კავშირი დიაბეტსა და სმენის დაქვეითებას შორის

კავშირი დიაბეტსა და სმენის დაქვეითებას შორის უკვე დიდი ხანია განხილვის თემაა. თუმცა მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სმენის დაქვეითება დიაბეტის მქონე ზრდასრულებში მეტად გავრცელებულია, ვიდრე დიაბეტის არმქონეებში.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელიც 20-დან 69 წლის ასაკის მონაწილეთა კვლევის შედეგად მიიღეს:

  • სმენის დაქვეითება დიაბეტიანებში ორჯერ უფრო ხშირია ვიდრე დიაბეტის არმქონეებში.
  • დიაბეტის საწყისი ეტაპის მქონე ადამიანები 30 პროცენტით მეტად არიან სმენის დაქვეითების რისკის ქვეშ.

ამ კვლევას სხვა კვლევებიც ეთანხმებიან. მოდით, გადავხედოთ დიაბეტსა და სმენის დაქვეითებას შორის კავშირის რამოდენიმე შესაძლო მიზეზს, როგორ უნდა დაიცვან დიაბეტით დაავადებულებმა საკუთარი სმენა და როგორ უნდა მიიღონ დახმარება.

რანაირად წარმოადგენს დიაბეტი რისკ ფაქტორს სმენის დაქვეითებისთვის?

ამ კითხვაზე პასუხი ზუსტად არ არის ცნობილი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დიაბეტი აზიანებს სმენის ნერვს. სისხლში შაქრის მაღალ შემცველობას შეუძლია მთელს სხეულში დააზიანოს ნერვები. ამას დიაბეტური ნევროპათია ეწოდება, რომელიც უმეტესწილად ფეხებსა და ტერფებში იჩენს თავს.

დიაბეტურ ნევროპათიას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ ფეხებისა და ტერფების ტკივილი და გაბუჟება, არამედ ორგანიზმის სხვა პრობლემებიც, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის და გულის. სიმპტომები დამოკიდებულია პიროვნებაზე, შეიძლება მსუბუქი ფორმის იყოს და შეიძლება დამაუძლურებელი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ იგივე ზიანი შეიძლება მიადგეს სმენის ნერვსაც.

კიდევ ერთი თეორია არის ის, რომ სისხლში შაქრის მაღალ შემცველობას შეუძლია დააზიანოს ძალიან პატარა სისხლძარღვები, რომლებიც კვებავს შიგნითა ყურს, ისევე როგორც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა გავლენას ახდენს მხედველობასა და თირკმლის ფუნქციაზე. ის სისხლძარღვთა სისტემა რომელიც ყურს კვებავს, ძალიან გავს იმ სისტემას, რომელიც კვებავს თვალებსა და თირკმლებს. სისტემის დაზიანება იწვევს სმენის დაქვეითებას.

რა არის ხაზგასასმელი ამ თეორიებში?  სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.

შეუძლიათ თუ არა დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სმენის დაქვეითების თავიდან არიდება?

გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო უკეთ გააკონტროლებენ ადამიანები სისხლში შაქრის შემცველობას, მით უფრო ნაკლები იქნება ამ მიზეზით სმენის დაქვეითების რისკი. მედიკამენტებით მკურნალობა და დიეტა  მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სმენისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სმენადაქვეითებულ ადამიანებში იზრდება სოციალური იზოლიაციისა და დეპრესიის რისკი. დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც იზოლირებულნი და დეპრესირებულნი არიან, მეტად უჭირთ მკურნალობის დაგეგმვა და სისხლში შაქრის კონტროლი. ამ სიმპტომებმა შეიძლება უფრო გაართულოს მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ და მაშინათვე გამოვავლინოთ სმენის დაქვეითების სიმპტომები: დეპრესია და სოციალური იზოლიაცია.

აკონტროლეთ საკუთარი სმენა

შეიძლება არც ფიქრობთ, რომ სმენა გაქვთ დაქვეითებული. თუკი დიაბეტი გაქვთ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაიტაროთ სმენის გამოკვლევა. რეკომენდებულია ყოველწლიური სმენის კონტროლი. მხედველობის მსგავსად თქვენი სმენა შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში სტაბილური იყოს და შემდეგ უეცრად დაიკლოს. რეგულარული მონიტორინგი საშუალებას აძლევს თქვენს სამედიცინო წარმომადგენელს საჭიროების შემთხვევაში დროული ზომები მიიღოს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სმენის შემოწმება, თუკი დაქვეითების სიმპტომები აღგენიშნებათ. რაც უფრო დროულად მოხდება ზომების მიღება, მით ნაკლებ გავლენას მოახდენს ის თქვენს განწყობასა და გარეგნობაზე.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო:

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.