Author Archives: სმენის ცენტრი

გარშემო ძალიან, ძალიან ხმამაღალია!

სმენის დაქვეითებას მეტწილად იწვევს მაღალი ხმა – მათ შორის მუსიკა და ხმაურიანი სამუშაო გარემო. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ამერიკაში 10 მილიონ ადამიანს მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება აქვს. ყოველწლიურად ხმაურიან გარემოში 22 მილიონი ამერიკელი მუშაობს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება: მოშორდით მაღალ ხმას ან თუ ეს შეუძლებელია, გაიკეთეთ […]

სმენის დაქვეითებას ნაკლები ყურადღება ექცევა

ეს უბრალოდ ცხოვრების წესია, ასაკის მატებასთან ერთად სმენაც იკლებს. კვლევის თანახმად სამიდან ერთ ადამიანს 60 წელს ზემოთ, სამიდან ორს 70 წელს ზემოთ და ხუთიდან ოთხ ადამიანს 85 წელს ზემოთ დაქვეითებული აქვს სმენა. იგივე კვლევის თანახმად მოუგვარებელი სმენის დაქვეითება რიგ არასასურველ შედეგებთან არის დაკავშირებული, ალბათ მათგან ყველაზე ცუდი დემენციის რისკია. კარგი ამბავი კი ის არის, რომ […]

უჩვეულოდ დაღლილი ხარ? ეს შეიძლება სმენის დაქვეითების ბრალი იყოს.

ენერგიის ნაკლებობას განიცდი? მძიმე სამუშაო დღის მერე მოთენთილი ხარ? შესაძლოა ეს სმენის დაქვეითებით იყოს გამოწვეული. სად სმენის დაქვეითება და სად მოთენთილობა, თუმცა სინამდვილეში დიახაც არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მოთენთილობა შეიძლება ასე განიმარტოს: “გადაღლა, რომელიც გამოწვეულია მენტალური თუ ფიზიკური დატვირთვით”. მენტალური დაღლილობა გამოწვეულია შრომატევადი მოსმენით. სამწუხაროდ ის სმენის დაქვეითებას უკავშირდება. აი, დააკვირდი: შ….ლია, წა…თხ. .ს წ.ნა.ა.ება მ.რტი..დ? […]

სმენის დაქვეითება დაკავშირებულია ტვინის ქსოვილების სწრაფ დაკარგვასთან

ასაკის მატებასთან ერთად ბევრი რამ გარდაუვალია: თმა თეთრდება, კანი ნაოჭდება და ტვინი კი იკუმშება/პატარავდება. რა? ჩვენი ტვინი პატარავდება? დიახ, ეს სიმართლეა. კვლევის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად “ჩვენი ტვინი მოცულობაში პატარავდება, განსაკუთრებით წინა ნაწილი”. სმენის დაქვეითებაც ხანდაზმულობის ბუნებრივი ნაწილია. ჯონს ჰოპკინსისა და ხანდაზმულობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომელთაც სმენის დაქვეითება აქვთ “უფრო დაჩქარებულია ტვინის ატროფია, […]

მაღალმა სიცხემ შესაძლოა სმენის დაქვეითება გამოიწვიოს

სმენა ერთმანეთთან დაკავშირებული ნაზი ნაწილებისგან შემდგარი რთული სისტემაა. მას შეუძლია ბევრ რამეს გაუძლოს, თუმცა გარკვეულმა მიზეზებმა შესაძლოა გამოიწვიოს შიგნითა ყურში პაწაწუნა ბუსუსებისა და უჯრედების დაზიანება, შედეგად კი სმენის დაქვეითებას ვიღებთ. ძირითადი მიზეზებია (არასრული ჩამონათვალი): მაღალი ხმა ასაკის მატება კონკრეტული მედიკამენტები ავადმყოფობა, რომელიც დაკავშირებულია მაღალ სიცხეებთან, როგორიცაა მენინგიტი, ენცეფალიტი, ყბაყურა, ყვითელა. თუ გრძნობთ სმენის დაქვეითებას, შეგიძლიათ […]