როგორ მოვიქცეთ სმენის დაქვეითების დროს

ფიქრობთ, რომ სმენა გაქვთ დაქვეითებული? თავიდან შესაძლოა შეგეშინდეთ და არ იცოდეთ, რა მოიმოქმედოთ. აქ არის რამოდენიმე რჩევა, თუ რა უნდა გააკეთოთ.

რა უნდა გააკეთოთ:

  1. შეიმოწმეთ სმენა სპეციალისტთან.
  2. ჰკითხეთ სხვებს, ექმნებათ თუ არა მათაც პრობლემები ისეთ სიტუაციებში, როგორშიც თქვენ. ამით თქვენ გაარკვევთ პრობლემა თქვენშია თუ გარემოში.
  3. გააანალიზეთ, რომ დაქვეითებული სმენა არა მხოლოდ თქვენზე ახდენს გავლენას, არამედ თქვენს ოჯახზე, მეგობრებზე და თანამშრომლებზეც კი.
  4. იპოვეთ სანდო სმენის სპეციალისტი. გაიკითხეთ თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებში.
  5. გაესაუბრეთ სხვა სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა და მიმართულების მოცემა.

რა არ უნდა გააკეთოთ:

  1. არ დატოვოთ სმენა უყურადღებოდ და არ იფიქროთ, რომ ის თავისით გამოკეთდება.
  2. არ იფიქროთ, რომ სმენის დაქვეითებისთვის ძალიან ახალგაზრდა ხართ. 37 მილიონზე მეტ ამერიკელს 18 წლიდან და ზევით აღენიშნება სმენის დაქვეითება.
  3. ნუ შეწყვეტთ მეგობრებთან ერთად დროის გატარებას სმენის პრობლემის გამო.
  4. ნუ იფიქრებთ, რომ სმენის დაქვეითება მხოლოდ სმენაზე ახდენს გავლენას. უყურადღებოდ დატოვებული სმენის დაქვეითება იწვევს დეპრესიის ზრდას, სოციალურ იზოლაციას, დემენციასა და საერთო ჯანმრთელობის გაუარესებას.
  5. ნუ შეგეშინდებათ. სმენის დაქვეითება მოგვარებადია და ახალი ტექნოლოგიები გაცილებით უკეთესია ვიდრე თქვენი ბებიისა თუ ბაბუის ძველი აპარატი.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის ქ. 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 2018 წელი, 4 ოქტომბერი

3 comments

  1. უცნობი's avatar

    რა ღირს სმენის აპარატიმ

    Like

  2. უცნობი's avatar

    გთხოვთ დამიკავშირდით როდის მოვიდე ვიზიტზე 599504627

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      გამარჯობა, ქალბატონო მანანა, უფასო ვიზიტზე ჩასაწერად, დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.