რა უნდა გავაკეთოთ და რა არა სმენის ტექნოლოგიებით მოგზაურობისას.

სმენის ტექნოლოგიები განუყოფელი ნაწილი გახდა ჩვენთვის. არ აქვს მნიშვნელობა, გასართობად ვმოგზაურობთ თუ სამსახურიდან, ეს რჩევები დაგეხმარებათ მოგზაურობის სასიამოვნოდ გატარებაში.

რა უნდა გააკეთოთ

  1. ყოველთვის იქონიეთ თან სათადარიგო ელემენტები.
  2. თან იქონიეთ ტექნოლოგიების გამოსაშრობი ხელსაწყო ან საშრობი ნაკრები, თუკი წყალთან ახლოს გიწევთ მოგზაურობა (სანაპირო, ოკეანე, ტბა და ა.შ.)
  3. გეკეთოთ სმენის ტექნოლოგიები აეროპორტში კონტროლის გავლისას. დამხმარე ხელსაწყოები გაატარეთ ხელბარგის კონტროლში.
  4. თვითმფრინავში აუცილებლად იქონიეთ აპარატთან ერთად ელემენტები და სხვა მნიშვნელოვანი აქსესუარები.

რა არ უნდა გააკეთოთ

  1. არ მოიხსნათ სმენის ტექნოლოგიები და არ დატოვოთ ისინი სახლში, რადგანაც ძალიან გაგიჭირდებათ მათ გარეშე. რაც უფრო დიდხანს გეკეთებათ სმენის ტექნოლოგიები, მით უფრო მეტი რამის გაკეთებას შეძლებთ.
  2. ნუ გამორთავთ სმენის ტექნოლოგიებსა და მათთან დაკავშირებულ უკაბელო აქსესუარებს თვითმფრინავში. სმენის ტექნოლოგიები ნებადართულია თვითმფრინავში, რადგანაც ის ხელს არ უშლის სიგნალებს და შესაბამისად თვითმფრინავის მართვას.
  3. ნუ დაგავიწყდებათ სმენის ტექნოლოგიების საწმენდი საშუალებები (ნაჭერი, ჯაგრისი, გოგირდისგან დამცავები).
  4. არ დაგავიწყდეთ ისეთი აქსესუარების წაღება, როგორიცაა დისტანციური მიკროფონი. აქსესუარების დახმარებით თქვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახდება.
  5. ნუ დამალავთ სმენის დაქვეითებას. საჭიროების შემთხვევაში გააგებინეთ გამცილებელს და კომპანიონს, რომ სმენა გაქვთ დაქვეითებული და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი Starkey Georgia სმენის ცენტრში: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 39

წყარო: Starkey ბლოგი

Leave a Reply

Discover more from Starkey Georgia სმენის ცენტრი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading