
ფიქრობთ, რომ სმენა გაქვთ დაქვეითებული? თავიდან შესაძლოა შეგეშინდეთ და არ იცოდეთ, რა მოიმოქმედოთ. აქ არის რამოდენიმე რჩევა, თუ რა უნდა გააკეთოთ.
რა უნდა გააკეთოთ:
- შეიმოწმეთ სმენა სპეციალისტთან.
- ჰკითხეთ სხვებს, ექმნებათ თუ არა მათაც პრობლემები ისეთ სიტუაციებში, როგორშიც თქვენ. ამით თქვენ გაარკვევთ პრობლემა თქვენშია თუ გარემოში.
- გააანალიზეთ, რომ დაქვეითებული სმენა არა მხოლოდ თქვენზე ახდენს გავლენას, არამედ თქვენს ოჯახზე, მეგობრებზე და თანამშრომლებზეც კი.
- იპოვეთ სანდო სმენის სპეციალისტი. გაიკითხეთ თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებში.
- გაესაუბრეთ სხვა სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა და მიმართულების მოცემა.
რა არ უნდა გააკეთოთ:
- არ დატოვოთ სმენა უყურადღებოდ და არ იფიქროთ, რომ ის თავისით გამოკეთდება.
- არ იფიქროთ, რომ სმენის დაქვეითებისთვის ძალიან ახალგაზრდა ხართ. 37 მილიონზე მეტ ამერიკელს 18 წლიდან და ზევით აღენიშნება სმენის დაქვეითება.
- ნუ შეწყვეტთ მეგობრებთან ერთად დროის გატარებას სმენის პრობლემის გამო.
- ნუ იფიქრებთ, რომ სმენის დაქვეითება მხოლოდ სმენაზე ახდენს გავლენას. უყურადღებოდ დატოვებული სმენის დაქვეითება იწვევს დეპრესიის ზრდას, სოციალურ იზოლაციას, დემენციასა და საერთო ჯანმრთელობის გაუარესებას.
- ნუ შეგეშინდებათ. სმენის დაქვეითება მოგვარებადია და ახალი ტექნოლოგიები გაცილებით უკეთესია ვიდრე თქვენი ბებიისა თუ ბაბუის ძველი აპარატი.
თბილისი, ც. დადიანის ქ. 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი, 2018 წელი, 4 ოქტომბერი
რა ღირს სმენის აპარატიმ
LikeLike
გთხოვთ დამიკავშირდით როდის მოვიდე ვიზიტზე 599504627
LikeLike
გამარჯობა, ქალბატონო მანანა, უფასო ვიზიტზე ჩასაწერად, დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
LikeLike