რა უნდა გააკეთოთ და რა არა ტინიტუსის დროს

50 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს ტინიტუსი – ხმაური ყურებში. როდესაც პირველად გააცნობიერებთ რომ ტინიტუსი გაქვთ, არ იცით, რა უნდა მოიმოქმედოთ. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ჩამონათვალი იმისა თუ როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ არა ტინიტუსის დროს.

როგორ უნდა მოიქცეთ

  1. გაესაუბრეთ შესაბამის სპეციალისტს, თუ ტინიტუსი ხელს გიშლით ძილში, კითხვაში, კონცენტრაციაში ან სხვა აქტივობებში.
  2. გააცნობიერეთ, რომ ტინიტუსი ყველა ადამიანს განსხვავებულად აღენიშნება. არ არსებობს მისი სწორი ან არასწორი ფორმა.
  3. მოერიდეთ შფოთვასა და სტრესს, ისინი ამწვავებენ ტინიტუსს.
  4. დაძებნეთ აპლიკაციები და მოწყობილობები, რომლებიც გაგიიოლებთ დაძინებას.
  5. იცოდეთ, რომ ტინიტუსის მართვა შეიძლება მაშინაც კი, თუ მისი განკურნება შეუძლებელია.

როგორ არ უნდა მოიქცეთ

  1. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ტინიტუსზე წაიკითხავთ, რომ ის იკურნება მცენარეებისა და დანამატების საშუალებით. ხმოვანი თერაპიით ან პერსონალური მოწყობილობებით მართვა ყველაზე წარმატებული მეთოდია ტინიტუსის სამკურნალოდ.
  2. არ დაგავიწყდეთ, რომ ტინიტუსი შესაძლოა სხვა რაიმეს სიმპტომი იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ ეს სპეციალისტთან.
  3. ნუ დაივიწყებთ, რა ამძაფრებს ტინიტუსს – კოფეინი, ძილის ნაკლებობა, სტრესი და ასპირინიც კი.
  4. ნუ იფიქრებ, რომ მარტო ხარ. 6 ადამიანიდან ერთს აღენიშნება ტინიტუსი.
  5. არ დაგავიწყდეთ, გაუფრთხილდეთ სმენას. მაღალ ხმებს და გარემოს შეუძლია ტინიტუსის გამოწვევა ან გამძაფრება.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 2019 წლის 28 თებერვალი

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.