როგორ ავირიდოთ სმენის დაქვეითება თავიდან?

ძალიან კარგი და ამასთანავე რთული კითხვაა. უამრავმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. ზოგიერთი მათგანის პრევენცია შესაძლებელია, ზოგის კი არა. ყველა ამ მიზეზის და მათი თავიდან არიდების საშუალებების ჩამოთვლით ძალიან დიდი სტატია გამოგვივა. ამ თემებს სხვა სტატიას მივუძღვნით. დღეს კი დავწერ, რა უნდა გააკეთოთ, რომ თავი აარიდოთ სმენის დაქვეითების მეორე წამყვან მიზეზს ანუ მაღალი ხმით გამოწვეულ სმენის დაქვეითებაზე ვისაუბრებ.

იცოდით თუ არა, რომ ამერიკაში ყოველ მეოთხე მოზარდს აღენიშნება ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითება? კარგი ამბავი კი ის არის, რომ ბევრ სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სმენის დაცვა. საკუთარი სმენის დაცვით თქვენ მნიშვნელოვნად ამცირებთ ხმაურით გამოწვეული
სმენის დაქვეითების რისკს. ეს ასევე დაგეხმარებათ მომავალში თავიდან აირიდოთ სმენის დაქვეითების პირველი მიზეზი – ასაკობრივი სმენის დაქვეითება.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა, თუ როგორ დაიცვათ სმენა:

მოერიდეთ მაღალ ხმებს

ეს სმენის დაქვეითების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა. როგორ გავიგოთ, რა არის ძალიან ხმამაღალი? გარემო, სადაც სხვა ადამიანებთან სასაუბროდ ხმის აწევა გიწევთ, სადაც თქვენ არ გესმით ირგვლივ მყოფთა ხმა, სადაც ხმაური ყურებს გტკენთ ან 85 დეციბელს აღემატება, ძალიან ხმამაღალია. არ იცით, როგორ გაზომოთ დეციბელის დონე? გადმოწერეთ სტარკის
ხმის შესამოწმებელი აპლიკაცია თქვენი იოსისა ან ანდროიდის მოწყობილობებისთვის და გამოიყენეთ ის ნებისმიერ გარემოში დეციბელის დონის დასადგენად.

ატარეთ დამცავები

ზოგჯერ ჩვენ გვიწევს ისეთ ხამაღალ გარემოში მოხვედრა, რომლისთვისაც თავის არიდება უბრალოდ შეუძლებელია. მაგალითად: სამუშაო გარემო, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები, ბარები, კლუბები, სათიბის ხმა და ა.შ. ასეთ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ ყურების სპეციალური დამცავები. ეს დამცავები ბევრნაირი სტილის არსებობს.

აკონტროლეთ ხმის სიმაღლე

დღესდღეობით ყურსასმენი ყველას აქვს, თუმცა იფიქრეთ მაღალი ხარისხის
ყურსასმენების შეძენაზე, რომლებიც ბლოკავენ გარშემო ხმებს და გეხმარებიან ხმაურიან გარემოში ხმის დონის დარეგულირებაში. თუ თქვენ ვერ ახერხებთ ერთი მეტრის სიშორეზე მყოფ ადამიანთან კომუნიკაციას, ე.ი. ძალიან ხმამაღალია ყურსასმენში შემოსული ხმა.

იყიდეთ დაბალხმიანი/წყნარი პროდუქტები

თქვენ ალბათ არასოდეს გიფიქრიათ რამდენად მაღალ ხმას გამოსცემენ თქვენი
საყოფაცხოვრებო ნივთები. ზოგიერთ პროდუქტს, როგორიცაა ბავშვის სათამაშოები, ბლენდერი ან თმის საშრობი, შეუძლია 100 დეციბელზე მეტს მიაღწიოს. ასეთ პროდუქტებს 15 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლიათ სმენა დაგიზიანონ.

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა ავირიდოთ სმენის დაქვეითება:

ნურაფერს ჩაიდებთ ყურებში

ყურს აქვს თვითწმენდის თვისება. ყურში სხვადასხვა პროდუქტების ჩადებით შესაძლოა გამოიწვიოთ ინფექცია ან დაიზიანოთ დაფის აპკი, რაც სმენის სამუდამო დაქვეითებას გამოიწვევს.

ნუ მოწევთ

კვლევებმა დაადასტურა კავშირი მოწევასა და სმენის დაქვეითებას შორის. უმჯობესია, თქვა არა!

იკვებეთ ჯანსაღად

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ქალები რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან ნაკლებად არიან სმენის დაქვეითების რისკის ქვეშ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც არ იკვებებიან ჯანსაღად.

შეიმოწმეთ სმენა

სმენის რეგულარული შემოწმება არაჩვეულებრივი გზაა, გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი აუდიტორული სისტემა. ასევე, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი სმენა და ცვლილებების შემთხვევაში დროულად მიიღოთ ზომები.

ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ რამით შეძლებთ სმენის გარანტირებულად შენარჩუნებას, თუმცა მოცემული რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია მისი თავიდან აცილება ან დაქვეითების ზრდის შემცირება.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 2018 წლის 20 ნოემბერი
https://www.reuters.com/article/us-health-hearing-smoking/smoking-tied-to-higher-risk-of-hearingloss-idUSKCN1GQ2FJ
https://www.nih.gov/news-events/nih-research-matters/healthy-diets-linked-lower-risk-hearing-loss-women

8 comments

  1. უცნობი's avatar

    მაქვს სმენა დაქვეითებული დარწმუნებული ვარ ძლიერი ანტიკონვულსანტების მიღების გამო (50წელია ვსვამ)
    მაინტერესებს ყურსასმენების ფასები მინიმუმიდან მაქსიმალრუმდე .
    გმადლობთ

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

  2. უცნობი's avatar

    Mainteresebs genetikurad dakveitebul smmenas rame ewveleba??

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო მაყვალა, ნებისმიერი დაქვეითების კორექციაა შესაძლებელი სმენის ტექნოლოგიებით/აპარატებით, თუმცა ნარჩენი სმენა მაინც უნდა ჰქონდეს პაციენტს.

      Like

    2. Sergo's avatar

      Makvs cal kurhi smena dakveitebuli tan mudmivi hxuili aranairma nemsebma da abebma ar momixsna xmauri.ehveba rame?

      Like

      1. სმენის ცენტრი's avatar

        ბატონო სერგო, თუ სმენა გაქვთ დაქვეითებული, შეგიძლიათ მოსინჯოთ სმენის აპარატი სმენის ცენტრში უფასო მიღების ფარგლებში. აპარატმა შესაძლოა საერთოდ გაგიქროთ ხმაური ან შეგიმციროთ. ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

        Like

  3. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    ზოგჯ მესმის ძალიან კარგად, ზოგჯერ ვერა. მივედი ექიმთან ყურის ამოსარეცხად. მან მითხრა რომ შიდა ყურის აფსკი გაქვს გასქელებული და ქუთაისში დამისახელა ექიმი იმასთან მიდი და აპარატურა აქს მას და ის გაგსინჯავსო. მაქვს შანსი რომ სმენა მკურნალობით დაბრუნდება და თქვენთან თუ არის შემოწმება ხსენებული აპარატურით. როგორ მოვიქცე?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      გამარჯობა, შეგიძლიათ სმენა შეიმოწმოთ სმენის ცენტრში, ქუთაისშიც არის ჩვენი ცენტრი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

Leave a reply to Mainnteresebs mayvala კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.