
ეს შესაძლოა ყველაზე მოკლე სტატია იყოს. რატომ? რადგანაც პასუხი არის – არა. სმენის შემოწმება არ არის მტკივნეული.
მაგრამ, როგორც ვხვდები, ამ კითხვას თქვენ იმიტომ სვამთ, რომ გსურთ შეიმოწმოთ სმენა. და სანამ ჩემს კომპიუტერთან ვარ, ნება მომეცით, აგიხსნათ, რას გულისხმობს სმენის შემოწმება და რატომ არ არის მტკივნეული.
რას შეიძლება ველოდოთ სმენის შემოწმებისას
პირველი რაც მინდა აღვნიშნო, თქვენ შეამჩნევდით, რომ სმენის შემოწმებას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სმენის შეფასებას“ რადგანაც არსებული ტესტი ყოვლისმომცველი პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია.
თქვენი სმენის სპეციალისტი დაიწყებს თქვენი ისტორიის შევსებით. ისინი დაგისვამენ შეკითხვებს თქვენი სმენისა და ჯანმრთელობის შესახებ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია თქვენი სმენის დაქვეითების სწორად შეფასებისათვის. ეს კითხვა-პასუხი მტკივნეული ნამდვილად არ არის.
როგორც კი ისტორიის შევსებას დაასრულებს, თქვენი სმენის სპეციალისტი ჩაგხედავთ ყურებში ოტოსკოპის საშუალებით. ამით ის შეამოწმებს თქვენი ყურის არხისა და ყურის აპკის მდგომარეობას. ამას გარდა ის დარწმუნდება, რომ ყურში არ არის საცობი, რომელმაცაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე. თუ თქვენ აღმოგაჩნდებათ ჭარბი რაოდენობით გოგირდი ან უცხო ნარჩენები, სმენის სპეციალისტი თავად მოგაშორებთ მას ყურებიდან ან გაგაგზავნით ოტოლარინგოლოგთან, რომელიც გააკეთებს ამას.
ჭარბი გოგირდის მოშორება შესაძლოა არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არ არის მტკივნეული.

სმენის შემოწმების ყველა საფეხური უმტკივნეულოა.
საბოლოოდ დადგება დრო სმენის შესამოწმებალდ. თქვენ დაჯდებით დახშულ კაბინაში ან წყნარ ოთახში. სმენის სპეციალისტი მოგარგებთ ყურსასმენებს. ტესტის განმავლობაში სხვადასხვა სიხშირის და სიმაღლის ხმებს გაიგონებთ ჯერ ერთ ყურში მერე მეორეში. თქვენ კი სიგნალებზე რეაგირებას მოახდენთ ხელის აწევით ან ღილაკზე თითის დაჭერით. ამას ეწოდება სუფთა ტონის ტესტი.
შემდეგი არის მეტყველების ტესტი, სადაც თქვენ მოგიწევთ გაიმეოროთ სიტყვები რომელსაც გიკარნახებთ სმენის სპეციალისტი. ამ ორი ტესტიდან არცერთია მტკივნეული.
როგორც კი ყველა ტესტი დასრულდება, სმენის სპეციალისტი გადახედავს მიღებულ შედეგებს თქვენთან ერთად. ის ასევე განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს და გაგიწევთ რეკომენდაციას თქვენს სმენასთან დაკავშირებით. სმენის შემოწმება ნამდვილად არ არის მტკივნეული, თუ სმენის სპეციალისტმა მისალმებისას ან გამომშვიდობებისას მაგრად არ მოგიჭირათ ხელი ჩამორთმევის დროს 🙂
სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი Starkey Georgia სმენის ცენტრში: 599 99 71 05
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 39
წყარო: Starkey ბლოგი, 25 აპრილი, 2018