
ჯანმრთელობის კონტროლი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ციფრულ ცხოვრებაში. საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ციფრების კვალდაკვალ კონტროლს აქტიურად ვახორციელებთ.
საშუალოდ ადამიანი დღეში 3000- დან 4000 ნაბიჯამდე დადის. როგორც კვლევებმა აჩვენეს, დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა ამცირებს გულის დაავადების, ჭარბწონიანობის, დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, დეპრესიის და კიბოს მრავალი გავრცელებული სახეობის რისკს.
მაჯის კონტროლი არ არის ყოველთვის სანდო

სამწუხაროდ კომერციულად ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის კონტროლის სისტემა ხშირად არ არის ზუსტი. გულ-სისხლძარღვთა მედიცინის სტენფორდის განყოფილებამ გატესტა მაჯის მოწყობილობები. მრავლად აღმოჩნდა უზუსტობები როგორც გულის ცემის, ასევე ნაბიჯების გამოთვლისას.
შემოწმებულ მოწყობილობებს შორის 20 პროცენტზე ნაკლები უზუსტობა არცერთ მათგანს არ უჩვენებია. ჟურნალ „ Sports Sciences” მიერ ჩატარებულ ცალკეულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ iPhone 21.5 პროცენტით ნაკლებ სიზუსტით ფუნქციონირებს.
ყური ბევრად საიმედო ადგილია თქვენი ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად
მეცნიერებს დიდი ხანია სჯერათ, რომ ყური, ბევრად საიმედოა ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის. 2015 წელს ჟურნალ Outside-მა დაწერა:
მაჯა სავსეა კუნთებითა და მყესებით, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ, ყური კი მთლიანად ხრტილია და ამასთანავე სხეულის ყველაზე ინერტული ნაწილი. არტერიებიც კანის ზედაპირთან ახლოს არის მოქცეული. ყურიდან მიღებული სენსორული სიგნალი 100-ჯერ უფრო სუფთაა, მაჯასთან შედარებით.
2014 წელს MIT Technology Review- მა დაწერა: თუ ფიზიკური სიგნალების გასაზომად ეძებთ ადგილს თქვენს სხეულზე, ორი ნაწილია საუკეთესო: ყური და სხეულის უკანა მხარე.

ახალი Livio AI პირველი და ერთადერთი სმენის ტექნოლოგიაა, რომელიც 3D მოძრაობის სენსორით არის აღჭურვილი
Starkey Hearing Technologies-ში ინჟინრებმა და მეცნიერებმა, ლივიოზე მუშაობის დაწყებისას იცოდნენ, რომ ყური სხეულის მთავარი ნაწილია ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, ამიტომაც Livio AI მსოფლიოში პირველი სმენის ტექნოლოგიაა, რომელიც აკონტროლებს ტვინისა და სხეულის ჯანმრთელობას.
ყური სტაბილური ზედაპირია და არ ინძრევა, როცა სხეული მოძრაობს, მაშინ როცა მაჯა და ჯიბე დამატებით მოძრაობებს ასრულებენ. ეს არასწორი მოძრაობები კი ჩვენი ნაბიჯების გამოთვლაში ცდომილებას იწვევს.
ასევე სმენის ტექნოლოგიებს, როგორიც Livio AI, უფრო ხანგრძლივად ატარებს მომხმარებელი და უფრო საიმედოა მისი
მრავალფუნქციურობის გამო. ნაკლებია მისი დავიწყების ალბათობა ყოველდღიური საქმიანობისას, შესაბამისად არც ნაბიჯების კალკულაცია იქნება უზუსტო, რადგანაც მისი დამუხტვის დავიწყების ან სადმე დარჩენის ალბათობა ნაკლებია, რასაც მაჯისა და ჯიბის მოწყობილობებზე ვერ ვიტყვით.
აკონტროლეთ თქვენი ტვინისა და სხეულის ჯანმრთელობა Livio AI დახმარებით
როგორც პირველი სმენის ტექნოლოგია 3D მოძრაობის სენსორითა და ხელოვნური ინტელექტით, საშუალებას გაძლევთ Thrive Hearing აპლიკაციით არა მხოლოდ ნაბიჯებისა და საერთო მოძრაობების მონიტორინგის საშუალებას, არამედ იმ აქტივობების კონტროლს, რომელიც სასარგებლოა თქვენი ტვინისათვის, მაგალითად: სმენის ტექნოლოგიების მოხმარების დღიური ნორმა, სოციალური ჩართულობა და აქტიურ მოსმენაზე დახარჯული დრო.
Livio AI – ხელოვნურ ინტელექტთან ერთად თქვენი ჯანმრთლობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გაცილებით ადვილი გახდება.
რომ მოსინჯოთ Livio ხელოვნური ინტელექტი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ Starkey Hearing Technologies ექსპერტთან უფასო ვიზიტზე, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან თბილისში გვესტუმრება სმენის ცენტრში 26-17 სექტემბერს ც. დადიანის ქ. 307-ში შემდეგ ნომრებზე: 599 99 71 05; 598 25 81 56.
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო:
1 2016 National Health Interview Survey
2 2013, Kaiser Permanente “The Gift of Walking” retrieved
from: https://www.youtube.com/watch?v=ce0yxolt0Cw
3 Shcherbina et.al. JPM, 2017
4 Duncan et.al. Journal of Sport Sciences, 2018
5 https://www.outsideonline.com/1957626/your-head-better-sensors-your-wrist
6 https://www.technologyreview.com/s/529571/using-your-ear-to-track-your-heart/