“მილიონობით ადამიანს დაქვეითებული აქვს სმენა” – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

2013 წლის  27 თებერვალი, ჟენევა  – ყურზე ზრუნვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  (3 მარტი) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში 360 მილიონზე მეტი სმენადაქვეითებული ადამიანია.

დღეს უფრო მეტი ადამიანი დგას სმენის დაქვეითების საფრთხის წინაშე ვიდრე ოდესმე.

ასაკის მატებასთან ერთად მსოფლიოში მით უფრო მეტ ადამიანს ემუქრება სმენის დაქვეითება ვიდრე წინა წლებში. 65 წელს გადაცილებულ ყოველი მესამე ადამიანს (სულ 165 მილიონი) სმენის დაქვეითება აქვს. ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითების მოგვარება შესაძლებელია სმენის აპარატის გამოყენებით, თუმცა ამ აპარატების წარმოებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

“ამჟამად სმენის აპარატების წარმოება მსოფლიო მოთხოვნების მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს პასუხობს. განვითარებად ქვეყნებში საჭიროების მქონე მხოლოდ 40-დან ერთ ადამიანს აქვს სმენის აპარატი.” – აცხადებს დოქტორი შელი ჩადჰა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში,   “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გზებს ეძებს ტექნოლოგიის ტრანსფერისათვის, რათა ხელი შეუწყოს სმენის დამხმარე საშუალებების წვდომას განვითარებად ქვეყნებში.”

ყურის ინფექცია სმენის დაქვეითების მთავარი მიზეზია.

დანარჩენი 32 მილიონი, რომელთაც შეეხოთ სმენის დაქვეითება არიან ბავშვები, რომელთა ასაკი არ აღემატება 15 წელს. პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ყურის ინფექციები, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

სმენის დაკარგვას იწვევს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა: წითურა, მენინგიტი, წითელა და ყბაყურა, მიუხედავად იმისა რომ ვაქცინაციით შესაძლებელია მათი თავიდან აცილება. სხვა მიზეზებია: გადაჭარბებული ხმა, თავისა და ყურის ტრამვა, ასაკის მატება, გენეტიკა, პრობლემები ორსულობისა და მშობიარობის დროს (როგორიცაა ციტომეგალოვირუსი და სიფილისი) და მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც აზიანებს სმენას.

სმენის დაკარგვის შემთხვევათა ნახევრის პრევენცია ადვილად შესაძლებელია.

“ბევრი ადამიანის პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს ადრეული დიაგნოსტიკით და შესაბამისი ჩარევით, როგორიცაა ქირურგიული გზით იმპლანტის ჩადგმა. სმენადაქვეითებულ ადამიანებს შეუძლიათ აგრეთვე დახმარება მიიღონ ჟესტების ენის ტრეინინგებზე და საზოგადოებრივი მხარდაჭერით.”

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეხმარება ქვეყნებს განავითარონ პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სმენის დაქვეითების თავიდან აცილებას. მათ შორისაა ბავშვთა ვაქცინაცია წითურის, მენინგიტის, წითელასა და ყბაყურას წინააღმდეგ, ბავშვთა ასაკში საფრთხის ადრეული შეფასება და მართვა, ასევე ორსულთა გამოკვლევა და სიფილისის მკურნალობა.

 წყარო: http://bit.ly/1wb1TIu

მთარგმნელი: სალომე ხორავა

სმენის ცენტრი, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ტელ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

 

2 comments

  1. Unknown's avatar

    Maklia kurta smena ekimtan ar vkofilvar saertod rogor movikce tkvenamde rogor movagcio

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო ემა, ჯობია ჯერ ექიმს აჩვენოთ ყური, შესაძლოა საცობი გქონდეთ. თუ ექიმი სმენის ტექნოლოგიებს გირჩევთ, შეგიძლიათ სმენის ცენტრში უფასო მიღებით ისარგებლოთ.

Leave a Reply

Discover more from Starkey Georgia სმენის ცენტრი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading