მწეველებში უფრო მაღალია სმენის დაქვეთების რისკი, ვიდრე არამწეველებში. გაეცანით სტატიას და გაიგეთ მეტი, როგორ შეინარჩუნოთ სმენა.

მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. რაც უფრო მეტს ეწევით, რისკიც მით უფრო იზრდება. კვლევა ჩაუტარდა 50,000 ადამიანს იაპონიაში, რომლის შედეგებიც 2018 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ჟურნალ “ნიკოტინსა და თამბაქოს კვლევაში”.
“შედეგები ნათელჰყოფს, რომ მოწევა დაკავშირებულია სმენის დაქვეითებასთან და აუცილებელია თამბაქოზე კონტროლი, რომ შენარჩუნდეს სმენა” – ამბობს გლობალური ჯანმრთელობისა და მედიცინის იაპონიის ეროვნული ცენტრის მთავარი მკვლევარი.
თამბაქოსა და სმენის დაქვეითებას შორის კავშირებზე წინა კვლევები არ იყო თანმიმდევრული. ტოკიოს მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ ან ცოტა ადამიანზე ჩატარდა კვლევა, ან კიდევ თვითონ მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მათ დაქვეითებული ჰქონდათ სმენა, და კვლევებით არ ხდებოდა სმენის შემოწმება.
სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი Starkey Georgia სმენის ცენტრში: 599 99 71 05
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 39