რა უნდა გააკეთოთ და რა არა სმენის ტექნოლოგიების მოვლისას

სმენის ტექნოლოგიები მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს ჩვენს ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციისათვის. გამოიყენეთ ეს მარტივი რჩევები თქვენი სმენის ტექნოლოგიების მოვლისას და ისინი წლების განმავლობაში გემსახურებიან ცხოვრების სასიამოვნო წუთებით დასატკბობად

რა უნდა გააკეთოთ:

  1. ყოველ დღე გეკეთოთ სმენის ტექნოლოგიები სულ ცოტა 10-12 საათი დღეში.
  2. ყოველ საღამოს გახსენით ელემენტის ჩასადები, რათა აპარატიც განიავდეს და ელემენტმაც დიდხანს გაძლოს.
  3. ყოველ დილით გაწმინდეთ სმენის ტექნოლოგიები, მიკროფონსა და მიმღებს რბილი ნაჭერი გადაუსვით.
  4. ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო ელემენტები.
  5. ნებისმიერი კითხვით ან პრობლემით მიმართეთ თქვენს სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტს. ისინი თქვენს დასახმარებლად არიან.

რა არ უნდა გააკეთოთ:

  1. არ გაიკეთოთ სმენის ტექნოლოგიები შხაპის მიღების ან ცურვის დროს.
  2. ნუ ათხოვებთ სმენის ტექნოლოგიებს სხვებს.
  3. ნუ მოიხმართ თმის აეროზოლს, გელს ან მშრალ შამპუნს როდესაც სმენის ტექნოლოგიები გიკეთიათ.
  4. არ შეინახოთ ისინი სააბაზანოში.
  5. ნუ ეცდებით აპარატების თვითნებურად შეკეთებას.

საწმენდი აქსესუარები და მოვლის საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ სმენის ცენტრში.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის ქ. 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 27 ნოემბერი, 2018

9 comments

  1. უცნობი's avatar

    Es aparetebi kurebs rom agiz
    ianebs risi bralia?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      კარგად მორგებული აპარატი არ აღიზიანებს ყურს

      Like

  2. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    ბათუმში თუ არის სმენის ცენტრი

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ბათუმში ჯერჯერობით არ არის

      Like

  3. უცნობი's avatar

    ბათუმში თუ არის სმენის ცენტრი

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ბათუმში ჯერჯერობით არ არის, ბატონო რამაზ

      Like

  4. უცნობი's avatar

    გამარჯობათ კითხვა მაქვს თქვენთან ჩვენ შევიძინეთ აპარატი 1000 დოლარი გადავიხადეთ და კითხვა მაქვს თქვენთან გორდიაშვილი თუ გყავთ დაფიქსირებული რომ ნამდვილად შევიძინეთ ბუცა

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      გამარჯობა, თუ შეიძლება ადგილზე მობრძანდით და დააზუსტეთ. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია

      Like

  5. nino's avatar

    smenis aparatis mili gayvitlda.rogor gavwmindo?

    Like

Leave a reply to რამაზ კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.