დაქვეითებული გაქვთ სმენა? არ აქცევთ ყურადღებას? გამაოგნებელი შედეგები, რომელიც უნდა იცოდეთ

EffectsofHL

“რა?”

“ჰა?”

“რა ბრძანეთ?”

“როგორ თქვით? ვერ გავიგე”

მეტყველების აღქმის პრობლემა იმედგამაცრუებელია როგორც სმენადაქვეითებულისთვის, ასევე მის გარშემო მყოფთათვის. 2009 წლის კვლევის თანახმად, ურთიერთობები მარცხით დასრულებულა მოუგვარებელი სმენის პრობლემის გამო. გამოიკითხა 1,500 სმენადაქვეითებული 55 წელს ზემოთ. გამოკითხულთა 44 პროცენტმა, თითქმის ნახევარმა, განაცხადა, რომ ურთიერთობა პარნტიორებთან, მეგობრებთან ან ოჯახთან პრობლემურია, რადგანაც მათ არ ესმით კარგად.

სმენის დაქვეითება მხოლოდ ყურის საკითხი არ არის; ეს არის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის საკითხი. უყურადღებოდ დატოვებულმა სმენის დაქვეითებამ შესაძლოა მწვავე შედეგები გამოიწვიოს. სმენის მგრძნობელობის შემცირება დაკავშირებულია შემცირებულ კოგნიტურ ფუნცქიასთან, გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობასთან და სოციალურ გარიყვასთან. 4,000 სმენადაქვეითებული მოზარდის გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა ამერიკის ეროვნულმა საბჭომ (ასაკის თემებზე) (Kochkin & Rogin, 2000), დადგინდა ფსიქოსოციალური დარღვევების მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი, მათ შორის დეპრესია და შფოთვა ინდივიდებში მოუგვარებელი სმენის დაქვეითებით – ანუ ისინი, რომლებიც არ ატარებენ სმენის აპარატებს.

ცალკეულმა კვლევამ ჯონ ჰოპკინსში აჩვენა, რომ კოგნიტური ფუნქციის შემცირება 41 პროცენტით მეტი იყო სმენადაქვეითებულ უფროსებში. კვლევამ გამოავლინა კავშირი გარკვეული სახის სმენის დაქვეითებასა და დემენციის განვითარების რისკს შორის. ინდივიდებში მსუბუქი სმენის დაქვეითებით დემენციის განვითარების რისკი ორმაგია, საშუალო დაქვეითებით სამმაგი და მწვავე დაქვეითებით ხუთმაგი იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც ნორმალური სმენა აქვთ. (დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება.)

მკვლევარები და სმენის სპეციალისტები დიდი ხანია ხედავენ კავშირს სმენის დაქვეითებასა და კოგნიტურ ფუნქციებს შორის. როცა ადამიანს უსმენ, ტვინი ახდენს ბგერის დამუშავებას აზრის გასაგებად. მსმენელი მოუგვარებელი სმენის დაქვეითებით უფრო მეტად ძაბავს ტვინს, რომ დაამუშავოს ბგერები. სანამ გონება დაკავებულია შემოსული სამეტყველო სიგნალების დამუშავებით, ხარვეზებით მუშაობს მახსოვრობისა და გაგების უნარი.

საბედნიეროდ, სმენის დაქვეითება მოგვარებადია. გაუმჯობესებული სმენის ინსტიტუტის მიხედვით, სმენადაქვეითებულ ამერიკელთა 95 პროცენტის პრობლემა სმენის აპარატით გვარდება და ინდივიდები, რომლებიც დროულად მიმართავენ ამ საშუალებას, უფრო მეტ სარგებელს იღებენ. სმენის აპარატი ამუშავებს შემოსულ ბგერებს და ტვინისთვის მარტივია მათი აღქმა. გარდა ამისა სმენის აპარატების უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს შემცირებული მენტალური მოთენთილობა, სოციალური იზოლირებისა და დეპრესიის შემცირება, ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირება, გაუმჯობესებული მახსოვრობა, ყურადღება და კონცენტრირება, ასევე გაუმჯობესებული კომუნიკაციის უნარები.

სმენის სპეციალისტები ხშირად სხვა მიმართულების ექიმებთან ერთადაც მუშაობენ. თუ თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი განიცდით კოგნიტურ ან ემოციურ პრობლემებს, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, რომ მოახდინოს ფიზიკური შემოწმება და ასევე სმენის სპეციალისტთან სმენის შესამოწმებლად. სმენის აპარატები ამცირებს მენტალურ მოთენთილობასა და იზოლაციის შეგრძნებას.

სტატიის ავტორია Beth McCormik

სმენის ცენტრი, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ტელ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

3 comments

  1. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    Ra girs viziti eqimtan smenis centrshi?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ვიზიტი სმენის ცენტრში უფასოა.

      Like

  2. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    mdidrebi mteli cxovreba yruebi arian. ai, mosaxleobistvis tu iqneba xelmisavdomi. p.s yvela mdidari ar igulisxmeba

    Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.