პასიური მოწევა მავნებელია ყველასთვის. რესპირატორული ინფექციებისა და ფილტვების კიბოს გარდა მან შეიძლება ახალგაზრდებში სმენის დაქვეითებაც გამოიწვიოს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,533-მა მოზარდმა 12-დან 19 წლამდე. მათ შეუმოწმდათ სმენა და ასევე ჩაუტარდათ სისხლის ტესტი, რომ დაედგინათ კოტინინის დონე. კვლევის მონაწილეები არ იყვნენ მწეველები. ნიუ იორკის უნივერსიტეტის ლანგონის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც იყვნენ პასიური მწეველები, […]
“ღმერთო ჩემო, ყურებში კარტოფილსაც კი მოიყვან, ისეთი სიბინძურეა – დაიბანე კიდევ ერთხელ!” ეს ძველი გამონათქვამია (კანადაში), რომელსაც ზოგიერთი მშობელი დანამდვილებით ურჩევს შვილს ბანაობისას. ანუ იმასვე იმეორებენ, რაც თავიანთი მშობლებისგან გაუგიათ. ბევრს კვლავ მიაჩნია, რომ ყური მხოლოდ მაშინ არის სუფთა, როცა გოგირდი მოშორებულია. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ გოგირდს არაფერი აქვს საერთო სიბინძურესთან და ის იცავს შიდა […]
მუსიკა შესაძლოა იყოს სევდიანი, წყნარი, მწვავე, აგრესიული, მაგრამ უმეტესად ხმამაღალი. ძალიან, ძალიან მაღალი ხმით. გაიხსენე აბა ყველაზე კარგი კონცერტი, რომელსაც დასწრებიხარ. მუსიკა იყო შესანიშნავი, აღმაფრთოვანებელი, მაგრამ სახლში როცა ბრუნდებოდი, გაბმულად გრძნობდი გუგუნს ყურებში. ახლა წარმოიდგინე, რა სტრესი აქვთ მუსიკოსებს შესრულების დროს, ყოველ საღამოს ფანებისთვის რომ მღერიან უზარმაზარ დინამიკებთან. მანდ განსაკუთრებით მაღალია ხმა, რაც თავის მხრივ […]
მათთვის, ვისაც სმენა აქვს დაქვეითებული, სხვებთან კომუნიკაციის დამყარება ყველაზე რთულია. პირველ რიგში რთულია საუბრის გაგება. მართალია, სმენადაქვეითებულ ადამიანს შეუძლია სხვებთან კომუნიკაცია, მაგრამ ხმაურიან გარემოში მათი სმენის შესაძლებლობა მცირდება. ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა გარემოში ცხოვრობენ, განსხვავებული მიზეზებით უქვეითდებათ სმენა. ვერც კი წარმოიდგენ, იმდენ ცნობილ ადამიანს, ათლეტს, მუსიკოსსა თუ პოლიტიკოსს აქვს სმენის დაქვეითება და ისინი ცდილობენ ამის მოგვარებას! […]
ყველაზე საოცარია ის ფაქტი, რომ ბეთჰოვენი ყრუ იყო. წარმოგიდგენიათ? მუსიკოსს, კომპოზიტორს არ გააჩნდა ის გრძნობა (სმენა), რაც ყველაზე აუცილებელი იყო მისთვის. პირველად მან ეს თავის მეგობრებს გაუზიარა, რომლებიც გეოგრაფიულად მისგან შორს იყვნენ და რომელთაც ბოლომდე ენდობოდა: ისინი ბონში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი როცა აზრი არ ჰქონდა ამის დამალვას, ბეთჰოვენი ბლოკნოტს იყენებდა, სადაც ვიზიტორები უწერდნენ თავიანთ სათქმელს […]