევა. 55 წლის ასაკის 1500 ადამიანიდან, თითქმის ნახევარს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ იმის გამო, რომ კარგად არ ესმოდათ.
ამის მიზეზი არის ის, რომ კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობაში. პირადი, პროფესიული, თუ შემთხვევითი ურთიერთობისას კომუნიკაცია წარმატების იარაღია. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ურთიერთობებზე უყურადღებოდ დატოვებული სმენის დაქვეითება.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის შევეკითხებით: სმენადაქვეითებულ ადამიანს თუ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ასპირანტურაში ჩატარებულმა კვლევამ უფრო უკეთ დამანახა, რა გავლენას ახდენს დაქვეითებული სმენა ორივე მხარეზე.
წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას
ასპირანტურაში, სანამ აუდიოლოგი გავხდებოდი, ერთ-ერთმა პროფესორმა მე და ჩემს მეგობრებს საინტერესო დავალება მოგვცა. მას უნდოდა ცოტა ხნით მაინც განგვეცადა, თუ რას გრძნობენ სმენადაქვეითებული ადამიანები.
- 3 დღის განმავლობაში უნდა გვკეთებოდა ნარინჯისფერი ყურის საცობები (ვიხსნიდით მხოლოდ ძილის წინ).
- პირველი ორი დღის განმავლობაში უფლება გვქონდა, გვეთხოვა სხვებისთვის ხმამაღლა საუბარი და ნათქვამის გამეორება, თუკი რაიმეს ვერ გავიგებდით.
- ბოლო დღეს დახმარების თხოვნის უფლება აღარ გვქონდა.
კარგად მახსოვს, რომ ვფიქრობდი, „რთული არ უნდა იყოს, ყურის საცობები მხოლოდ სმენის მცირე დაქვეითების სიმულაციას ახდენს. დარწმუნებული ვარ არავისთვის არ მომიწევს იმის თქმა, რომ გამიმეორონ ნათქვამი.“ რა თქმა უნდა, ვცდებოდი.
ოთახიდან გამოვედი თუ არა, უკვე მიჭირდა ამ დიდი, ნარინჯისფერი ყურის საცობების ტარება. ამაზე ცუდი იყო ის, რომ მერიდებოდა მეგობრებისთვის ხმამაღლა საუბრის ან ნათქვამის გამეორების გამუდმებით თხოვნა.
საუბარმა მუშაობის ფორმა უფრო მიიღო ვიდრე სიამოვნების
მეორე დღის ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობრები გაღიზიანებულები იყვნენ. ისინი მოკლედ მიხსნიდნენ საუბრის იმ ნაწილს, რომელსაც გამოვტოვებდი. საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. საუბარი აღარ მსიამოვნებდა, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა და შრომას უფრო ჰგავდა.
მესამე დღეს, მე არ მქონდა უფლება, ხალხისთვის საუბრის გამეორება მეთხოვა. ეს ერთი შეხედვით ადვილი სჩანდა. ვფიქრობდი, რომ ჩემი მეგობრები დაისვენებდნენ, თუკი აღარ ვთხოვდი ნათქვამის რამოდენიმეჯერ გამეორებას და თუ კარგად დავაკვირდებოდი მათ, უკეთესად გავიგონებდი. ისევ შევცდი.
გარშემო მცირედი ხმაურიც საკმარისი იყო მოსმენაში ხელის შესაშლელად. მახსოვს, თითებს გადავაჯვარედინებდი იმის იმედად, რომ საუბრის ცენტრში არ ვყოფილიყავი, სადაც ყურადღების დაძაბვა მომიწევდა.
თავს გარიყულად ვგრძნობდი. ჩემი მეგობრები იმედგაცრუებულნი იყვნენ
კუთხეში აწურვა კარგი გამოსავალი იქნებოდა გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ ახლო მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ეს ნამდვილად უცნაურია. როგორც კი გავაცნობიერე, რომ ვერ ვიღებდი მონაწილეობას სრულად საუბრებში, ძალიან გავბრაზდი და იმედგაცრუება დამეუფლა. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მსუბუქი სმენის დაქვეითება ასეთ ეფექტს მოახდენდა ჩემზე.
ჩვენ ყველას გვქონია მსგავსი გამოცდილება სხვა ამხანაგებთან საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრები ხმამაღლა საუბრის წინააღმდეგნი არ იყვნენ, თავი მაინც დამნაშავედ ვიგრძენით (აბა ქვემოთ მოცემული სიტუაცია წაიკითხეთ, თუ გეცნობათ):
- როცა ბებია გვეკითხებოდა, თუ რა ხდებოდა სკოლაში, ჩვეულებრივ დაწვრილებით მოვუყევით
- მეორეჯერ მოკლე ვერსია მივაწოდეთ
- მესამედ თვალები გადავატრიალეთ და წავიბუზღუნეთ „კარგად, მადლობა“
ამ მაგალითის მსგავსად სმენადაქვეითებული ადამიანები საუბრის მიღმა რჩებიან, თან დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ.

ურთიერთობისთვის აუცილებელია ორი მხარე
რა ვისწავლე სმენის დაქვეითებასა და ურთიერთობებზე აუდიოლოგად ყოფნის დროს? ყველა მხარემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის: საჭიროა შეცვალოთ კომუნიკაციის ის გზა, რომელსაც იყენებთ სმენადაქვეითებულებთან. მარტივ ცვლილებებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. მაგ: პიროვნებასთან საუბრისას უყუროთ მას, მიიქციოთ მისი ყურადღება, როდესაც თემას ცვლით ან რაიმე მნიშვნელოვანს ეკითხებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიჩინოთ მოთმინება.
სმენადაქვეითებული ადამიანისათვის: მნიშვნელოვანია, თქვათ, რა გჭირდებათ. იცოდეთ, რომ იმედგაცრუება ნამდვილად იჩენს თავს და ასევე იცოდეთ, რომ არსებობს წარმატებული გზები, თუ როგორ მოაგვაროთ თქვენი სმენის დაქვეითება. შეხვდით სმენის ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტს და მოსინჯეთ სმენის აპარატები.
სტატიას ჰელენ ქელერის ფრაზით დავასრულებ: „სიბრმავე ნივთებთან გვაშორებს, სიყრუე კი ადამიანებთან”.
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი, 6 მარტი, 2018