აარონ ჰაითაუერი Starkey-ის ფეისბუქ გვერდის აქტიური ფანია. იგი 10 წელი იტანჯებოდა ტინიტუსისგან (ხმაური ყურებში) და მხოლოდ ახლახან მან მოსინჯა Starkey-ის ქსინო ტინიტუსის აპარატი. ქსინო წარმოქმნის მორგებულ კომფორტულ ხმის სტიმულს, რომელსაც ერთად არეგულირებენ მომხმარებელი და აუდიოლოგი. შედეგად მომხარებელი იღებს პერსონალიზირებულ ხმის თერაპიას, რომელიც გადაფარავს ტინიტუსს.
Starkey გაესაუბრა აარონს, თუ რა გავლენა ჰქონდა ტინიტუსს მის ცხოვრებაში და რამდენად ეფექტურია ქსინო ხმაურის დასაძლევად.
რამდენი ხანია რაც ტინიტუსი გაქვთ?
დიდი ხანია, არც მახსოვს, მაგრამ 10 წელზე მეტი უეჭველი. ვიცოდე მაინც, რამ გამოიწვია. თუმცა მაინც მგონია, რომ ჭურვის გასროლის ხმამ გამოიწვია წლების წინ.
როგორ იმოქმედა შენზე ტინიტუსმა?
ტინიტუსმა ჩემი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა, მათ შორის აღსანიშნავია ქრონიკული დეპრესია. ეს ხმაური ყველგან არის, წყნარ ოთახში ხარ, ტელევიზორს უყურებ თუ იძინებ. ნეტა ქსინოს აპარატით დაძინება შემეძლოს! დასაძინებლად წასვლა დღის ყველაზე რთული მომენტია, სწორედ მაშინ ისევ მესმის ტინიტუსის ხმაური ყურებში. ტინიტუსი ასევე გავლენას ახდენს ჩემს ურთიერთობაზე ოჯახთან და მეგობრებთან.
რატომ გადაწყვიტეთ Starkey ქსინო ტინიტუსის მომხმარებელი გამხდარიყავით?
ფეისბუქზე პოსტი ვნახე ქსინო აპარატზე და გადავწყვიტე, მეცადა!
მოგვიყევით, როგორ მოირგეთ ქსინო და რას ფიქრობთ ამ აპარატზე?
ქსინოს აპარატი ხმადახშულ კაბინეტში მომარგეს. მთელი ათწლეულის მანძილზე პირველად ვიგრძენი სიმშვიდე და გაქრა ზარების ხმა ყურებში. ქსინომ საგრძნობლად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. მათ ძნელად თუ შეამჩნევთ. დღის მანძილზე ვატარებ ადგომიდან დაძინებამდე. მათი საშუალებით მე ვუყურებ ტელევიზორს, კინოს თეატრში ან ვტკბები სადმე წყნარ გარემოში. ის ხმა, რომელიც ქსინოს აპარატიდან მესმის, ოკეანის ტალღის ხმას ჰგავს და იმდენად დამამშვიდებელია, რომ ძნელად შესამჩნევიც კი ხდება.
რა არის თქვენი ჰობი და რა მიზნები გაქვთ?
ფოტოგრაფია მიზიდავს, ძირითადად ბუნებაზე! როცა ქსინოს ვატარებ, სიჩუმეში ვზივარ და ველოდები ჩიტების გამოჩენას, რამხელა სიამოვნებაა!
ჩემი მიზანია სადმე ოფისში დავიწყო მუშაობა, სადაც ქსინოს მეშვეობით შესაძლებლობა მომეცემა, სიწყნარეში ვიმუშაო.
რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ტინიტუსისგან იტანჯებიან?
ნუ დააყოვნებთ, მოსინჯეთ ქსინო ტინიტუსის აპარატები, ის მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
mainteresebs ragirs ksinos aparati dasad sheicleba shevicinot datuarsebobsaseti ramratomar gvtavazoben ekimebi
LikeLike
მოგესალმებით, აღნიშნული აპარატით შესაძლებელია ხმოვანი თერაპია, ანუ დამატებითი სტიმულით პაციენტის ხმაურის გადაფარვა. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე 599997105
LikeLike
sad semidzlia shevidzino es aparati
LikeLike
სმენის ცენტრში შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული აპარატები. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 307, ცხელი ხაზი: 599997105
LikeLike
mainteresebs ragirs esaparatebi da misi gaketebis shemtxvevashi tumakvs shesaclebloba gare sam kavshiri mesmis tuara saubari
LikeLike
მოგესალმებით, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სმენის ცენტრის ცხელ ხაზს: 599997105
LikeLike